ლევან ვეფხვაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით გადაიხედოს იმპორტის დღგ-ს გადახდის არსებული პროცედურები

ლევან ვეფხვაძე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოუწოდებს შექმნილი რთული ვითარების გათვალისწინებით გადაიხედოს იმპორტის დღგ-ს გადახდის არსებული პროცედურები

access_time2020-03-20 17:43:42

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, იმპორტიორების პრობლემა იყოფა ორ ჯგუფად, კერძოდ, პირველ ჯგუფში შედიან სურსათისა და პირველადი მოხმარების საგენბის იმპორტიორები, რომელთაც დიდი დაწოლა აქვთ გაზრდილი მოხმარების გამო, ხოლო მეორე ჯგუფში შედიან ის იმპორტიორები, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი გზაშია საქართველოსკენ, ახლო მომავალში კი მოუწევთ იმპორტის პროცედურების გავლა.


რაც შეეხება სურსათის იმპორტიორებს, ლევან ვეფხვაძის აზრით, შექმნილი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და პირველადი მოხმარების პროდუქტის (სურსათის) მიწოდების ჯაჭვის ხელშესაწყობად, საჭიროა სწრაფი და ეფექტური გადაწყვეტილებები, რაც გულისხმობს ზემოთ მითითებული პროდუქტის იმპორტისას დამატებითი ღირებულების გადასახადის გადახდის ვადის გახანგრძლივებას, ნაცვლად არსებული ხუთისა, ორმოცდახუთ დღემდე, როგორც ეს, მაგალითად, გათვალისწინებულია ხორბლის იმპორტისას.


„ამ გზით, სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტები და საგადასახადო შეღავათების დაწესების გარეშე, სტაბილური, დაბალანსებული საბრუნავი ფინანსური საშუალებებით უზრუნველყოს პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტიორები, რაც ასევე ხელს შეუწყობს კურსთაშორისი სხვაობით გამოწვეული ზიანის შემცირებას და ფასების მერყეობისაგან დაგვაზღვევს“ - აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.



ასევე, ლევან ვეფხვაძე ყურადრებას ამახვილებს იმ სავაჭრო ქსელების წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რომელთა სავაჭრო ობიექტები მთავრობის გადაწყვეტილებით დროებით დაიხურა, მათი პროდუქტი კი გზაშია საქართველოსკენ და მოუწევთ საგადასახადო ვალდებულებების შესრულება. ამ შემთხვევაშიც, როგორც ასოციაციაში ფიქრობენ, საჭირო შეიძლება გახდეს იმპორტის დღგ-ს გადავადების მექანიზმზე ფიქრი, რათა თავიდან იქნეს აცილებული ისედაც რთულ ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი კომპანიებისათვის დამატებითი საგადასახადო ტვირთის დაკისრება.







„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up