ლევან სურგულაძე:„კომპანიები, რომლებსაც კორპორატიული თავმოყვარეობა გააჩნიათ, საპენსიო ფონდში  შენატანს დასაქმებულის ხარჯზე  არ გააკეთებენ“

ლევან სურგულაძე:„კომპანიები, რომლებსაც კორპორატიული თავმოყვარეობა გააჩნიათ, საპენსიო ფონდში შენატანს დასაქმებულის ხარჯზე არ გააკეთებენ“

access_time2018-12-03 17:00:00

„კომპანიები, რომლებსაც კორპორატიული თავმოყვარეობა გააჩნიათ, საპენსიო ფონდში შენატანს დასაქმებულის ხარჯზე არ გააკეთებენ, არც ის მოხდება, რომ  საერთოდ არ გადაიხადონ“ ასე პასუხობს „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორი ლევან სურგულაძე „კომერსანტის“ კითხვას, არსებობს თუ არა იმის რისკი, რომ საპენსიო რეფორმაში ჩართვას მეწარმემ თავი აარიდოს, რის შემთხვევაშიც ტვირთი დასაქმებულებზე გადავა, საბოლოო ჯამში, კი შეიძლება ყველაფერი ჩრდილოვან ეკონომიკაში გადავიდეს და ფარული დასაქმება მივიღოთ.


 როგორც ცნობილია, 2019 წლის პირველი იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდება.


 ლევან  სურგულაძე აღნიშნავს, რომ აქ საუბარია ძალიან მცირე წილზე,რომელსაც თავმოყვარე კომპანია თავს არ აარიდებს. მისივე განმარტებით, კანონი არ გადახდის შემთხვევაში გარკვეულ სანქციებსაც ითვალისწინებს. პირველ ჯერზე დარღვევა  500 ლარით ჯარიმდება, ხოლო ყოველი შემდეგი  -1000 ლარის ოდენობით.


 

კითხვაზე, მზადაა თუ არა კერძო სექტორი ტექნიკურად, სურგულაძე განმარტავს, რომ გარკვეული შეხვედრები ბიზნეს ასოციაციასთან არსებობდა. გარდა ამისა, დღე-დღეზე  საპენსიო სააგენტო გამოქვეყნებს გარკვეულ ინტრუქციებს აღრიცხვასთან დაკავშირებით. შედეგად, 1 იანვარს ყველა მომზადებული შეხვდება.  „ეს არის ძალიან მარტივი, კომპანიის წარმომადგენლებს, ბუღალტრებს არ გაუჭირდებათ ამ სისტემით სარგებლობა. წესები მარტივია და ადვილად შესასრულებელი“-აღნიშნავს სურგულაძე.


 

მისი განცხადებით,კანონის თანახმად, პირველი 5 წლის განმავლობაში, საპენსიო აქტივები განთავსდება დაბალრისკიან საინვესტიციო პორტფელში,5 წლის შემდგომ კი მონაწილეს ექნება არჩევანი აირჩიოს განათავსოს თავისი დანაზოგები დაბალრისკიან, საშუალორისკიან ან მაღალრისკიან პორტფელებში. რაც შეეხება თოთოეული ფინანსური ინსტრუმენტის არჩევანს, ასეთი არჩევანი თავად მონაწილეს არ ექნება, მას მხოლოდ პორტფელის არჩევის საშუალება ექნება. 


 

კითხვაზე, რა სექტორები შევა თითოეულ სექტორში, სურგულაძე განმარატვს, რომ ფორტფელი ბევრი სხვადასხვა ინსტრუმენტისგან შედგება  და იქნება დივერსიფიცირებული, რაც განსაზღვრული იქნება საინვესტიციო პოლიტიკაში, რომელიც ჯერ მომზადებული არ არის. სურგულაძე განმარტავს, რომ მოსახლეობისგან შენატანები აუცილებლად უნდა განთავსდეს კეთილსაიმედო აქტივებში, ფასიან ქაღალდებში, მათ შორის, 80%-ის განთავსება სავალდებულოა საქართველოში არსებულ ფასიან ქაღალდებში, მხოლოდ 20%-ის განთავსება შეიძლება  კეთილსაიმედო უცხოურ ფასიან ქაღლდებში.   



 

„კანონში განსაზღვრულია გარკვეული ლიმიტები, რა ტიპის საინვესტიციო ინტრუმენტებში შეიძლება განთავსდეს ფული და რა რაოდენობით, ასევე განისაზღრება რაში შეიძლება არ განთავსდეს.უფრო კონკრეტულად ცნობილი გახდება,  როდესაც შეიქმნება საინვესტიციო საბჭო,დაწერს კონკრეტულ საინვესტიციო პოლიტიკის დოკუმენტს. აქ იქნება განსაღვრული თუ რაში რა შედის“-აცხადებს სურგულაძე.

 

 

მისი განმარტებით, სააგენტოს სტრუქტურაში მოიაზრება ძალიან ძლიერი, რისკის კონტროლის დამოუკიდებელი ჩარჩო სტრუქტურა, რომელიც დამოუკიდებლად გააკონტროლებს რისკის დონეს, მოახდენს მონიტორინგს, შეფასებს რისკებს და  იმ შემთხვევაში, თუ არსებული პორტფელის რისკის დონე, მახასიათებლები გამოვა საინვესტიციო პოლიტიკის შედეგად განსაზღვრული ლიმიტებიდან, მაშინვე შედგება შესაბამისი რეპორტინგი(ანგარიში),როგორც სამეთვალყურეო საბჭოს,ასევე საინვესტიციო საბჭოს და  დირექტორის წინაშე. ამის შემდეგ  შესაბამისი ზომები იქნება მიღებული“-განმარტავს სურგულაძე.


 

„კომერსანტის“ კითხვაზე, რატომ უნდა ანდოს მოქალაქემ საპენსიო ფონდს თავისი დანაზოგი, რა გარანტია ექნება მას, რომ ეს ფული არ დაეკარგება და წლების შემდეგ გაზრდილ თანხას მიიღებს, სურგულაძე აღნიშნავს, რომ კანონის მიმართ სკეპტიციზმი ცოტა უადგილოა. რაც შეეხება გარანტიებს,ეს არის საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი, ეს არის საქართველოს კანონი დაგროვებითი პენსიის შესახებ, ეს არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი-საპენსიო სააგენტო და ის ნორმატიული აქტები, რომელსაც საპენსიო სააგენტო გამოსცემს. შესაბამისად, ამ კანონის და  ამ აქტების შეესაბამისად, დაგროვებითი საპენსიო შენატანები საზოგადოების უპირობო საკუთრებაა, ის არ ექვემდებარება არანაირ ინკასოს, ჯარიმას. ეს არის საკუთრება, რომელიც გადაეცემა მემკვიდრეობით და  ამის გარანტიას საქართველოს სახელმწიფო იძლევა.


მისივე განმარტებით, დღეიდან საპენსიო სააგენტოს ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში ამოქმედდება. ვებ-გვერდის მისამართია:www.pensions.ge


„საპენსიო შენატანების ადმინისტრირების ელექტრონული სისტემა მხოლოდ სატესტო რეჟიმში გაეშვება. დეკემბრში მოხდება მისი ტექსტირება, ხოლო ახალი წლიდან სრულად ამუშავდება“-აცხადებს სურგულაძე.როგორც ცნობილია, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ამჟამინდელ  ვარიანტში სსიპ საპენსიო სააგენტოსთვის 3.8 მლნ ლარია გათვალისწინებული. აქედან, 2 მილიონი ლარი შრომის ანაზღაურებაზე მოდის, 3.3 მილიონი ლარი სხვა ხარჯებზე, 500 000 ლარი არაფინანსური აქტივების ზრდაზეა გამოყოფილი.


ბიუჯეტის პროექტში სააგენტოს საშტატო ნუსხა, 50 ადამიანითაა განსაზღვრული.



შეგახსენებთ, სსიპ საპენსიო სააგენტო დაგროვებითი საპენსიო სისტემის რეფორმის ფარგლებში, სსიპ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა და მის დირექტორად სექტემბერში ლევან სურგულაძე დაინიშნა.საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭომ ლევან სურგულაძე სააგენტოს ხელმძღვანელის თანამდებობაზე კანონის თანახმად, კონკურსის წესით შეარჩია.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 

 

 





დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა
access_time2020-07-14 17:14:05
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა.   აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს

ვინ ამოაყირავებს ნავთობის ფასს - ხვალ ოპეკი ნავთობმოპოვების საკითხს კვლავ განიხილავს
access_time2020-07-14 20:00:07
ერთი შეხედვით, მაის-აპრილის პანიკა ნავთობის ბაზარზე წარსულს ჩაბარდა, თუმცა, რეალობაში მდგომარეობა ისევ რთული და არასტაბილური რჩება - ერთის მხრივ, ნავთობის საშუალო ფასი უკვე 1,5 თვეა 40 დოლარის ფარგლებშია და ეს ცუდი არაა იმ პერიოდთან შედარებით, როდესაც შავი ოქრო 10 დოლარი ღირდა.   თუმცა, ასეთი ფასი არ აწყობს მსხვილ მოთამაშეებს - პირველ რიგში რუსეთს და საუდის არაბეთს, რადგანაც ის მათ უდეფიციტო ბიუჯეტის ფორმირების საშუალებას არ...

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)

როგორი იქნება ახალი საოფისე სივრცე „ვაკე პლაზა“ - (ფოტოები)
access_time2020-07-14 17:00:00
თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე N72ა-ში  მრავალფუნქციური  სივრცე  „ვაკე პლაზა“ შემოდგომაზე გაიხსნება. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩერგოლეიშვილმა განაცხადა, ახალ საოფისე სივრცეში შესაძლებელი იქნება როგორც ოფისების ქირაობა, ისე არაფორმალური შეხვედრების გამართვა.   პროექტში 20 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია...


მსგავსი სიახლეები

up