ლევან ვასაძე პროკურატურას მიმართავს და საქართველოში არეულობის ინსპირირებაში უცხოური ძალების როლის გარკვევას სთხოვს

ლევან ვასაძე პროკურატურას მიმართავს და საქართველოში არეულობის ინსპირირებაში უცხოური ძალების როლის გარკვევას სთხოვს

access_time2019-07-07 21:05:33

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ კომბლები გვიდევს ჭერში, - ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მან თავის მომხრეებს მოუწოდა, რომ 8 ივლისს, 10:00 საათიდან ვერის ბაღში შეიკრიბონ.


„რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ის ვერ დაიცავს პრაიდს და მოუწოდა მათ, რომ ეს პრაიდი არ ჩატარებულიყო, ჩვენ ვისაუბრეთ ამის შესახებ... ჩვენ ვთქვით, რომ მივალთ შიშველი ხელებით. რა თქმა უნდა, ღმერთმა ნუ ქნას და ხვალ დილამდე თუ შსს შეცვლის თავის გადაწყვეტილებას და გადაწყვეტს, რომ დაგვჩაგროს, მაშინ, ვისაც როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. აქვე მინდა გავემიჯნო ყველა იმ პროვოკაციას, რომელიც ვიცი, რომ იგეგმება. იქ აპირებენ იარაღის მოტანას, იქ იქნება ათასგვარი პროვოკაციები. ჩვენ ვერის ბაღის საზოგადოება ვემიჯნებით ყოველგვარ მკვლელობას, სროლას, დანას, ძალადობას. ჩვენ მივდივართ იქ იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები დავაშვიდოთ. მეორე - რადგანაც შსს არ აკავებს ამ ორგანიზატორებს, ესე იგი მათ უნდათ, რომ ეს პრაიდი ჩატარდეს და მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ნებისმიერი მსხვერპლი, ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც მოხდება ხვალ იქ, იქნება, რა თქმა უნდა, მათი პასუხისმგებლობა. ბოლოს ვიტყვი, რომ რა თქმა უნდა, ჩემთვის და ყველასთვის ნათელია, რომ „ნაცების“ მიერ მოწყობილი, უცხოეთში დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა არ შედგა და ჩაიფუშა, მათ შორის ჩვენი ხალხის ძალისხმევის წყალობით და ახლა ეს არის ბოლო პროვოკაცია. ისინი ეცდებიან, იქ დარჩენილ ერთმუჭა ხალხს... მიუხედავად იმისა, რომ 97%-მა ტელეეთერში თქვა, რომ ე.წ. პრაიდი არ უნდა ჩატარდეს, სხვათა შორის მითხრეს, რომ 96%-მა თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი გახარია არ უნდა გადადგეს... აი, ამ ყველაფრის მიუხედავად, ცდილობენ საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევას და ამ სიბილწის და გარყვნილების აღლუმის ჩატარებას, ჩვენს შერცხვენას, ჩვენ სამუდამო დაშორებას ჩვენ აფხაზ და ოს ძმებთან, ჩვენი რეპუტაციის განადგურებას კავკასიაში და რა თქმა უნდა, ეს არ მოხდება. ჩვენ ამ ყველაფერ არ დავუშვებთ“, - აცხადებს ვასაძე.


ბიზნესმენი გენერალურ პროკურატურას მიმართავს და საქართველოში არეულობის ინსპირირებაში უცხოური ძალების როლის გარკვევას სთხოვს.


„მინდა მივმართო საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვუწოდო, რომ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე, რომელის ფარგლებშიც გარკვეული იქნება უცხოური ძალების როლი აი, ამ მიმიდნარე არეულობის ინსპირირებაში. არ მაინტერესებს, ეს რუსი დეპუტატი გავრილოვი იქნება თუ ამერიკელი მეთიუ ბრაიზა, ბებიამისი თუ დურგალი კარპენტერი, ვისი ხელიც ურევია ამ არეულობის გამოწვევაში, ყველა უნდა წარდგეს ქართული კანონმდებლობის წინაშე. ჩვენს ქვეყანას გაწვალებულს, დამარცხებულს, გაყოფილს, განათლების სისტემის ნგრევაში, ნარკომანიაში ჩახრჩობილს, გეგონება პრობლემა არ აქვს გარდა ამ მაიმუნების ტინგიცობისა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ დავუშვებთ. სულ ბოლოს მინდა გავაფრთხილო ყველა, ვისაც არ აქვს ჯერ გაცნობიერებული ,რამხელა საფრთხე არის ქვეყანაში ასეთი ღონისძიების ჩატარება, გეოპოლიტიკური თუ რეპუტაციული თვალსაზრისით. არავინ არავის არსად არ ექაჩება, ნურავინ ნურავის ნუ განიკითხავს, ყველანი ვმოქმედებთ ჩვენი სინდისისა და ნამუსის, ჩვენი ტრადიციების მსოფლმხედველობის შესაბამისად და განერიდეთ ამ ინსპირირებულ პროვოკაციას“, - განაცხადა ლევან ვასაძე.



ipn.ge




„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“

„ლარს მიხედე, ბიძინა, ლარს“
access_time2019-11-18 14:30:56
ქვეყანა ისევ დესტაბილიზაციისა და კოლაფსის საფრთხის წინაშეა“ ინტერვიუ ანალიტიკოს ვაჟა ბერიძესთან – ბატონო ვაჟა, როგორ შეაფასებდით ქვეყანაში შექმნილ...

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს შეხვდნენ

პირველი სერიოზული ბიზნესქეისი-კლინიკების ხელმძღვანელები ბიზნესომბუდსმენს  შეხვდნენ
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...


მსგავსი სიახლეები

up