ლევან სურგულაძე: „ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, იმისათვის რომ საპენსიო დანაზოგების არსებობით კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელი შევუწყოთ“

ლევან სურგულაძე: „ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, იმისათვის რომ საპენსიო დანაზოგების არსებობით კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელი შევუწყოთ“

access_time2020-03-02 10:45:10

საპენსიო სააგენტოს უფლებამოსილება ექნება, საპენსიო აქტივების ინვესტირება განახორციელოს სპეციალიზებული დეპოზიტარის, მასთან აფილირებული პირის მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, ან ქონებაში საერთო წესების საფუძველზე. შესაბამისი ცვლილებები „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა. აღნიშნული ცვლილებების ინიცირება პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მოხდება.


საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი ლევან სურგულაძე მიიჩნევს, რომ  სპეციალური დეპოზიტარის მოძებნა ვისაც ინტერესთა კონფლიქტი არ ექნებოდა ძალიან რთული იყო, ამიტომ ეს პრობლემა დიდი ხნის განმავლობაში არსებობდა და გამოსასწორებელია.


„ამ პრობლემაზე ჩვენც ვფიქრობდით თავის დროზე, იმიტომ რომ კანონში ისე იყო გაწერილი, ძალიან რთული იყო სპეციალური დეპოზიტარის მოძებნა ვისაც ინტერესთა კონფლიქტი არ ექნებოდა. სულ 3 ვარიანტია, ეს არის საქართველოს ცენტრალური დეპოზიტარი, რომელსაც შეიძლება სპეციალური სტატუსი მიეცეს, მაგრამ ამ დეპოზიტორთან წილში არიან ბანკები, მათ შორის „საქართველოს ბანკი“ და როგორც ვიცი „თიბისი“ ბანკიც, შესაბამისად არსებული კანონის თანახმად აქაც ინტერესთა კონფლიქტი წარმოიშვებოდა. თუ მხოლოდ „საქართველოს ბანკი“ იქნებოდა, ესეც ინტერესთა კონფლიქტს გამოიწვევდა, ამიტომ ასეთი ჩაკეტილი და გამოუვალი სიტუაცია იყო. ეს აუცილებლად გამოსასწორებელია, მანამდე სპეციალური დეპოზიტარი ვერ გვეყოლებოდა თუ ვიღაც უცხოელს არ ავიყვანდით. შესაბამისად ალბათ ეს გააკეთეს, მე დაწვრილებით არ გავცნობილვარ ამ ცვლილებას, მაგრამ ეს პრობლემა არსებობდა და გადასაწყვეტი იყო“, - განმარტა ლევან სურგულაძემ.


გარდა ამისა, საპენსიო სააგენტოს ყოფილი დირექტორი მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მცირედია იმ პრობლემებიდან, რისი გადაჭრაც სააგენტომ უნდა შეძლოს,. მაგალითად, ემიტენტი თუ გამოუშვებს ემისიას, მან 90%-ის მყიდველი სადღაც უნდა იშოვოს, რადგან საპენსიო ფონდს მთელი ემისიის მხოლოდ 10%-ის ყიდვა შეუძლია, შესაბამისად ასეთი კომპანიებისთვის  მოტივაცია, რომ ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელონ, საინტერესო აღარ არის.



„გარდა ამისა ძალიან ბევრი პრობლემაა გადასაჭრელი, იმისათვის რომ საპენსიო დანაზოგების არსებობით კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელი შევუწყოთ.  პირველ რიგში საპენსიო ფონდს შეუძლია მხოლოდ ერთი ემიტენტის მიერ გამოშვებული ემისიის 10-15%  შეიძინოს, ამდენია ლიმიტი. ეს ცოტა პრობლემატურია და კაპიტალის ბაზრის განვითარებასაც ხელს უშლის, რადგან ემიტენტი თუ გამოუშვებს ემისიას, მან 90%-ის მყიდველი სადღაც უნდა იშოვოს, რადგან საპენსიო ფონდს მთელი ემისიის მხოლოდ 10%-ის ყიდვა შეუძლია, დანარჩენის მყიდველი ბაზარზე არც ისე ადვილი მოსაძებნია. შესაბამისად ასეთი კომპანიებისთვის  მოტივაცია, რომ ფასიანი ქაღალდების ემისია განახორციელონ, იმიტომ რომ არსებობს საპენსიო დანაზოგები, საინტერესო აღარ არის, არადა ერთ-ერთი მიზანი ის იყო რომ საპენსიო დანაზოგების არსებობით ხელი შეგვეწყო კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის და კომპანიებს ჰქონოდათ სტიმული გამოეშვათ ფასიანი ქაღალდები. ახლა აღარ გექნება სტიმული და ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. გარდა ამისა, არის თემები რისკის შესახებაც, ასეთი მუხლი კანონშია ჩაწერილი, რომ პრაქტიკულად ვერ შეადგენთ თქვენ საინვესტიციო პორტფელს, რომ კანონი არ დაარღვიოთ, ესეც გასასწორებელია და კიდევ  უამრავი მსგავსი პრობლემაა“, - განმარტავს ლევან სურგულაძე.


აღსანიშნავია, რომ კანონის მოქმედი რედაქციით, საპენსიო სააგენტო საპენსიო სქემის სახელით ვერ შეიძენს ობლიგაციებს ან აქციებს, თუკი ამ ობლიგაციების ან აქციების ემიტენტი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია. აგრეთვე, საპენსიო სააგენტო ვერ შეიძენს ფასიან ქაღალდებს ვერც იმ შემთხვევაში, როდესაც მათი მფლობელი სპეციალიზებული დეპოზიტარი ან მასთან აფილირებული პირია, იმის მიუხედავად, თუ ვინ არის აღნიშნული ფასიანი ქაღალდების ემიტენტი. საქართველოს მთავრობის განმარტებით, კანონპროექტის საფუძველზე სწორედ აღნიშნული აკრძალვები გაუქმდება.


ნინო თამაზაშვილი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up