ლევან სილაგავა - ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო და ლარის კურსი

ლევან სილაგავა - ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო და ლარის კურსი

access_time2019-10-09 19:00:00

ყველა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი გარემო და ლარის კურსი, – ამის შესახებ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან სილაგავამ დღეს, საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ბიზნესპარტნიორის“ ეთერში განაცხადა.


გადაცემაში ბიზნესგარემოს ყველაზე აქტუალური გამოწვევები და ხელისუფლებასთან კომუნიკაციის საკითხი განიხილეს, გამომდინარე იქიდან, რომ ახალი პრემიერი ბიზნესს მთავრობასთან ღია და გულისხმიერ დიალოგს ჰპირდება.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეიდან ბიზნესთან სექტორული შეხვედრები დაიწყო. გასულ კვირას კი, პრემიერმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, სხვადასხვა დარგის წარმომადგენელ ბიზნესასოციაციებს შეხვდნენ. პრემიერის დავალებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს უკვე მიმდინარე კვირაში მიიღებს.


საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე პირველ რიგში პროგნოზირებადი ბიზნესგარემოსა და ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობის თემების განხილვას აპირებს. მისი აზრით, ამ ორი მთავრი ფაქტორის გარეშე ეკონომიკის სწრაფი ზრდა რთული იქნება.




„ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში პროგნოზირებადი გარემო იყოს. ყველა – წარმოება იქნება ეს თუ ინვესტიცია, ყველა პროგნოზირებად გარემოს ელოდება. როდესაც ქვეყანაში ინვესტიცია მოდის ან წარმოება რაღაცას გეგმავს, მისთვის აუცილებელია იცოდეს, მისი პროდუქცია როგორ შეიძლება განვითარდეს ბაზარზე გრძელვადიან პერიოდში. შესაბამისად, დგას ლარის კურსის თემა, რომლის სიმყარე აუცილებელია. ეს ორი გამოწვევა ყველას ეხება. ასევე, როდესაც კანონების მიღება ხდება, საჭიროა ბიზნესთან კონსულტაცია“, – განაცხადა სილაგავამ.


მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტი მთავრობისაგან სახელმწიფო ტენდერების მეშვეობით ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერასაც ითხოვს, როგორც ეს განვითარებულ დასავლურ ქვეყნებში ხდება.


„ბიუჯეტიდან სახელმწიფო შესყიდვებზე ხუთი მილირდი ლარია გამოყოფილი, რაც საკმაოდ სერიოზული თანხაა. თუკი ტურიზმიდან სამი მილიარდი გვინდა შემოვიდეს, ამ დროს აგერ, დევს სახელმწიფო ტენდერებისთვის გამოყოფილი ხუთი მილიარდი ლარი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტის თითქმის ერთი მესამედია და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს იხარჯებოდეს ადგილობრივ წარმოებაში ოღონდ კონკურენტულ გარემოში, ისეთ პროდუქციაში, რომელიც კონკურენტული იქნება უცხოელთან მიმართებაში. როდესაც ბატონი პრემიერი ეკონომიკის მინისტრი იყო, მაშინ სახელმწიფო ტენდერებში ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობის იდეა პროექტად იდო და თითქმის გასული იყო. მერე რატომღაც შეჩერდა. ოღონდ, ეს ისე არ გავიგოთ, რომ ეს სასათბურე პირობებს გულისხმობდა. ეს იყო სრულიად აპრობირებული ევროპული მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ყველა ქვეყანა ცდილობს, რომ საკუთარ ტენდერებში საკუთარ სახელმწიფოში ადგილობრივი წარმოება განავითაროს. შესაბამისად, მისგან მიღებული შემოსავლით სამუშაო ადგილები შექმნას და ბიუჯეტში შენატანებით ვალუტა გაამყაროს. ამ შემთხვევაში, იმპორტიორები, ვისაც დღეს რაღაც პროდუქცია შემოაქვთ, შეიძლება დაფიქრდნენ, ხომ არ აწარმოონ იგივე პროდუქცია ადგილზე“, – განაცხადა სილაგავამ.


მისი ინფორმაციით, პრობლემებს ქმნის კომუნიკაციის პრობლემა თავად აღმასრულებელი ხელისუფლების შტოებს შორის.


„არის ასევე მთავრობასთან კომუნიკაციის თემა. როდესაც გადაწყვეტილების მიღების დროს მაგალითად ეკონომიკური ბლოკის სხვადასხვა სამინისტროები – ეკონომიკის, ფინანსთა თუ სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რაღაც საკითხებს სხვადასხვანაირად უყურებენ. ამ დროს ერთი ფანჯრის პრინციპი კი არ მოქმედებს, ბიზნესს სხვადასხვა სამინისტროში სიარული უხდება, რომ თავის პროექტზე თუ რაღაცა შეხედულებაზე პასუხი მიიღოს“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.


1tv.ge




„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“

„პროდუქციის გაიაფებაზე არც ვილაპარაკოთ და არც ვიოცნებოთ“
access_time2019-12-12 15:00:44
„თებერვლის ბოლოს თუ იქნება ის მოცემულობა, რომ  ლარის კურსი  2.70-ის მიდამოებში იქნება,მაშინ შეიძლება ფასები გადაიხედოს“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ თავმჯდომარე ივა ჭყონიამ განუცხადა. როგორც  ჭყონია განმარტავს,კომპანიებს გარკვეული მარაგები აქვთ, რომელიც  ნაყიდი საკმაოდ მაღალ კურსზეა, შესაბამისად,...

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი

საქართველოს რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების ზრდის რისკი
access_time2019-12-12 14:01:05
ბუნებრივია, რომ საქართველოს ეკონომიკის განვითარების პარალელურად ელექტროენერგიის მოხმარებაც მზარდია. აღსანიშნავია, რომ ბოლო ხუთ წელიწადში ელექტროენერგიაზე მოთხოვნის 1.4-ჯერ ზრდის მიუხედავად, საქართველოში ერთ სულზე ელექტროენერგიის მოხმარება ორჯერ ნაკლებია ევროპისა და დასავლეთ აზიის ქვეყნების საშუალო მოხმარებასთან შედარებით. ეს ის ქვეყნებია, სადაც ენერგოეფექტიანობა მთავარი სამიზნეა, თუმცა განვითარების მაღალი დონე უფრო მაღალ ენერგომოხმარებასაც ნიშნავს. ცხადია, ენერგოეფექტიანობის...

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება

„კომერსანტის“ სპეციალური განცხადება
access_time2019-12-12 12:53:33
მედიაჰოლდინგი „კომერსანტი“ დღეს საკანონმდებლო ორგანოში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამს. საქმე ეხება იურიდიული კომიტეტის სხდომას, სადაც უზენაესი სასამართლოს კანდიდატების დამტკიცების განხილვისას ჟურნალისტების ნაწილს მანდატურებმა დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. ეს მაშინ, როცა პარლამენტში მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხის-მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის პროცესი მიმდინარეობს. ვთვლით, რომ საკითხი მოითხოვს როგორც...

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8650 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-12 12:21:39
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 12:30 საათისთვის ლარი 2,8650  ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 11  დეკემბრის დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8896 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2028  ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს

TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო  შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს
access_time2019-12-12 09:05:03
TANAP-ის სრულად ამოქმედების შემდეგ საქართველო შეღავათიანი ფასით ყოველწლიურად 1,1 მლრდ კუბურ მეტრამდე გაზი მიიღებს       საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი: საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული სამხრეთ კავკასიური (ბაქო-თბილისი-ერზრუმის) მილსადენი, TANAP-თან  ერთად უზრუნველყოფს კასპიის საბადოების გაზის მიწოდებას თურქეთისა და ევროპის...


მსგავსი სიახლეები

up