ლევან ვერძეული:  კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში  ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი

ლევან ვერძეული: კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი

access_time2020-09-28 18:18:04

დღეს  საპენსიო  სააგენტოს  მიერ  მიღებულ  საინვესტიციო  პოლიტიკის  დოკუმენტის  მიღებას  უფროსი საინვესტიციო ოფიცრის  მოადგილე  ლევან  ვერძეული ეხმაურება. მისი  განცხადებით ისინი  დარჩებიან   იმ საინვესტიციო მანდატის და საინვესტიციო პოლიტიკის ფარგლებში, რასაც დამოუკიდებელი საინვესტიციო საბჭო განსაზღვრავს. ამასთან,  კანონით განსაზღვრულია, რომ ნაკლებრისკიან პორტფელში  ინვესტირება, კანონის მიღებიდან ხუთი წლის განმავლობაშია შესაძლებელი.  „დღეიდან დაახლოებით სამი წლის მანძილზე ჩვენ დავრჩებით ნაკლებრისკიან საინვესტიციო პორტფელში. მომავალში კი  თანდათან გადავალთ საშუალო და მაღალ რისკიან პორტფელებში.  საშუალო და მაღალი რისკი არ ნიშნავს, იმას რომ   ავიღებთ იმაზე მაღალ რისკს, ვიდრე ამის სურვილი  ორგანიზაციას გააჩნია“-აცხადებს ლევან ვერძეული.


მისი ინფორმაციით, რისკების  სამართავად საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოებთან  ერთად   შემუაშვებულია რისკის მართვის 3  ხაზი.  საინვესტიციო სამსახური თავად არის პასუხისმგებელი  რისკების  მართავზე.  რისკების  ეფექტიანი მართვისთვის, სააგენტოში ასე ფუნქციონირებს  დამოუკიდებელი სამსახური.  საუბარია  მთავარი რისკის ოფიცერზე, რომელიც დამოუკიდებლად აფასებს  საინვესტიციო საქმიანობას. თუ  ეს  ოფიცერი  რაიმე სახის პოტენციურ რისკს დაინახავს,  ის  დამოუკიდებლად, საინვესტიციო სამსახურის გარეშე აცნობებს საბჭოებს.



„გვყავს ასევე  გვყავს შიდა აუდიტის სამსახური, რომელიც ჯამში ორგანიზაციის გამართულობას უზრუნველყოფს და დამოუკიდებელ რწმუნებას აძლევს ორგანიზაციას.  ამავდორულად, აღსანიშნავია, რომ გარე საპენსიო სააგენტოს წევრებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ რისკის მართვაში.  პირველ რიგში ეს არის სპეცდეპოზიტარი, რომელიც გარედან უყურებს ამ ყველაფერს და საქართველოს ეროვნული ბანკი, რომელიც დამოუკიდებელია თავისი მანდატით და არის საპენსიო საქმიანობის მარეგულირებელი“,-აცხადებს ლევან ვერძეული.


შეგახსებთ, რომ საპენსიო სააგენტომ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტი დაამტკიცა. საინვესტიციო პოლიტიკა განსაზღვრავს საპენსიო აქტივების ინვესტირების გრძელვადიან სტრატეგიას. დოკუმენტი შეიმუშავა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ, ხოლო დოკუმენტის შესაბამისობა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონთან დაადასტურა საქართველოს ეროვნულმა ბანკმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up