ლევან ვეფხვაძე საინვესტიციო მრჩევლის დანიშვნაზე: ჩვენი თუ არ სჯერათ, ამ ადამიანს მაინც დაუჯერონ

ლევან ვეფხვაძე საინვესტიციო მრჩევლის დანიშვნაზე: ჩვენი თუ არ სჯერათ, ამ ადამიანს მაინც დაუჯერონ

access_time2021-05-07 19:00:00

ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ინვესტიციების მიმართულებით სპეციალური მრჩევლის დანიშვნის გადაწვეტილებას დადებითად აფასებს.


ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ ვაზილ ჰუდაკის დანიშვნა მთავრობას ბიზნესის საჭიროებების უკეთ შეგრძნებაში დაეხმარება.


„ხშირად ბიზნესს აქვს საკუთარი ხედვა, რომელსაც ვუზაიარებთ მთავრობას. ეს პროცესი გრძელდება თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე. ნაწილს ითვალისწინებენ, ნაწილს - არა, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ფუნდამენტალური საკითხები არის გასათვალისწინებელი, იმისთვის რომ მეტი ინვესტიცია შემოვიდეს ქვეყანაში. მხოლოდ რეიტინგები საკმარისი არ არის. აქ გასათვალისწინებელია ლარის კურსის სტაბილურობა, მოჭარბებული რეგულაციებიებისგან თავის შეკავება. ვფიქრობ, კარგი ბეგრაუნდისა და დიდი გამოცდილების კანდიდატია შერჩეული. დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ მისი შეთავაზებებიც იქნება დაახლოებით ისეთი, როგორიც ბიზნესის წარმომადგენლებს გვაქვს. იქნებ, ჩვენი თუ არ სჯერათ ამ ადამიანს მაინც დაუჯერონ. ბიზნესი თვითონ არის ინვესტორი და მან კარგად იცის სად ჩადებდა ფულს და სად არ ჩადებდა. ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში საინვესტიციო ბანკირის პოზიცია ეკავა, კარგად ესმის ბიზნესის აღქმები. ახალი საინვესტიციო მრჩევლის დანიშვნა მთავრობას ბიზნესის საჭიროებების უკეთ შეგრძნებაში დაეხმარება,“ - აღნიშნა ლევან ვეფხვაძემ.



რაც შეეხება ინვესტიციების მიმართულებით პრემიერის სპეციალური მრჩევლის მოსაზრებას ეკონომიკის გაციფრულების საჭიროებასთან დაკავშირებით, ლევან ვეფხვაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი ციფრული მმართველობა ბიზნესს ხარჯს უმცირებს.


„ნებისმიერი ციფრული საქმის წარმოება ესაა ნაკლები ხარჯი კომპანიისთვის. ცხადია, მისვესალმები თუ ამ მიმართულებით სიარულს გავაგრძელებთ. რადგან ეს დაკავშირებულია ნაკლებ დანახარჯებთან რომელიც კონკრეტულ ტრანზაქციას შეიძლება მოსდევდეს,“ - განმარტა ლევან ვეფხვაძემ.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უცხოური ინვესტიციების მიმართულებით სპეციალურ მრჩევლად ვაზილ ჰუდაკი წარადგინა. პრემიერის თქმით, კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის პირობებში მთავრობა ეკონომიკის აღდგენის ახალ გეგმაზე მუშაობს. წამყვანი როლი კი, უცხოურ ინვესტიციებს ექნება.



business-partner.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up