ლევან სილაგავა - ქვეყანამ თავი დაცულად რომ იგრძნოს, პირველ რიგში, ხორბლის ადგილობრივი წარმოება საერთო მოხმარების 30 პროცენტამდე მაინც უნდა გაზარდოს,

ლევან სილაგავა - ქვეყანამ თავი დაცულად რომ იგრძნოს, პირველ რიგში, ხორბლის ადგილობრივი წარმოება საერთო მოხმარების 30 პროცენტამდე მაინც უნდა გაზარდოს,

access_time2019-06-14 19:45:02

სასურსათო უსაფრთხოების კუთხით ქვეყანამ თავი დაცულად რომ იგრძნოს, პირველ რიგში, ხორბლის ადგილობრივი წარმოება საერთო მოხმარების 30 პროცენტამდე მაინც უნდა გაზარდოს, – ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

 

 

სილაგავა მიიჩნევს, რომ წარმოების გაზრდასთან ერთად, აუცილებელია ხორბლის რეგლამენტის შემუშავებაც, რაც დღეის მდგომარეობით ქვეყანას არ აქვს.

 

„ხორბლის ბაზარზე დღესდღეობით სტაბილური მდგომარეობაა. სამწუხაროდ, იმპორტზე ვართ დამოკიდებული. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს დივერსიფიკაცია. ბოლო სამი წლის განმავლობაში იმპორტი ძირითადად რუსეთიდან შემოდის. ხორბლის ადგილობრივი წარმოება არის, თუმცა მცირე. პირველი, რაც სასურსათო უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია, არის ის, რომ იყოს ადგილობრივი წარმოება. ჩვენ ვართ მცირემიწიანი ქვეყანა, თუმცა არსებობს ტექნოლოგიები და ცოდნა, რაც დაგვეხმარება ადგილობრივი წარმოების გაზრდაში. ბოლო წლებში დაახლოებით 100 ათას ჰექტარზეა დათესილი ხორბალი, თუმცა ჰექტარზე საშუალოდ ორ ტონა მოსავალს ვიღებთ, რაც უნდა ავიყვანოთ მსოფლიოში არსებულ საშუალო მაჩვენებელზე, რომელიც ჰექტარზე 4-5 ტონას შეადგენს. ამ შემთხვევაში, ხორბლის მოხმარებაში გვექნება ადგილობრივი წარმოების საკმარისი ოდენობა, დაახლოებით მოხმარების 30 პროცენტი. ეს საშუალებას მოგვცემს, თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ და გარდამავალი მარაგების მხრივ ადგილობრივ წარმოებაზე ვიყოთ დამოკიდებული. ეს არის უპირველესი ამოცანა და ეტაპობრივად კეთდება“, – განმარტა სილაგავამ.

 


ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის მოსაზრებით, მეორე რიგის ამოცანაა ხორბლის იმპორტის დივერსიფიკაცია, რისი მიმართულებითაც ნაბიჯებს დგამს როგორც კერძო სექტორი, ისე მთავრობა.

 

„კერძო სექტორს მუდმივად პულსზე გვიჭირავს ხელი, თვალყურს ვადევნებთ, რომელ ქვეყანაში რა ფასებია. რაც შეეხება მთავრობას, ბოლო ინიციატივა იყო ყაზახეთის მიმართულებით გააქტიურება. ყაზახეთიდან ხორბლის იმპორტზე სატარიფო მდგენელი ტრასპორტირების ხარჯში არის 100 დოლარი. ეს ნიშნული დაახლოებით 20-25 დოლარით შემცირდება იმ ფაქტორიდან გამომდინარე, რომ ყაზახეთის მთავრობამ საქართველოსკენ მომავალი ხორბლის სუბსიდირება თავის თავზე აიღო“, – განაცხადა სილაგავამ.

 

ლევან სილაგავას განმარტებით, ქვეყნაში ხორბლის ხარისხზე ტექნიკური რეგლამენტი არ არსებობს, ამიტომ წისქვილკომბინატები იმპორტირებული ხორბლის დაფქვის დროს ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტს იყენებენ. თუმცა, მისი აზრით აუცილებელია, ხორბლის იმპორტი ადგილობრივი სტანდარტების მიხედვით განხორციელდეს.

 

„ზოგადად, ხარისხის მიმართულებით ჩვენი პოლიტიკა ასეთია: როცა წიქსვილკობინატები რუსულ, ყაზახურ თუ სხვა ქვეყნიდან შემოტანილ ხორბალს ამუშავებენ და ფქვილად გარდაქმნიან, ამისთვის ფქვილის ტექნიკურ რეგლამენტს იყენებენ. დღესდღეობით, ქვეყანაში ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არ არსებობს. ხორბლის ტექნიკური რეგლამენტი არ არის მიბმული მხოლოდ ხორბლის ხარისხობრივ მაჩვენებლებთან, ის ითვალისწინებს როგორც ხარისხის, ასევე ტრანსპორტირების და ბაზარზე განთავსების მონაცემებს. შესაბამისად, რუსეთიდან, ყაზახეთიდან თუ სხვა ქვეყნებიდან წამოსული ხორბალი აუცილებელია, შემოვიდეს იმ სტანდარტით, რომელიც ადგილობრივ ქვეყანას აქვს“, – განმარტა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ.

 

წყარო: პრიველი არხი





დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up