ლევან სურგულაძე: „დღეს ეკონომიკის მასტიმულირებელი იაფი ფულის ინექციაა, რაც აშშ-მ გააკეთა, ჩვენთან კი პირიქით მოხდა“

ლევან სურგულაძე: „დღეს ეკონომიკის მასტიმულირებელი იაფი ფულის ინექციაა, რაც აშშ-მ გააკეთა, ჩვენთან კი პირიქით მოხდა“

access_time2020-03-24 17:30:11

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2020 წლის 18 მარტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 9.0 პროცენტს შეადგენს. კორონავირუსის პანდემიის და არსებული მაღალი გაურკვევლობის ფონზე, კომიტეტმა ამ ეტაპზე მიზანშეწონილად მიიჩნია საპროცენტო განაკვეთის უცვლელად დატოვება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნება.


საქართველოს პარალელურად აშშ-ს ცენტრალურმა ბანკმა რიგგარეშე სხდომაზე მონეტარულ პოლიტიკის განაკვეთი თითქმის ნულამდე - 0- 0,25%-მდე შეამცირა. სარეზერვო სისტემის ნაბიჯები ახალი კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ეკონომიკური ზიანის შემცირებას ისახავს მიზნად, რაც მანამდე შენარჩუნდება, სანამ ორგანიზაციაში არ დარწმუნდებიან, რომ ეკონომიკა გაუმკლავდა ბოლო მოვლენების უარყოფით გავლენას და იარსებებს სრული დასაქმებისა და ფასების სტაბილურობის წინაპირობა.


რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს.კაპიტალის ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოშიც მოხდებოდა რეფინანსირების განაკვეთის შემცირება, გამოთავისუფლებული ფულით მხოლოდ დოლარის შესყიდვა მოხერხდებოდა, რაც დიდი ალბათობით ლარის მდგომარეობას უფრო გააუარესებდა, ამიტომ მისი 9%-იან ნიშნულზე დატოვება კარგი გადაწყვეტილებაა.


„ეროვნულმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი რომ შეამციროს, ამ შემთხვევაში ბანკების მხრიდან უფრო მეტი მოთხოვნა იქნება, მაგრამ ეს ფული რეალურად ეკონომიკაში ვერ წავა. მაშინ როდესაც ბიზნესი არ ვითარდება და ეკონომიკის ეს რეალური სექტორი კრიზისულ მდგომარეობაშია, პრაქტიკულად სესხების პორტფელს ბანკები ვერ გაზრდიან, რადგან სესხებზე მოთხოვნა არ იქნება, სამომხმარებლო დაკრედიტებაც საკმაოდ ჩავარდნილია, მას შემდეგ რაც სებ-მა  რეგულაციები გაამკაცრა. ეს გამოთავისუფლებული ფული კი შეიძლება მხოლოდ სავალუტო ბაზარზე მიიმართოს და დოლარის შესყიდვა მოხდეს, რაც დიდი ალბათობით ლარის მდგომარეობას უფრო გააუარესებს. ვთვლი, რომ ამ შემთხვევაში ეს სებ-ის კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან ის რამაც შესაძლოა აშშ-ში კარგად იმუშაოს, ამ შემთხვევაში საპროცენტო განაკვეთების შემცირებას ვგულისხმობ, ჩვენთან უკუეფექტს გამოიწვევს. რეფინანსირების განაკვეთის დატოვება 9%-ზე მაინც კარგი გადაწყვეტილებაა, რადგან მისი მცირედი ცვლილება დიდ შედეგს ვერ მოგვცემდა“, - განმარტავს ვახტანგ ხომიზურაშვილი.



განსხვავებული მოსაზრება აქვს საპენსიო სააგენტოს ყოფილ დირექტორს ლევან სურგულაძეს, რომელიც „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ ამერიკის მსგავსად საქართველოშიც უნდა მომხარიყო რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრი შემცირება.


„ამ პირობებში, როდესაც ეკონომიკური რეცესიის ანუ შენელების დიდი საფრთხე არსებობს, ეს უნდა იყოს განმსაზღვრელი ფაქტორი და არა ვთქვათ გაცვლით კურსზე ორიენტირება. შესაბამისად, ამ დროს ფულს აიაფებენ, კი არ აძვირებენ. მაგალითად მოვიყვან ამერიკას, სადაც პრაქტიკულად ნოლზე დაიყვანეს საპროცენტო განაკვეთების ნიშნული და ჩვენს ეროვნულ ბანკსაც დიდი ნაბიჯებით უნდა დაეწყო ამის გაკეთება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი არის გაძვირებული ფული, რომელიც საკმაოდ მაღალპროცენტიანია. როდესაც ეკონომიკას ასე უჭირს სხვადასხვა გარემოებების გამო, ამ დროს მისთვის მასტიმულირებელი იაფი ფულის ინექციაა, შესაბამისად სებ-მა უნდა დაწიოს განაკვეთი რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დიდი ნახტომებით, რაც ქვეყანაში შესაბამისად უფრო იაფი ფულის გარემოს შექმნის“,- განმარტავს ლევანს სურგულაძე.


შეგახსენებთ, რომ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 29 აპრილს ჩატარდება. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ვითარება საკმაოდ სწრაფად იცვლება, საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტი რიგგარეშე სხდომის ჩატარების შესაძლებლობასაც განიხილავს.


ნინო თამაზაშვილი






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up