ლევან ვეფხვაძე: პანკისის მოვლენებმა სხვა ჰესებისთვის დომინოს ეფექტი გამოიწვია

ლევან ვეფხვაძე: პანკისის მოვლენებმა სხვა ჰესებისთვის დომინოს ეფექტი გამოიწვია

access_time2019-06-29 16:50:25

საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, პანკისში მცირე ჰიდროელექტროსადგურის – "ხადორი 3"–ის მშენებლობის წინააღმდეგ მოსახლეობის პროტესტი სხვა რეგიონების მაცხოვრებლებისთვის გადამდები აღმოჩნდა. 

"სამწუხაროდ, პანკისმა დომინოს ეფექტი გამოიწვია და ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მოსახლეობა ერთ ადგილას გამოვიდა, გააპროტესტა და შეაჩერა მშენებლობა და ეს ერთ ადგილას მოხდა, რატომ არ შეიძლება რომ სხვაგან მოხდეს და შესაბამისად, დომინოს ეფექტი არის ის, რომ ყველა სხვა რეგიონში კიდევ უფრო გამწვავდა პრობლემები. 

თუკი ხელისუფლების წარმომადგენელმა (შს მინისტრმა გიორგი გახარიამ პანკისში განაცხადა) საჯარო სივრცეში თქვა, რომ მოსახლეობის 90% თუ თანახმა არ იქნება, არ აშენდება, ამ 90%–ს ახლა ყველა ხეობაში, სოფელში ითხოვენ სწორედ იმისთვის, რომ ჩვენ დავიწყოთ მშენებლობა. პრობლემა არის ის, რომ ჩვენ თავის დროზე ვაშენებდით დიდ ხუდონს, რომელზეც ვთქვით, რომ ეს არ გვინდა და დავიწყოთ მცირე და საშუალო ზომის ჰესები. გადავედით ამ ჰესებზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვერ ვაკეთებთ, რადგან ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგია. ახლა მთავარია გავარკვიოთ, სად მივდივართ – ან ერთი, ან მეორე გზით უნდა წავიდეთ. 

საბოლოო ჯამში, რაღაც ფორმით, დიდი ჰესიც დაგვჭირდება და პატარაც, თუმცა მანამდე უფრო მეტი კონსესუსი სჭირდება ამ საზოგადოებას, მიხვდეს, რომ ხვალ და ზეგ იგივე არ განმეორდეს, რაც მოხდა 30 წლის წინ, როცა მთელი საქართველო ჩაბნელდა იმის გამო, რომ ჩვენ რაღაც პროექტებზე თავის დროზე უარი ვთქვით", – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ BM.GE–სთან საუბრისას. 

ცნობისთვის: საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მიერ მომზადებულ ქსელის განვითარების ათწლიან გეგმაში მოცემულია ყველა იმ პერსპექტიული ელექტროსადგურის ნუსხა, რომელიც სხვადასხვა პერიოდში შესაძლოა, ქსელს მიუერთდეს ანუ ექსპლოატაციაში შევიდეს. 

მათგან BM.GE-მ ის ობიექტები გამოყო, რომელიც ან გასულ წელს უნდა ამუშავებულიყო ან - მიმდინარე წელს. ამ პერიოდში გადავადებული ობიექტების ჩამონათვალშია: ხელრა, იფარი, მტკვარი, ნაკრა, ქვედი, ზეკარი, ანდეზიტი, ასევე საშუალა ჰესი ერთი და ორი. 

ამ პროექტების ნაწილი რამდენიმე თვით, ნაწილი კი, რამდენიმე წლით გადავადდა. მათგან საერთო ჯამში, წლიურად, საქართველო 392 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის მიღებას ელოდა.


BMG





საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება

საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, თუმცა, ეკონომიკური ვარდნა შეგვიმსუბუქდება
access_time2020-07-08 12:00:10
„საზღვრების გახსნით ეკონომიკური ზრდა არ გვექნება, რადგან ტურისტებიც დიდწილად შეიკავებენ თავს მოგზაურობისგან, თუმცა თუ ტურისტებს დავუშვებთ ეკონომიკური ვარდნა აუცილებლად შეგვიმსუბუქდება“,- ამის შესახებ კომერსანტს ბიზნესმენმა და ეკონომისტმა კონსტანტინე მოსიძემ განუცხადა.  მისი თქმით, დღეს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა იძლევა შესაძლებლობას, რომ საზღვრები გახსნას და ფრენები აღდგეს.   „საზღვრების ჩაკეტვის გამო ჩვენს მოსახლეობას...

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის

საქართველო გერმანიას, საფრანგეთს, ლატვიას, ლიეტუვასა და ესტონეთს საზღვრებს უხსნის
access_time2020-07-08 11:10:21
საქართველო ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან საზღვრებს ხსნის.ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა დღეს განაცხადა. მისი განცხადებით, ეს ქვეყნებია:გერმანია, საფრანგეთი, ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი. „ევროკავშირის მიერ საქართველოს 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეყვანისა და მათთვის საზღვრების შესაძლო გახსნის შესახებ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ, მთავრობა, საზღვრების გახსნის თაობაზე, ევროკავშირის წევრ შესაბამის ქვეყნებთან ორმხრივ მოლაპარაკებებს...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-07 21:30:29
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ტამანის პორტი საქართველოს კონკურენტი ვერ გახდება - ბათუ ქუთელია „ამ ხელისუფლების პირობებში ანაკლიის პორტი არ აშენდება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს არის გეოპოლიტიკური პროექტი.როგორც ჩანს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის რუსული გეოპოლიტიკური ინტერესები უფრო ანგარიშგასაწევია...

მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია

 მთავრობისგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ - ტურისტული კომპანია
access_time2020-07-08 10:50:13
 „მთავრობა დიდად არც მანამდე გვეხმარებოდა, არც ახლა გვეხმარებიან, მათგან არაფერს ველოდებით, ერთადერთი ხელს ნუ შეგვიშლიან და ფრენები აღადგინონ“, - ამის შესახებ კომერსანტს ტურისტული სააგენტოს „Planet Georgia“ -ს დამფუძნებელი მალხაზ ცინცაძემ განუცხადა. ინდივიდუალური მეწარმე აცხადებს, რომ სეზონის ჩავარდნით დაახლოებით 10 000 დოლარი დაკარგა.   „ის ხალხი რომელიც ფრენების აღდგენას ელოდებოდა და ვარაუდობდნენ აგვისტო-სექტემბერში ჩამოსვლას ტურები გააუქმეს, რადგან...

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სტრატეგიული პარტნიორისგან პირველი სანქცია მივიღეთ - ბათუ ქუთელია
access_time2020-07-07 16:00:47
„ღიად და პირდაპირ,  „ქართული ოცნების“ მთავრობამ მიიღო პირველი სანქცია, რომელიც თავისი მასშტაბით არ არის დიდი, მაგრამ მნიშვნელობით არის კატასტროფული, — ასე აფასებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი ბათუ ქუთელია აშშ-ს კონგრესის კანონპროექტს საქართველოსთვის განკუთვნილი დახმარების 15 პროცენტის გაყინვის შესახებ.  ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილი კანონპროექტი გამოაქვეყნა,...


მსგავსი სიახლეები

up