ლევან სილაგავა: „ყაზახეთისგან ხორბლის იმპორტში პირდაპირი პოლიტიკური რისკები არ არსებობს - გვჭირდება ბაზრების დივერსიფიცირება“

ლევან სილაგავა: „ყაზახეთისგან ხორბლის იმპორტში პირდაპირი პოლიტიკური რისკები არ არსებობს - გვჭირდება ბაზრების დივერსიფიცირება“

access_time2019-07-15 11:00:12

„ყაზახეთისგან ხორბლის იმპორტში პირდაპირი პოლიტიკური რისკები არ არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთი რუსეთთან ერთად საბაჟო კავშირის წევრია“–ამის შესახებ „საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „კომერსანტის“ კითხვის, საპასუხოდ განუცხადა.


მისი განცხადებით, ყაზახეთი მაინც დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს. შესაბამისდ, რუსეთი მას ვერ აუკრძალავას საქართველოსთვის ხორბლის იმპორტს.


„ეს დიდი საერთაშორისო სკანდალის თემა იქნება. თუმცა, თვითონ ყაზახეთის გზა, როცა საქართველოში მოდის ხორბალი, მაინც რუსეთზე გადის. არის კიდევ ორი გზა–კასპიის ზღვის და ყაზახური პორტები,“–აღნიშნავს სილაგავა.



მისი ინფორმაციით, დღეს იმპორტირებული ხორბლის 90% რუსეთიდან შემოგვაქვს. ეს კი ძალიან სერიოზული დამოკიდებულებაა რუსეთზე და გვჭირდება ბაზრების დივერსიფიცირება. თუმცა, ფასი ისეთი უნდა იყოს, რომ ეს კერძო სექტორს უღირდეს. ახლა მიდის მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ ყაზახურმა მხარემ ხორბლის ექსპორტის ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდირება მოახდინოს, შესაბამისად, საქართველომ პროდუქცია მისაღებ,კონკურენტუნარიან ფასად იყიდოს.


„ყაზახეთში ხორბლის აღება სექტემბრის თვეში იწყება, შესაბამისად, ამ წუთისთვის ყაზახეთიდან მცირე პარტია ისედაც შემოდის, სერიოზულ პარტიებს ველოდებით სექტებრის თვიდან. თუ მოსავალი კარგი იქნება, უფრო ბევრი წამოვა. ახლა მიდის მუშაობა მექანიზმზე. ჩვენ ყაზახურ მახარეს დღეს უკვე გავუგზავნეთ ის საორიენტაციო რაოდენობა, რომელიც შეიძლება ყაზახეთის მხრიდან წამოვიღოთ. საუბრია, დაახლოებით 200 000 ტონაზე. ეს დამოკიდებულია ფასზე,“–აცხადებს სილაგავა.




მისი განმარტებით, ქვეყანა წლიურად დაახლოებით 600 000 ტონა ხორბალს მოიხმარს. ყაზახეთიდან იმპორტირებული კი მთლიანი მოხმარების დაახლოებით 25%–ი იქნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაახლოებით 10%–ი იანგარიშება ქართული ხორბლის მოსავალი, რუსეთზე დამოკიდებულება 30–35%–ით შემცირდება.



კითხვაზე, თუ მიდის მოლაპარაკებები და მუშაობა იმაზე, რომ რუსეთის ბაზარი სრულად ჩანაცვლდეს, სილაგავა განმარტავს, რომ რეგიონალიურად, ჩვენი მეზობლებია რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. უკრაინასთან მიდის მოლაპარაკებები, თუმცა, მათ სტრატეგია აქვთ ისეთი, რომ ნულოვანი დაბეგვრით ხორბალი ევროკავშირის ქვეყნებში შეაქვთ. შესაბამისად, ჩვენი პერსპექტივაა რუმინეთი და უნგრეთი.



მისივე განმარტებით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივი მოსავალი იყოს იმ რაოდენობის, რომ იმპორტი აღარ გახდეს საჭირო. როგორც სილაგავა განმარტავს, რუსეთიდან 1 ტონა ხორბლის ფასი 205–210 დოლარის ფარგლებში მერყეობს.



შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ყაზახეთის ხორბლის ექსპორტიორი მსხვილი სახელმწიფო კორპორაციის „პროდკორპორაციის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარეს რინატ აკბერდინსა და მმართველ დირექტორს ნურბეკ დაიბეკოვს შეხვდა.შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტის განხორციელების საკითხი.



სოფო ქსოვრელი 




დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up