ლევან სურგულაძე:„დამსაქმებელმა დასაქმებულს საპენსიო ფონდიდან დაბრუნებული თანხა სრულად, გრაფიკის გარეშე უნდა  დაუბრუნოს“ - საპენსიო ფონდი დასაქმებულთა 13 %-მა დატოვა

ლევან სურგულაძე:„დამსაქმებელმა დასაქმებულს საპენსიო ფონდიდან დაბრუნებული თანხა სრულად, გრაფიკის გარეშე უნდა დაუბრუნოს“ - საპენსიო ფონდი დასაქმებულთა 13 %-მა დატოვა

access_time2019-07-04 11:00:12

2019 წლის დასაწყისიდან საქართველოში დაგროვებითი საპენსიო სისტემა ამოქმედდა. რეფორმის ფარგლებში პენსიის დაგროვება სავალდებულო გახდა 40 წლამდე ასაკის დასაქმებულებისთვის, ხოლო 40 წელს გადაცილებულთათვის სისტემაში ჩართვა ნებაყოფლობითია — მათ უკვე აქვთ არჩევანის უფლება - დარჩეს ან გავიდეს დაგროვებითი საპენსიო სისტემიდან. ყოველთვიურად დასაქმებულის ხელფასის 6% გადაირიცხება საპენსიო ფონდში, თუმცა მოქალაქეს მხოლოდ 2%-ის გაღება უწევს - 2-2%-ს დამსაქმებელი და სახელმწიფო რიცხავენ.


დღეს საპენსიო ფონდში დარეგისტრირებულია 828 000-ზე მეტი მოქალაქე და აკუმულირებულია 265 მილიონამდე ლარი. თუმცა, უკვე ჩაირთო მეორე ეტაპი - 40 წელს გადაცილებულ დასაქმებულებს შეუძლიათ საპენსიო სისტემას გამოეთიშინ და დაგროვილი თანხაც უკან დაიბრუნონ - გასვლაზე განცხადება 13-მა პროცენტმა უკვე დაწერა.



რეალურად, როგორ ხდება საპენსიო სისტემდან გასვლის შემდეგ თანხის დაბრუნება, რა სქემით და დღევანდელი მდგომარეობით, სააგენტომ 40 წელს გადაცილებული დასაქმებულებისთვის უკან რა რაოდენობის თანხა დააბრუნა?



„საპენსიო სააგენტოს“ ხელმძღვანელი ლევან სურგულაძე განმარტავს, რომ კანონის თანახმად, ის ადამიანები, რომლებიც 2018 წლის 6 აგვისტოს (როცა კანონი ძალაში შევიდა) უკვე იყვნენ 40 წლის, დასაქმების შემთხვევაში სისტემაში ერთვებიან ავტომატურად. ისინი 3 თვის განმავლობაში არიან სისტემაში, უგროვდებათ საპენსიო დანაზოგი, თუმცა გაწევრიანებიდან 3 თვის შემდეგ ეხსნებათ 2 თვიანი ფანჯარა, რა პერიოდშიც მათ თუ აქვთ სურვილი მიმართონ სააგენტოს და საპენსიო სისტემა დატოვონ.



„ამის შემდგომ საპენსიო სააგენტოს აქვს განცხადების დაწერიდან 60 დღიანი ვადა, რომ ყველას თავისი შენატანი დაუბრუნოს. დამსაქმებელს უბრუნდება 2+2%-ი. ჩვენ ვაბრუნებთ დამსაქმებელთან, რადგან დამსაქმებლის ბუღალტერმა გადმოგვრიცხა თანხა, შემდეგ აქედან დამსაქმებელი თავის 2%-ს თავად იტოვებს, 2%-ს ურიცხავს დასაქმებულს, თუმცა, უკვე საშემოსავლო გადასახადით დაბეგრილს,  აცხადებს სურგულაძე.


„კომერსანტის“ ინფორმაციით, თბილისის მერიაში საპენსიო ანარიცხების დაბრუნება გრაფიკის მიხედვით ხდება, რაც თანამშრომლებში ერთგვარ უკმაყოფილებას იწვევს. თბილისის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ ინფორმაციას ამოწმებენ და ოფიციალურ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებენ.


თუმცა მანამდე ამავე თემაზე განამარტება თავად „საპენსიო სააგენტოს“ ხელმძღვანელს ვთხოვეთ:


კითხვაზე, დამსაქმებელს აქვს თუ არა იმის უფლება, დასაქმებულს საპენსიო სააგენტოსგან უკან დაბრუნებული თანხა თვეებზე გადაუნაწილოს და ის ერთჯერადად არ დაუბრუნოს, სურგულაძე განმარტავს, რომ ამას კანონი არ განსაზღრავს და ეს დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის ურთიერთობის საკითხია.


„თუმცა, სამართლიანია, რომ დამსაქმებელმა დასაქმებულს საპენსიო ფონდიდან დაბრუნებული თანხა სრულად დაუბრუნოს, რადგან სააგენტომ მისი დაბრუნება სრულად მოახდინა. ჩვენგან გრაფიკით დაბრუნება არ ხდება,“ აღნიშნავს სურგულაძე.



მისი ინფორმაციით, საპენსიო სქემაში ჩართულია 53.940 ორგანიზაცია და დასაქმებულ ადამიანთა, პრაქტიკულად 100%, სულ იანვრიდან დარეგისტრირდა 828 000-ზე მეტი მოქალაქე. საპენსიო სქემიდან გასვლის უფლებით ისარგებლა დასაქმებულთა დაახლოებით 13-მა პროცენტმა. თუმცა გააუქმა სქემიდან გასვლის განცხადება და  ასობით დასაქმებულმა კვლავ განაგრძო პენსიის დაგროვება.


ამ დროისათვის, აკუმულირებულია 265 მილიონამდე ლარი, რომელსაც 3.229 მილიონ ლარზე მეტი სარგებელი დაერიცხა.



„მოქალაქეთა მომართვიანობამ საპენსიო სქემიდან გასვლასთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად იკლო და ვიმედოვნებთ, რომ ინფორმირებულობის კვალდაკვალ სქემიდან გასული დასაქმებულებიც კვლავ ჩაერთვებიან და განაგრძობენ საპენსიო დანაზოგის დაგროვებას. უკვე გვყავს პირველი პენსიონერებიც, რომლებმაც გაოთხმაგებული დანაზოგით ისარგებლეს, ძირითადად ესენი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები არიან, მათ ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ სქემიდან გასვლა და დანაზოგის სრულად დაუბეგრავად გატანა. რაც შეეხება თვითდასაქმებულთა რაოდენობას, ისინი დეკლარირებენ წელიწადში ერთხელ და სწორედ მაშინ გვეცოდინება მათი სრული სტატისტიკა,“ აცხადებს სურგულაძე.


სოფო ქსოვრელი 





ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ

ნათია თურნავა: დარჩება ქვეყნები, რომლებთანაც ალბათ სავალდებულო კარანტინს შევინარჩუნებთ
access_time2020-06-06 21:27:10
„გვექნება ძალიან გამჭვირვალე, მკაფიო კრიტერიუმები და პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან დავიწყებთ ტურისტების მიღებას, რომლებიც ამ კრიტერიუმებს უპასუხებენ“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ქრონიკაში“...

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება

იაპონია საქართველოს სამედიცინო დანადგარებით დაეხმარება
access_time2020-06-06 17:31:53
დღეს იაპონიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს აღმოუჩინოს მხარდაჭერა სამედიცინო დანადგარებით. დეტალები დაზუსტდება ორმხრივი შეთანხმების შედეგად. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი იაპონიისა და საქართველოს მთავრობებს შორის რათა დროულად მოეწეროს ხელი ორმხრივ შეთანხმებას. საქართველოს მოსახლეობა გაერთიანებულია ახალი კორონავირუსის საფრთხის წინაშე და შედეგიც შთამბეჭდავია. იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა საქართველოს აღმოუჩინოს სამედიცინო მხარდაჭერა მსოფლიოში ახალი კორონა ვირუსის...

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ

რატომაა წამლები იაფი თურქეთში, ვიდრე ჩვენთან?- ვთავაზობთ სამინისტროს, თურქეთი გავხსნათ
access_time2020-06-06 16:00:33
...

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია

ლიბერთის მობაილ ბანკით სარგებლობა უკვე მობილური ინტერნეტის გარეშეც შესაძლებელია
access_time2020-06-06 13:00:27
ლიბერთი აგრძელებს ზრუნვას სოციალური პასუხისმგებლობის...

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც

Wizz Air-ი ქუთაისიდან ფრენის მიმართულებებს ამცირებს, ცვლილებებია ავიაკომპანიის ბაზირების სხვა აეროპორტებშიც
access_time2020-06-06 13:38:15
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ფრენებს ამცირებს. საუბარია 19 მარშრუტზე, მათ შორის შარლერუას და ეინდჰოვენის მიმართულებაზე. დაბალბიუჯეტიანი გადამზიდველის ოპერირების გეგმები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ბაზირების აეროპორტებთან...


მსგავსი სიახლეები

up