ლევან სურგულაძე: უახლოეს 2 წელიწადში მილიარდ ნახევარი ლარი, ხოლო 6 წელიწადში 5 მილიარდ ლარამდე საპენსიო დანაზოგი გვექნება

ლევან სურგულაძე: უახლოეს 2 წელიწადში მილიარდ ნახევარი ლარი, ხოლო 6 წელიწადში 5 მილიარდ ლარამდე საპენსიო დანაზოგი გვექნება

access_time2019-01-25 13:30:46


"საპენსიო სააგენტომ 3 იანვრიდან იმ ნეგატივის ფონზე  დაიწყო მუშაობა, რაც საზოგადოებაში არსებობდა. თუმცა სასიამოვნო სიურპრიზი იყო  დილის 9 საათიდან დაფიქსირებული დიდი აქტივობა. ჩვენი ცხელი ხაზი გადატვირთული იყო ზარებით, მოსახლეობას აინტერესებდა არა ის, თუ როგორ გამოსულიყვნენ სქემიდან, არამედ როგორ ჩართულიყვნენ მასში,“- განაცხადა საპენსიო სააგენტოს დირექტორმა ლევან სურგულაძემ, გადაცემაში „ჩემი აუდიტორი“. 


გადაცემის წამყვანის, „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელის პაატა შურღაიას კითხვებს ლევან სურგულაძე და საფონდო ბირჟის გენერალური დირექტორი,  გიორგი ფარესიშვილი პასუხობდნენ.


"დაგროვებითი პენსია ეს არის ისტორიული რეფორმა საქართველოსთვის. მას აქვს ორი მნიშვნელოვანი  მიზანი და მოიტანს ორ მნიშვნელოვან ბენეფიტს. პირველი არის ის, რომ მან უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოსახლეობის ფინანსური კეთილდღეობა და ღირსეული სიბერე საპენსიო ასაკში. მეორეც, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში შეიქმნა მასშტაბური კაპიტალის ბაზარი, რომელიც ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას. უახლოეს 2 წელიწადში მილიარდ ნახევარ ლარს, ხოლო 6 წელიწადში 5 მილიარდ ლარამდე საპენსიო დანაზოგი გვექნება. დანაზოგი როგორც აღვნიშნე ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრის განვითარებას, ეკონომიკის ზრდის დაჩქარებას, ხელფასების ზრდას და იმ სოციალური შემწეობის ზრდას, რაც არაადეკვატურად დაბალია დღესდღეობით. შესაბამისად, რეფორმა მიმართულია იმისკენ, რომ ადამიანებმა დამატებით სოციალურ შემწეობასთან ერთად დამსახურებული პენსია მიიღონ. ეს პენსია იქნება მათი შრომის და დამსახურების ადეკვატური.


"საპენსიო სააგენტომ 3 იანვრიდან იმ ნეგატივის ფონზე  დაიწყო მუშაობა, რაც საზოგადოებაში არსებობდა. თუმცა სასიამოვნო სიურპრიზი იყო  დილის 9 საათიდან დაფიქსირებული დიდი აქტივობა. ძალიან სწრაფად დაიწყეს კომპანიებმაც გაწევრიანება. ჩვენს ელექტრონულ სისტემაში დღეისთვის გაწევრიანებულია 20 ათასამდე კერძო კომპანია. გადავწყვიტეთ, რომ  ვისაც სურვილი  და დამატებითი კითხვები აქვს 25-კაციანი ჯგუფები შევქმნათ  და ტრენინგები ჩავუტაროთ. ყოველდღიურად დღეში რამდენჯერმე ჩატარდება ეს ტრენინგები და მსურველებს გავუწევთ უფასო კონსულტაციას და ვასწავლით სისტემის გამოყენებას.


ჩვენი სქემა სხვა ქვეყნების საპენსიო ფონდებისგან იმით განსხვავდება, რომ თითოეული ადამიანი თვითონ აგროვებს ამ ფულს, სხვა ქვეყნებში 8-10%-იანი შენატანებია, ჩვენთან მხოლოდ 2%-ია. მე ვერ ვიპოვე სხვა ქვეყანა, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს დანაზოგის გაკეთებაში დამსაქმებელთან და დასაქმებულთან ერთად. ჩვენი სქემა ვფიქრობ, ოპტიმალურია და აქვს სოლიდარული კომპონენტი.



ამასთანავე, კანონით განსაზღვრულია, რომ საპენსიო დანაზოგების ინვესტირება ვერ მოხდება პროექტებში,  მხოლოდ ფასიან ქაღალდებში შეიძლება მოხდეს მისი ინვესტირება. სააგენტოში გამიჯნულია ადმინისტრაციული ხარჯები, ასევე გამიჯნულია საინვესტიციო საბჭო და მოიაზრება რისკის კონტროლის დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიც ტრანზაქციების დონეზე გააკონტროლებს საინვესტიციო პროცესს,"- განმარტავს ლევან სურგულაძე.


საპენსიო რეფორმა თანხის დაზოგვისა და ინვესტირების საუკეთესო საშუალება რომ არის, ამ მოსაზრებას გიორგი ფარესიშვილიც იზიარებს.


"თუ მაგალითად, თქვენ გაქვთ ხელფასი 1000 ლარი დარიცხული ხელზე ასაღები, ხელფასიდან გადაიხდით საპენსიო ფონდში 16 ლარს, მაგრამ საპენსიო ანგარიშზე რამდენიმე ხანში 60 ლარი ჩაგერიცხებათ. შესაბამისად, ხდება თქვენ მიერ ინვესტირებული თანხის გასამმაგდება. მე არ მახსენდება არსად მსოფლიოში მსგავსი პრეცედენტი.


მსმენია ამბობენ, რომ არის საშიშროება - სახელმწიფომ ეს ფული გაფლანგოს. ეს შეუძლებელია პრაქტიკულად. სახელმწიფოს არ აქვს კანონით ამ ფულის მართვის უფლება.


როცა რისკებზე ვსაუბრობთ, ვიცით რომ ნებისმიერი ინვესტიცია გარკვეული რისკის მატარებელია. ვერც ვნახავთ ურისკო ინვესტიციას. მსოფლიოში ყველა ქვეყანა, სადაც არსებობს გამართული საპენსიო რეფორმა, ამ რისკებით ცხოვრობს. ეს არის გრძელვადიანი ფული და შესაბამისად, არ უნდა გვეშინოდეს ბაზარზე არსებული მოკლევადიანი მერყეობების.


შეიძლება ჩანდეს, რომ ბიზნესისთვის ეს წნეხია და ხარჯები ეზრდებათ, საუბარია სახელფასო ფონდის ზრდაზე, თუმცა ამ გაცემული 2%-ით კომპანია უკან ღებულობს არაპირდაპირ ბენეფიტებს. ეს ფული, რომელიც მიემართება საპენსიო ფონდში ძალიან მალე კაპიტალის ბაზარში შემობრუნდება. რაც გამოიწვევს საპროცენტო განაკვეთის შემცირებას სესხებზე, რომლებითაც თავად ეს კომპანიები სარგებლობენ. მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ეს ხელს შეუწყობს ბიზნესში დასაქმებულთა ლოიალობის ამაღლებას," - ამბობს გიორგი ფარესიშვილი.



ნათია კეკენაძე





NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს

NASA-ს შეკვეთით შექმნილ სუნამოს კოსმოსის სუნი აქვს
access_time2020-07-02 16:00:37
ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსის კვლევის ეროვნული სააგენტოს (NASA) შეკვეთით, ქიმიკოსმა სტივ პირსმა სუნამო სახელწოდებით Eau de Space შექმნა, რომელსაც ისეთივე სუნი აქვს, როგორიც ღია კოსმოსში დგას.„კისტარტერი ეს არის მასშტაბური კომპანია, რომელმაც მიზნად დაისახა რომ კოსმოსის სუნი დედამიწაზე ჩამოიტანოს და ყოველდღიური მოხმარების სუნამოდ აქციოს - ამის შესახებ ინფორმაციას Cnn ავრცელებს. როგორც Eau De Space-  ის პროდუქტის განვითარების...

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე

ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე-მაია სიდამონიძე
access_time2020-07-02 15:00:35
“ათასობით ბიზნესი გაკოტრების პირასაა და ამაზე მეტი ადამიანი სამსახურის გარეშე,”- ამის შესახებ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე, „ვიზეარის“ მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით წერს. „კომერსანტი“  მაია სიდამონიძის ფეისბუქ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:  „ქვეყნებმა, რომლებმაც გახსნეს საზღვრები ნაკლებად ადარდებთ საკუთარი მოსახლეობის ჯანმრთელობა და...

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს

BAG-მა საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს
access_time2020-07-02 12:30:07
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ (BAG), საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ პოსტ-კოვიდ ჭრილში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის სტრატეგია და განახლებული პროგრამები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი და სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი. შეხვედრის ფარგლებში, მიხეილ ხიდურელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებს განახლებული პროგრამები გააცნო,...

პროკრედიტ ბანკმა საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა

პროკრედიტ ბანკმა  საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა
access_time2020-07-02 10:40:14
პროკრედიტ ბანკმა მორიგი ინოვაციური მწვანე პროექტი დანერგა. თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ყაზბეგის #21, ბანკის სათაო ოფისის სახურავზე 500 კვ.მ ტერიტორიაზე განთავსებულმა მზის პანელებმა ელექტროენერგიის გამომუშავება უკვე დაიწყო.  განხორციელებული მწვანე ინვესტიციის შედეგად, დაგეგმილია წლიურად 130,000კვტ.სთ. სუფთა ენერგიის გამომუშავება, რითაც ბანკი მოხმარებული სრული ენერგიის 12%-ის ალერნატიულით  ჩანაცვლებას მოახდენს.   პროექტის ფარგლებში,...

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი

წილების გარშემო 12 წლიანი დავა ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა - მაკა ასათიანი
access_time2020-07-02 10:25:38
„საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში მაკა ასათიანის და მისი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ამასთან დაკავშირებით, მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის“ წილების გარშემო მიმდინარე 12 წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა. ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა...


მსგავსი სიახლეები

up