ლევან ვასაძე: ქართული ოცნება დასრულდა და ამის გაფორმებას ცოტა დრო დასჭირდება

ლევან ვასაძე: ქართული ოცნება დასრულდა და ამის გაფორმებას ცოტა დრო დასჭირდება

access_time2018-09-07 18:00:11

“მარიხუანას ლეგალიზაციით ქართული ოცნება დასრულდა და ამის გაფორმებას ცოტა დრო დასჭირდება. არსებული პოლიტიკური მმართველობა პირველივე გამოსვლებს გადაჰყვება, რომელიც შეიძლება ნებისმიერი მიზეზით, საზოგადოების ნებისმიერ წრეში დაიწყოს, ” - აცხადებს ბიზნესმენი ლევან ვასაძე ვიდეო მიმართვაში.


ბიზნესმენის განცხადებით, ჩვენი საზოგადოება მისთვის ჩვეულ წრეზე ბრუნდება, როგორც ეს იყო საბჭოთა რეჟიმის ჩამოშლის დროს, შემდეგ პრეზიდენტ გამსახურდიას, შევარდნაძის და ბოლოს სააკაშვილის ჩამოგდებისას.  


„ახლაც 2018 წელს იგივე გველოდება. ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ რამე სვლაც რომ მოიფიქროს, ეს მისი მმართველობის დროებითი შენარჩუნება იქნება და საბოლოოდ, მაინც მათი ჩამოგდებით დასრულდება. ეს გარდაუვალია და ვიდრე მოხდება,  იქნებ დავფიქრდეთ, რატომ ხდება ეს ჩვენთან მუდამ, რატომ დადის ჩვენი ერი ამ მოჯადოებულ წრეზე?“


ამ კითხვაზე ლევან ვასაძის პასუხი არის ის, რომ საქართველოს დღემდე არ ეღირსა ეროვნული ლიდერი, რომელიც  სამართლიან და ზნეობრივ სახელმწიფოს აშენებს.


„ლიბერალიზმით ტვინდაბინდულ, სვეცკ, ვითომ ინტელექტუალ თბილისელს ეს არ ესმის. მაგრამ  თავის არსს მაინც ვერსად გაურბის და ყოველთვის ვიღაცისტია - ბიძინისტი, მიშისტი, შევარდნაძისტი თუ ზვიადისტი. იზმი შეფარული მონარქიზმის ფორმებია და სრულიად განსხვავებულია, რომელიმე ამერიკელის ან ევროპელის მიერ პრეზიდენტისადმი მხარდაჭერისგან.



ქართველი წინამძღოლში ეძებს არა პრეზიდენტის ან პრემიერის თანამდებობისთვის შესაფერის მმართველს, არამედ ერის მამას, მოგვწონს თუ არა ეს არის უბრალოდ ფაქტი...


ყველა წინამძღოლი, რომელიც მოვიდა, მოვიდა წინა რეჟიმის სიძულვილის გამო და სამწუხაროდ, ასე მოვა შემდეგიც, ვინც არ უნდა იყოს და მოსვლის დღიდან თუ კი იგი არ შეცვლის ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სისტემას, იგიც განწირული იქნება იგივე ბედისთვის, რომელიც ხვდათ წილად მის წინამორბედებს.“


როგორია ქართველი ერის სასურველი სახელმწიფო? ბიზნესმენის აზრით, ლიბერალური დემონოკრატიის ნაცვლად, რომელიც ფიცულობს ე.წ. დემოკრატიულ ღირებულებებს, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს ხალხის ხმის ჩახშობას და ერის განადგურებას, უნდა იყოს სრულიად გახსნილი ხალხის მმართველობა, სადაც ნებისმიერ საქვეყნო საკითხზე ჩატარდება ხშირი, ყოველწლიური რეფერენდუმები, შვეიცარიის მსგავსად, როგორც რეგიონალური ასევე საქვეყნო.


„თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით ეს ბევრად უფრო იაფი დაუჯდებათ, ვიდრე გაუთავებელი ლიბერალ-დემონოკრატიული არჩევნების სისტემით, რომელიც უცხოეთიდან იმართება და ერის განადგურებას და ვალებში ამოხრჩობას ისახავს მიზნად,“ - ამბობს ლევან ვასაძე ვიდეომიმართვაში და იქვე გამოთქვამს მოსაზრებას, რა მოხდება, თუ ბიძინა ივანიშვილი ზემოთხსენებულ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.


„თუ ბიძინა არ დაასწრებს პირველივე შემდეგ არეულობას, ვშიშობ მას უკან დასახევი გზა აღარ დარჩება. პოლიტიკური მეცნიერების ანაბანაა, როდესაც 90 %-ზე მეტმა ადამიანმა არ იცის ვის მისცეს ხმა, ასეთი არჩევნები ვერ ტარდება გარდა ტერორისა და ძალადობის მოშველიების შემთხვევებისა. არჩევნების ჩაშლა კი ლიბერალ-დემონოკრატიული პროცესების წყვეტას ნიშნავს და ქვეყანას დიდი არეულობით ემუქრება. ამ არეულობისას ხალხი თავისი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოახდენს. ეს კი ჩვენს შემთხვევაში ნაცლიბერალებზე ჯავრის ყრას ნიშნავს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ჭინკების ბოლო მოკავშირე არის სწორედ ბიძინა და მისი უნარი ქვეყანას ააცილოს არეულობა, არჩეული ეროვნული ლიდერისადმი ხელისუფლების გადაცემის გზით. სხვა შემთხვევაში ლაპარაკია არა ისეთ სისულელეზე, როგორიცაა ნაცების მობრუნება ხელისუფლებაში, ფიზიკური ანგარიშსწორების საშიშროებაზე და ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების პარალიზებაზე და მერე, როგორც ყოველთვის, ყველაზე გაქნილი რევოლუციონერების ქვეყნის ხელში ჩავარდნაზე. საქართველოს შემთხვევაში, ეს კიდევ უფრო დაგვაშორებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დაბრუნების პერსპექტივას, და შესაძლოა, ჩვენი ქვეყნის სხვა ტერიტორიების დაკარგვის საშიშროების წინაშეც კი დაგვაყენოს. მე მგონია, რომ ეს ყველას კარგად ესმის...


და ბოლოს, ახალგაზრდა ქოცებმა სრული უვიცობა გამოავლინეს, როდესაც ჩათვალეს, რომ აგვისტო კარგი თვე იყო მარიხუანას ლეგალიზაციისთვის. რადგან თბილისელები შვებულებაში არიან. რეგიონებში წასული თბილისელების გაორებული ცნობიერების გაჯანსაღება ხდება სოფლელ ნათესავებთან ურთიერთობისა. იქ ყველგან ერთი და იგივე ხდება  - მთავრობის გინება და პოლიტიკური გრადუსის გასავარდნი თოფივით დატენვა. თუ დროზე არაფერი შეიცვალა, უკვე სექტემბერში, როდესაც თბილისელები თავიანთ უპერსპექტივო ყოფას და უზნეო გარემოს დაუბრუნდებიან, ეს თოფი შეიძლება გავარდეს და თან ისე მჭექარედ, რომ მთელს ახალგაზრდა ქოცებს და მათ პატრონს  - ბატონ ბიძინას, ძალიან მძიმე დღეები დაუდგეთ.“ - აცხადებს ლევან ვასაძე.






ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი

ლიბერთის და რუსთაველის თეატრის ერთობლივი ახალი სოციალური პროექტი
access_time2019-12-05 14:50:25
5 დეკემბერს, ლიბერთი ბანკსა და რუსთაველის თეატრს შორის ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.  5 დეკემბრიდან, ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, მათ შორის პენსიონრები და სახელმწიფო სოციალური სარგოს მიმღები პირები, რუსთაველის თეატრის მიერ გამართული სპექტაკლების ბილეთებს 30%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. ერთობლივი სოციალური პროექტის თანახმად, ფასდაკლების მისაღებად ბილეთების შეძენა უნდა განხორციელდეს ლიბერთის სოციალური ბარათით თეატრის სალაროში განთავსებულ ლიბერთის...

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“

„ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“
access_time2019-12-05 18:30:54
ბიძინა ივანიშვილის განცხადებამ საზღვარგარეთ ქართველი ემიგრანტების ლეგალურად დასაქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ძირითადად ამ ინიციატივას უარყოფითი შეფასებები მოყვა.   „ბანკებისა და ფინანსების" აზრით „ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა ქართველი ემიგრანტების ცხოვრებას რადიკალურად გააუმჯობესებს“, კომერსანტმა ამ განცხადების და ინიციატივის შინაარსის შეფასება სთხოვა საზღვარგარეთ მოღვაწე ბიზნესმენს, ვასილ ბაბლუანს, რომელიც საქართველოშიც ახორციელებს...

Apple-ის ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს

 Apple-ის  ჩაძირვას პაბლო ესკობარის ძმა აპირებს
access_time2019-12-05 19:00:14
1993 წელს მოკლული კოლუმბიელი ნარკობარონის პაბლო ესკობარის ძმამ, რობერტო ესკობარმა დრეკადი სმარტფონი გამოუშვა, რომელიც 350 დოლარი ღირს - ეს ამ მოდელის ყველაზე იაფი ტელეფონია მსოფლიოში.   რობერტო ესკობარი აპირებს Apple-ის ჩაძირვას და იმის დამტკიცებას, რომ კარგი სმარტფონი 1000 დოლარზე ნაკლები შეიძლება ღირდეს.   მოდელი სახელწოდებით Escobar Fold 1, წარმოადგენს ჩინური Royole FlexPai ოქროსფერ ანალოგს და მისი რეალური ფასი 1400...

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“

„საარჩევნო წელი მოდის და მთავრობა ცდილობს ხალხს ინფრასტრუქტურული სამუშაოებით მოაწონოს თავი“
access_time2019-12-05 17:30:48
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 თვეში ბიუჯეტიდან 1.67 მილიარდი ლარი აითვისა. უწყების ინფორმაციით სამინისტროს 11 თვის ბიუჯეტის შესრულება 2019 წელს ისტორიულად ყველაზე მაღალია. ეკონომიკის ექსპერტი ზვიად ხორგუაშვილი მიიჩნევს, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტის სიდიდე არჩევნების მოახლოებასთან ერთად უფრო იზრდება, რათა...

რა ზიანი შეიძლება მიადგეს კერძო ბიზნესს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად

რა ზიანი შეიძლება მიადგეს  კერძო ბიზნესს  აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად
access_time2019-12-05 16:30:07
ბიზნესი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაიზარდოს. მათი თხოვნაა, ეტაპობრივად გაიზარდოს მხოლოდ ფიქსირებული გადასახადი, ადვალური კი პირვანდელ ნიშნულს დაუბრუნდეს. სექტორი იმ უარყოფით შედეგებზე საუბრობს რომელიც ბიზნეს აქციზის დაუგეგმავი და სწრაფი ზრდის შედეგად მიადგება. კომერსანტი თამბაქოს ინდუსტრიის განცხადებას უცვლელად გთვაზობთ. „იმპორტირებულ ფილტრიან სიგარეტზე ადვალური გადასახადის გაზრდამ 2019 წლის განმავლობაში მისი რამდენიმე ეტაპად გაძვირება გამოიწვია....


მსგავსი სიახლეები

up