ლევან ვეფხვაძე:„თუ ჩვენ ვამბობთ,რომ რეგულაციები არის ევროპული, მაშინ ის ევროპული სტანდარტით უნდა მივიღოთ“

ლევან ვეფხვაძე:„თუ ჩვენ ვამბობთ,რომ რეგულაციები არის ევროპული, მაშინ ის ევროპული სტანდარტით უნდა მივიღოთ“

access_time2019-10-20 12:00:29

„თუ ჩვენ ვამბობთ,რომ რეგულაციები არის ევროპული, მაშინ ის ევროპული სტანდარტით უნდა მივიღოთ. აუცილებელია რეგულაციის გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება,“  ამის შესახებ  საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ  რადიო „კომერსანტთან“ საუბარში  განაცხადა.


როგორც ცნობილია, ბიზნესომბუდსმენის აპარატის და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებით, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო ბიზნესკონფერენცია – „ხელშემწყობი გარემოს შექმნა მდგრადი ბიზნესისთვის აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში“ გაიმართა.



ღონისძიების ფარგლებშივე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები საქართველო – ალბანეთის, საქართველო – ყაზახეთის, საქართველო – უზბეკეთის და საქართველო – პოლონეთის ბიზნესომბუდსმენების აპარატებს შორის. მემორანდუმების მიხედვით, ფართოვდება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატის საქმიანობის არეალი და ძლიერდება აპარატის როლი უცხოურ ბაზრებზე ქართული ბიზნესების დაცვის მიმართულებით.


მისი განცხადებით, ნამდვილად მისასალმებელი და საინტერესოა ასეთი ტიპის თანამშრომლობა, ვინაიდან ნებისმიერი პრობლემა,რომელიც ადგილზე წარმოიშვება უფრო ეფექტურად და სწრაფად გადაწყდება ადგილობრივი ბიზნესომბუდსმენის ჩართულობით. ჩვენი პრობლემები მეტწილად დაკავშირებულია რეგულაციებთან, კანონმდებლობაში არსებობს გარკვეული სივრცეები,რომელიც ორაზროვნებას იწვევს ან არასწორ ინტერპრეტაციას. მეორე მხრივ, ხშირია სიტუაცია,როცა რეგულაციისთვის არ არიან მზად კომპანიები.


„ბიზნესომბუდსმენი, ერთი მხრივ, ჩვენი მეგობარია, თუმცა ხშირად, ის მთავრობის პოლიტიკის ჩარჩოებში ზის. რეგულაციებთან დაკავშირებით, ჩვენი და ბიზნესომბუდსმენის პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. ბიზნესს სჭირდება განჭვრეტა და პროგნოზირებადი გარემო, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ასეთი გარემოს შესაქმნელად. ნათია თურნავასთან შეხვედრაც სწორედ ამ პროცესის დასაწყისია. ეს ნიშნავს იმას,რომ ეკონომიკის სამინისტრო,როგორც ბიზნესის მთავარი პარტნიორი იღებს საკუთარ თავზე ლიდერის ფუნქციას, რაც ჩვენ გაგვიხსნის მეტ შესაძლებლობას, გვქონდეს კომუნიკაცია სხვა სამინისტროებთან. არასწორი იყო,როცა ერთი სამინისტრო ისე იწყება რეგულაციებზე მუშაობას,რომ ეკონომიკის სამინისტრო არ იყო ჩართული და ინფორმირებული.


თუ ჩვენ ვამბობთ,რომ ეს რეგულაციები არის ევროპული, მაშინ ის ევროპული სტანდარტით უნდა მივიღოთ. აუცილებელია რეგულაციის გავლენის შეფასების დოკუმენტის მომზადება. ეკონომიკის სამინისტრომ განცხადება გააკეთა,სადაც გაიზიარა ჩვენი პოზიცია რია-ს მომზადების შესახებ.ნებისმიერი ჩარჩო უნდა გამოიყენოს ხელისუფლებამ, რათა ჰქონდეს მეტი კომუნიკაცია ბიზნესთან. ნებისმიერი რეგულაციის მიღებამდე უნდა დავთვალოთ,როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური შედეგები. მნიშვნელოვანია სტაბილური გარემოს შენარჩუნება. ინვესტიციებს არ უყვარს მოულოდნელი მოძრაობები. მაგალითად, ოქროს სიის ცვლილებაზე გადაწყვეტილების მიღება შეიძლება მხოლოდ იმპორტირებულებს შეეხო, მაგრამ ბევრი ინვესტორი,რომელიც საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას აპირებდა დაფიქრდა, ეს სია ერთ ღამეში რომ გააუქმეს, იქნებ მერე მეც გამიუქმონო. შემდეგ მთავრობას უწევს დარწმუნება,რომ იგივე არ განმეორდება. ნდობა ერთ დღეში შეგიძლია დაკარგო , თავიდან მოპოვებას უკვე წლები სჭირდება,“- ამბობს ლევან ვეფხვაძე.


ნათია კეკენაძე 




5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

5 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-05 19:00:29
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 5 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 3 თეთრით გამყარდა და ერთი...

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის

Forbes - მაღალტექნოლოგიურ გიგანტებს მილიარდიანი ჯარიმები ელის
access_time2020-06-05 20:00:48
საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში აშშ-ს უმსხვილეს ტექნოლოგიურ კომპანიებს - Facebook, Google, Amazon და Apple-ს ანტიმონოპოლური დავები ემუქრება, რის გამოც მათ შესაძლოა მილიარდობით დოლარი დაკარგონ. შტატებში კორონავირუსის დაწყებამდე, უმსხვილესი IT-კომპანიები ვაშინგტონში საკუთარი ინტერესების ლობირებაზე რეკორდულ თანხებს ხარჯავდნენ. დემოკრატი სენატორი ემი კლობუშარი Uber-ის მიერ საკვების მიტანის სერვისის Grubhub-ის შეძენის სურვილს აპროტესტებს, ხოლო რესპუბლიკელი ტედ კრუზის თქმით,...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე ბიზნესსექტორმა „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტზე იმსჯელა
access_time2020-06-05 15:05:18
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ წევრი კომპანიების წარმომადგენელთა მონაწილეობით, ასოციაციის გარემოს დაცვის კომიტეტის ონლაინ შეხვედრას უმასპინძლა, რომლის მთავარი თემა საქართველოს მთავრობაში მომზადებული „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტი გახლდათ. კანონპროექტი, რომელიც თვისობრივად ახალ მიდგომებს ითვალისწინებს გარემოს დაცვის მიმართულებით, ბიზნესსექტორის განსაკუთრებული ინტერესის საგანი ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა, როდესაც მისი პირველადი ვერსია იქნა...

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში

გიორგი გახარია - პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, ვისწავლოთ ქართველებმა, რომ დავისვენოთ საქართველოში
access_time2020-06-05 15:30:42
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ქუთაისში, იმერეთის რეგიონის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ეკონომიკის გახსნის საკითხზე ისაუბრა. გახარიას თქმით, მნიშვნელოვანია პირველ ეტაპზე შიდა ტურიზმის განვითარება. „პირველ ეტაპზე გაიხსნება შიდა ტურიზმი და დარწმუნებული ვარ, შიდა ტურიზმიც საკმაოდ სერიოზულ მოთხოვნას დააგენერირებს.დღეს ფაქტია, რომ ქართველები საზღვარგარეთ დასასვენებლად ვერ წავლენ, ბოლო რამდენიმე წელია, ძალიან შეუყვარდათ, არ...

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?

რა შეიცვალა დედაქალაქის პარკირების სისტემაში „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ?
access_time2020-06-05 12:00:42
საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომსახურების დაბალი ხარისხისა და გადაადგილების პრობლემების გამო, ბოლო პერიოდში კერძო ავტომობილებით მოძრავი მოქალაქეების რაოდენობა უფრო გაიზარდა, შესაბამისად საპარგინგე ადგილებზე მოთხოვნამაც მოიმატა. როგორც აღმოჩნდა, დედაქალაქის მაცხოვრებლები არასწორი პარკირების ჯარიმას, საურავებსა და მანქანის გადაყვანის საფასურს ზუსტად იმავე წესით იხდიან, როგორც მანამდე და „სითი პარკის“ წასვლის შემდეგ არაფერი შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კომპანია...


მსგავსი სიახლეები

up