ლევან სილაგავა: “ყაზახური ხორბლით მთლიანად ვერ ჩავანაცვლებთ რუსულ იმპორტს “

ლევან სილაგავა: “ყაზახური ხორბლით მთლიანად ვერ ჩავანაცვლებთ რუსულ იმპორტს “

access_time2019-08-10 10:00:21


„ბოლო 2 კვირის განმავლობაში ფქვილი 1 ლარიდან 2 ლარამდე გაძვირდა. თუ გავიხსენებთ 2018 წლის დეკემბრის თვეს, ფქვილი 11 ლარით გაძვირდა, რაც აისახა პურის ფასზეც, რომელიც 10 თეთრით ძვირი იყო. მას შემდეგ ფქვილის ფასი ჩამოვიდა 46-47 ლარზე და ახლა ისევ აიწია 1-2 ლარით. დღევანდელი საშუალო ფასი არის 49-51 ლარის ფარგლებში. ეს არის ის ფასი, რომელიც იყო 2018 წლის დეკემბერში, როცა გაძვირდა პური. უნდა ითქვას, რომ ამ დროისთვის დრამატულად ფასის გაძვირებაზე არ არის ლაპარაკი“, - განაცხადა რადიო „კომერსანტთან“„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ. 


მისი განცხადებით, ხორბლის ფასთან დაკავშირებით მსოფლიო ბაზარზე შეიმჩნევა სტაბილურობის ტენდენციები.


„ სამწუხაროდ, ჩვენ ვართ არამარტო მსოფლიო ბაზრის ტენდენციებზე დამოკიდებული, არამედ ვალუტის კურსზეც.  საქართველოს აქვს 90% იმპორტირებული ხორბალი და შესაბამისად, ვალუტის ყოველი გაუფასურება  ნედლეულის გაძვირებას იწვევს.  ვალუტის კურსია ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებს ხორბლის ფასზე და ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე,“ - ამბობს სილაგავა.  


„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი პრობლემად მიიჩნევს იმასა, რომ ლარის კურსის მერყეობის გამო ქართველმა ფერმერებმა შეაჩერეს ხორბლის გაყიდვა.



„ფერმერები ხედავენ ეროვნულ ვალუტასთან დაკავშირებულ პროცესებს და ფასების მატებას, ამიტომ უნდათ, რომ თავადაც ძვირად გაყიდონ ხორბალი. საკმაოდ რთული სიტუაცია შეიქმნა, თუმცა გვაქვს მარაგები და სტაბილიზაციის პერიოდი გვექნება ერთი თვე ან ცოტა მეტი. იმედია, ვალუტის კურსი დასტაბილურდება,  წონასწორობის ნიშნულს ეძებს და უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირდება ნიშნული. შესაბამისად, სწორედ ამის შემდეგ დაიგეგმება გრძელვადიან პერსპექტივაში ფასები, როგორც ხორბლის, ისე ფქვილის“.


როგორც სილაგავამ რადიო „კომერსანთან“ საუბარში აღნიშნა ხორბლის ქართველ იმპორტიორებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა ყაზახური ბაზრიდან ხორბლის შემოტანაზე.


„დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია ყველა პროდუქტზე, განსაკუთრებით ხორბალზე, იმიტომ, რომ ფქვილი არის სტრატეგიული პროდუქტი. ჩვენ გვაქვს სურვილი, ყაზახეთიდან შემოვიტანოთ ხორბლის გარკვეული რაოდენობა, ამისთვის მთავრობამ უნდა მიიღოს დადგენილება და გამოყოს თანხა. საორიენტაციოდ, დაგეგმილი გვაქვს 320 ათასი ტონის შემოტანა. გარკვეული თანხა უნდა იყოს გამოყენებული სატრანსპორტო მდგენელისთვის, თუმცა ეს ყველაფერი სექტემბრისთვის განხორციელდება, მაშინ როცა ყაზახეთში ხორბლის მოსავალი მოდის. ამის შემდეგ გვეცოდინება ფასი და იქნება თუ არა ის კონკურენტუნარიანი თავისი სატრანსპორტო მდგენელით საქართველოს ბაზარზე.“


როგორც ცნობილია, ჩინეთ-ამერიკის სავაჭრო ომის გამო  ჩინეთმა უარი თქვა აშშ-ს სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვაზე, რის გამოც ყაზახურ  ხორბალს პერსპექტივა გაუჩნდა ჩინურ ბაზარზე, ამიტომ ასოციაციის თავმჯდომარე თვლის, რომ მეტი კომუნიკაცია და აქტივობაა საჭირო არამხოლოდ ყაზახეთთან, არამედ უკრაინასთან და რუმინეთთან.


„ დივერსიფიკაციის პროცესი მნიშვნელოვანია, არამხოლოდ ქვეყნების, ასევე სატრანსპორტო მდგენელების მიხედვით, როგორიცაა რკინიგზა, ზღვა, სამანქანო გზა. 

ყაზახური ხორბლით მთლიანად ვერ ჩავანაცვლებთ რუსულ ხორბალს, იქიდან გამომდინარე, რომ ყაზახურს ახასიათებს მინისებურობა, რაც გულისხმობს იმას, რომ ცალკე დაფქვისას იგი პრობლემას უქმნის მანქანა- დანადგარებს. ამიტომ, იგი უნდა დაიფქვას, როგორც რუსულ, ისე ქართულ ხორბალთან ერთად. შესაბამისად, 40/60-ზე გვაქვს განაწილება დაფქვის დროს და როდესაც საორიენტაციო რაოდენობაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ პროცენტულობის მიხედვით განვსაზღვრავთ მას. ამდენად, ეს 40%-ით ჩანაცვლებაც მნიშვნელოვანია. ბაზრების დივერსიფიკაცია აუცილებელია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია გვქონდეს ჩვენი ხორბალი, რომ უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ თავი. მცირე მიწიანი ქვეყანა ვართ და სამწუხაროდ, ვერ გამოვყოფთ დიდი რაოდენობის მიწებს  ხორბლისთვის. დაახლოებით, 100 ათასი ჰექტარზე გვაქვს დათესილი ხორბალი და მოსავლიანობა 1 ჰექტარზე 2 ტონაა. უნდა ავიყვანოთ საშუალო სტატისტიკურ ევროპულ დონეზე ანუ 5 ტონაზე, ამას ცოდნა და ტექნოლოგიები სჭირდება და ჩვენ სწორედ ამ მიმართულებით მივდივართ,“ - აცხადებს ლევან სილაგავა.


რადიო კომერსანტი

ნათია კეკენაძე






NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა

NDI- საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი პრობლემები უმუშევრობა, სიღარიბე, ფასების ზრდა და ლარის გაუფასურებაა
access_time2021-01-25 13:26:18
NDI-ის უახლესი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა (59%) საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს.   კვლევის თანახმად, რომელიც 2020 წლის 17-24 დეკემბრის პერიოდს მოიცავს, ქვეყნის ეკონომიკის წინაშე მდგარ სხვა პრობლემებს შორის დასახელებულია: ფასების ზრდა (45%); სიღარიბე (28%); ლარის გაუფასურება (27%); პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვები (14%); დაბალი ხელფასები (11%) და საზღვრების ჩაკეტვა (6%).   ამასთან,...

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group

ხელისუფლება ჭორებს ავრცელებს, თითქოს სექტორთან კომუნიკაცია აქვს - INN Group
access_time2021-01-25 13:00:03
ჭორებს ავრცელებენ თითქოს სექტორთან გარკვეული კომუნიკაცია არის, - Inn Group -ის  დირექტორმა ერეკლე კოკაიამ  უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოს მხრიდან ბიზნესის იგნორირებაზე  რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა. მან აღნიშნა, რომ  კერძო სექტორს სურს მთავრობის დახმარება, თუმცა საკონსულტაციო შეხვედრაზე არ მოდინ. ყოველ დღე ვწერთ თუმცა  არ რეაგირებენ, — ეს ერეკლე კოკაიას ალოგიკურად ეჩვენება. ფრენების დაშვება, სახმელეო  საზღვრების დაკეტვით და აინტერესებს...

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის შეზღუდვა სამთო კურორტებზე

კარგი იქნებოდა, რომ ჩვენთვის აეხსნათ, თუ რატომ არის  შეზღუდვა  სამთო კურორტებზე
access_time2021-01-25 11:00:07
კარგი იქნებოდა, რომ  ჩვენთვის აეხსნათ თუ რატომ არის  შეზღუდვა  ბაკურიანზე  და  ზოგადად  სამთო კურორტებზე , როდესაც  სხვა  კურორტებზე ძალიან ბევრი  ხალხია და ფაქტობრივად ამ ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი მაინც აქვთ. ვერ  ვხვდები პანდემიის  გავრცელების პრევენციის  კუთხით სამთო კურორტებოის დაკეტვა რას შველის. -  ამის შესახებ "კომერსანტს" დაბა ბაკურიანში მდებარე სასტუმრო  კრისტალის დირექტორმა ქეთევან...

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248 ტესტი ჩატარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 546 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 11 248  ტესტი ჩატარდა
access_time2021-01-24 10:57:00
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 11 248 კვლევა ტესტით, მათ შორის 4 979 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 269 PCR...

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს

საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს მიმართავს
access_time2021-01-24 09:30:35
საქართველოს რადიომაუწყებლების გაერთიანება პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას მიმართავს. მიმართავაში ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს შპს „საქართველოს ტელე-რადიო ცენტრის“ სატარიფო...


მსგავსი სიახლეები

up