საპენსიო სააგენტოში უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოადგილედ ლევან ვერძეული დაინიშნა.ლევანს აქვს ფინანსურ სექტორში მუშაობის 12 წლიანი გამოცდილება, ამასთან 11 წლიანი გამოცდილება აქტივების მართვის მიმართულებით.
„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი საპენსიო სააგენტოს გუნდს და შესაძლებლობა მაქვს, აქტივების მართვის მიმართულებით ჩემი ცოდნით და გამოცდილებით წვლილი შევიტანო საპენსიო რეფორმის წარმატებაში. დარწმუნებული ვარ, რომ საინვესტიციო სამსახურის გუნდი გადადგამს ყველა ნაბიჯს საპენსიო სქემის მონაწილეთა ინტერესების გათვალისწინებით და იქნება მათთვის კიდევ უფრო მეტი სარგებლის მომტანი“ – აცხადებს ლევან ვერძეული.
2019 წლის თებერვლიდან მუშაობდა „თიბისი კაპიტალის“ მთავარი ბროკერის პოზიციაზე, სადაც უძღვებოდა საბროკერო მიმართულებას და ამავდროულად აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ევრობონდების განთავსებაში.
2008-2019 წლებში მუშაობდა საქართველოს ეროვნულ ბანკში, საერთაშორისო რეზერვების მართვის განყოფილებაში, პორტფელის მენეჯერის თანამდებობაზე.
gbc.ge