ლევან სილაგავა - პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი

ლევან სილაგავა - პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი

access_time2021-12-03 20:00:00

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, პურის ფასთან დაკავშირებით ორი გამოწვევაა მოსალოდნელი - რუსეთის მხრიდან ხორბლის ექსპორტის კვოტირება და წლის ბოლოს პირველადი მოხმარების პროდუქტების მწარმოებლებისთვის ელექტროენერგიის გადასახადის სუბსიდირების პროგრამის დასრულება.



სილაგავას აზრით, მოსალოდნელია, რომ აღნიშნული საკითხები პურის ფასზე აისახოს.



„ველოდებით ორ გამოწვევას. ეს არის რუსეთის მიერ ხორბლის ექსპორტზე კვოტირება. მცურავმა ბაჟმა საკმაოდ სერიოზული უარყოფითი ტენდენციები გამოიწვია, ახლა კი 15 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე რუსეთის მიერ კვოტირების მექანიზმის ამუშავება ემატება, რაც ნიშნავს, რომ გამოცხადდება რაოდენობა ხორბლის, რომელიც მათთვის სამყოფი იქნება და მხოლოდ იმ რაოდენობას გაიტანს.



მეორე გამოწვევა იქნება ის, რომ წლის ბოლოს მთავრდება ელექტროენერგიის სუბსიდირების პროგრამა, რაც გულისხმობდა იმას, რომ წლის დასაწყისში ელექტროენერგიის გაძვირების შემდეგ იმ მწარმოებლებისთვის, რომლებიც პირველადი მოხმარების პროდუქტებს აწარმოებდნენ, გაძვირებული ელექტროენერგიის ნახევარი დაუსუბსიდირეს. ეს პროგრამა მთავრდება და ცხადია, ეს პურის ფასზე აისახება“, - განაცხადა ლევან სილაგავამ.




მისივე თქმით, ფქვილის აგრესიული იმპორტი მიმდინარეობს, ხოლო ხორბლის იმპორტი შემცირებულია. სილაგავას განცხადებით, ასოციაციამ მიმართა მთავრობასა და პარლამენტს, რათა „გადაწყვეტილება იყოს მიღებული იმისთვის, რომ ხორბლის შემოტანის და ფქვილის იმპორტის ბალანსი გარკვეულწილად დაცული იყოს“.



„ამ ეტაპზე ხორბლის მარაგები ქვეყანაში არის, თუმცა საყურადღებო ტენდენციაა. იქიდან დაწყებული, რომ 2 ივნისიდან რუსეთის მიერ შემოღებული იქნა მცურავი ბაჟი, საქართველოში ფქვილის იმპორტი გაზრდილია 6-ჯერ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ივნისიდან დღემდე შემოსატანი ხორბლის რაოდენობა კი 40%-ით არის შემცირებული. შესაბამისად, ეს საყურადღებოა იქიდან გამომდინარე, რომ სასურსათო უსაფრთხოების მხრივ გაეროს რეკომენდაციაა, რომ ორი თვის მარაგი უნდა იყოს ქვეყანაში. ორთვიანი მარაგები დღეს არ არის - უფრო ნაკლებია და ეს არ არის კრიტიკული.



თუ კიდევ რამდენიმე თვე გაგრძელდა ფქვილის აგრესიული იმპორტი, რომელიც 6-ჯერაა გაზრდილი, ეს დაეტყობა სასურსათო და სტრატეგიულ მარაგებს“,- განაცხადა ლევან სილაგავამ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.



IPN.GE







2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“

2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ზე მეტად გაიზრდება - „თიბისი კაპიტალი“
access_time2022-01-24 17:00:17
2022 წელს საქართველოში სავარაუდოდ 5.5%-ზე მაღალი ეკონომიკური ზრდა იქნება, ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტის ყოველკვირეულ განახლებაშია აღნიშნული.  "საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2022 წელს, ძირითადად უკვე სწორედ ტურიზმის აღდგენაზე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდა ჩვენს...

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს

იტალია ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ სიაში შეტანას ითხოვს
access_time2022-01-24 16:00:00
იტალიის მთავრობა ყავა ესპრესოს „იუნესკოს“ არამატერიალური მემკვიდრეობის სიაში შეტანას ითხოვს. ქვეყნის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ჯანმარკო ჩენტინაიოს განცხადებას ადგილობრივი წამყვანი სააგენტო, ANSA (Agenzia Nazionale Stampa Associata) ავრცელებს. „ყავა იტალიაში უბრალო სასმელზე ბევრად მეტია: ეს არის ნამდვილი რიტუალი, ეროვნული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და სოციალურობის გამოხატულება, რაც იტალიელებს სხვებისგან განასხვავებს,“ - აცხადებს ჯანმარკო...

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა

ვახტანგ კაჭარავა: თეგეტამ პანდემიურ პერიოდში გაყიდვების ზრდა და ახალ ბაზრებზე გასვლა მოახერხა
access_time2022-01-02 12:00:08
პანდემიამ 2020 წელს საქართველოს ეკონომიკა 6.8%-ით შეამცირა. პრობლემები მეტ-ნაკლებად წარმოებისა და მომსახურების ყველა სფეროს შეეხო. გამონაკლისი არც ავტოინდუსტრია ყოფილა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 45%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა, 2021 წელს კი მხოლოდ $456 მლნ-მდე აღდგა. გაურკვევლობის, რეცესიისა და შემდეგ უკვე ორნიშნა ინფლაციის მიუხედავად, კომპანიების ნაწილმა გამოწვევები წარმატებით დაძლია, მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი „თეგეტას“ უკავია, რომელმაც 2020 წელსაც გაყიდვების...

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება

რძის და რძის პროდუქტების ფასმა 13%-ით მოიმატა და კიდევ გაძვირდება
access_time2022-01-24 15:00:50
საქართველოში რძისა და რძის პროდუქტების ბაზარზე წარმოებასთან დაკავშირებით დიდი პრობლემაა. ბოლო რამდენიმე თვეა, ფასები მატულობს და 1 ლ რძის ფასი უკვე 5 ლარია, მეტნაკლებად შენარჩუნდა ინდუსტრიული რძის ღირებულება, თუმცა ისიც იმის ხარჯზე, რომ წარმოება თითქმის მასობრივად რძის ფხვნილს იყენებს. როგორც აგროექსპერტთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ჭიჭაყუა ,,კომერსანტთან“ ამბობს, ფასების ზრდა ძირითადად სეზონურ ცვლილებას უკავშირდება, თუმცა ნედლეული ძვირდება გლობალურ ბაზრებზე. ორივე ფაქტორი ერთად...

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია

საქართველოს მთავრობის წევრთა 1/3 კოვიდინფიცირებულია
access_time2022-01-24 12:55:57
საქართველოს მთავრობის ოთხ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა. კორონავირუსი დაუდასტურდათ საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძეს, განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ირაკლი...


მსგავსი სიახლეები

up