რაც მალე შეეგუებიან წაგებას და სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის - პრემიერი ოპოზიციას

რაც მალე შეეგუებიან წაგებას და სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის - პრემიერი ოპოზიციას

access_time2021-10-24 15:25:32

თიანეთში ჩვენ გვაქვს მეორე ტური, აქ ჩვენ გვყავს ძალიან ღირსეული, ახალგაზრდა, გამოცდილი, ძალიან წესიერი, კვალიფიციური კაცი, ლევან წიკლაური, რომელიც, რა თქმა უნდა, გახდება თიანეთის მერი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს თიანეთში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, თიანეთი არის კარგი მაგალითი იმისა, თუ რა სირთულეები წარმოიქმნა, როდესაც არჩეულ მერსა და ცენტრალურ მთავრობას შორის კოორდინაცია არ არსებობდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენი გუნდის ყოფილი წევრი თამაზ მეჭიაური უპირისპირდება ამ ახალგაზრდა, წესიერ კაცს და მინდა აღვნიშნო, რომ ეს ძალიან სამწუხაროა, რომ გუნდის ყოფილი წევრი უპირისპირდება ჩვენი გუნდის წევრს და მე მოვუწოდებდი ბატონ თამაზ მეჭიაურს, რომ გზა დაუთმოს ამ ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანს და „ნაციონალების წისქვილზე ნუღარ დავასხამთ წყალს. ვიცი, რომ თიანეთის მოსახლეობა მიიღებს ბრძნულ გადაწყვეტილებას, არჩევანს გააკეთებს და ამის შემდეგ გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას. თიანეთი კარგი მაგალითია იმიტომ, რომ 4 წლის წინ გაიმარჯვა დამსახურებულად თამაზ მეჭიაურმა და ეს 4 წელი იყო არასტაბილურობის 4 წელი, არასწორი კოორდინაცია, მუდმივი დაძაბულობა, საკრებულოსთან მუშაობაში იყო ბევრი სირთულე  და საბოლოო ჯამში ეს აისახა ჩვენს მოსახლეობაზე, თიანეთის მოსახლეობაზე. ათჯერ მეტი საქმის გაკეთება შეგვეძლო, შეეძლო მასაც, საკრებულოს, ჩვენს გუნდს, სამხარეო ადმინისტრაციას, ცენტრალურ მთავრობას, მაგრამ ვინაიდან მერი არ იყო პარტიის კანდიდატი, ეს იყო მუდმივი დაძაბულობის მიზეზი, საბოტაჟის და კოორდინაციის არარსებობა. ამას ვგულისხმობდი, როცა 2 დღის წინ გავაკეთე კომენტარი და ეს არის კლასიკური მაგალითი, რომ იტყვიან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ არჩევნებს, მეორე ტურებს, ტყუილად ირჯებიან დესტრუქციული ოპოზიციის წარმომადგენლები, ვერც ერთ ქალაქში ისინი ვერ იმარჯვებენ, ეს ჩვენ ვიცით წინასწარ კვლევებით, გამოკითხვებით და ჩვენ გვჯერა ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილების. საჭიროა მეტი კოორდინაცია, მეტი აქტიური მუშაობა, სამხარეო ადმინისტრაციასთან, ცენტრალურ მთავრობასთან. ცენტრალურ მთავრობას თიანეთშიც და ყველა მუნიციპალიტეტში უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული. როგორ წარმოგიდგენიათ, მერი იყოს ოპოზიციონერი, ჯიბრში ედგას საკუთარ ხალხს, საკრებულოს, მით უმეტეს, თიანეთში საკრებულოს უმრავლესობა ჩვენს ხელშია და ეს ანალოგიურად ეხება სხვა მუნიციპალიტეტებსაც. რა თქმა უნდა, ეს შეაფერხებს საბოლოო ჯამში ქვეყნის განვითარებას. ჩვენ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა არის ქვეყნის განვითარების მთავარი ბარიერი, მაგრამ ჩვენ არჩევნები მოვიგეთ, მათი დესტრუქციული ლიდერი არის ციხეში, დიდხანს იქნება ციხეში და არჩევნების შემდეგ ჩვენ გავაგრძელებთ საქმეზე ლაპარაკს და არა მხოლოდ ლაპარაკს, არამედ საქმის კეთებას," - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.



მთავრობის მეთაურის შეფასებით, "ნაცმოძრაობა" და მისი წევრები ატყუებენ არა მხოლოდ საკუთარ ამომრჩეველს და მთლიანად მოსახლეობას, არამედ საკუთარ თავსაც იტყუებენ.

„გასაგებია, რომ ამას აკეთებენ იმისთვის, რომ დაძაბონ ვითარება, საერთაშორისო საზოგადოების თვალში რაღაც აბსურდული თეატრები დადგან, მაგრამ ეს მცდელობაც კრახით დასრულდება და ჩვენ მშვიდობიან  არჩევნებს ჩავატარებთ და ყველა მუნიციპალიტეტში მოვიგებთ. წარმოიდგინეთ, ამ რადიკალურმა ოპოზიციამ წააგო არჩევნები, რეფერენდუმი წააგო, ჩვენ 47%-იანი შედეგი დავდეთ, ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და თქვა, რომ ჩვენ გვსურს, დასრულდეს ეს დესტაბილიზაცია, „ქართულმა ოცნებამ" გააგრძელოს მმართველობა და მშვიდობიანი პერიოდი დადგეს მომდევნო 3 წლის განმავლობაში. მათი მთავარი ლიდერი, ბელადი, ეს ავადმყოფი კაცი თავისი ფეხით შევიდა ციხეში, ამის მიუხედავად გამოდიან და ყოველდღე საუბრობენ, რომ არჩევნებში გაიმარჯვეს და ხალხს ეუბნებიან, 30 ოქტომბერს საბოლოოდ გავიმარჯვებთო. წარმოიდგინეთ, როგორ აბსურდში და ილუზიებში არიან. რაც მალე შეეგუებიან ისინი ამ წაგებას, ამ კრახს, სააკაშვილის გრძელვადიან პატიმრობას, მით უკეთესი მათთვის. ვურჩევდი ყველას, მათ, რომ დროზე იფიქრონ სხვა სამსახურზე, სხვა საქმიანობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up