ლევან სილაგავა - იმპორტზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთზე, რა თქმა უნდა, სარისკოა

ლევან სილაგავა - იმპორტზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთზე, რა თქმა უნდა, სარისკოა

access_time2019-07-14 18:00:19

მპორტზე დამოკიდებულება, განსაკუთრებით რუსეთზე, რა თქმა უნდა, სარისკოა, – ამის შესახებ „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.


„თუმცა, ისეთი საერთო ველია შექმნილი, რომ სამწუხაროდ, ეს დამოკიდებულება გვაქვს. ბოლო სამი-ოთხი წლის განმავლობაში რუსეთმა საქართველო ფაქტიურად, ჩაიბა ლარსის ტრაფიკის მეშვეობით. იქიდან გამომდინარე, რომ მას იქ ხორბალზე აქვს ფასი, რომელიც შეიძლება, საბაზრო ფასზე უფრო ნაკლებია. ერთი შეხედვით, თითქოს, ეს ძალიან კარგია, რადგან რა არის იმაში ცუდი, რომ ხორბალი იმაზე ნაკლებ ფასად მოდის, ვიდრე ზოგადად, საბაზრო ფასია, მაგრამ ამ შემთხვევაში ისმის კითხვა, ხომ არ არის ეს ხელოვნურად გაკეთებული იმისთვის, რომ საქართველოს არ მიეცეს დივერსიფიცირების საშუალება, როგორც სატრანსპორტო, ისე ქვეყნების მიხედვით. შესაბამისად, მთლიანად, 90%-ზე გადავიდა ჩვენი იმპორტი რუსეთზე“, – განაცხადა სილაგავამ.


მისი თქმით, კერძო სექტორი და სახელმწიფო მუშაობს იმაზე, რომ დივერსიფიცირება მოხდეს და ამ მიმართულებით წინსვლა მათ შორის, ყაზახეთთან გვაქვს.


„ყაზახეთის დელეგაცია იყო ჩამოსული ახლა და შევხვდით, სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკის მინისტრებთან ერთად. აქ, სახელმწიფო იძლევა იმის საშუალებას, რომ გარკვეული მექანიზმი გაკეთდეს, რათა ყაზახეთის მხრიდან სატრანსპორტო დევერსიფიცირება მოხდეს“, – განაცხადა სილაგავამ.



მისივე თქმით, დივერსიფიცირება სისტემური პრობლემაა, საკანონმდებლო, არა ერთი სამინისტროს პრობლემა და თუ ეს საკითხი სისტემურად არ გადაიჭრა და სტრატეგიული მარაგების არსებობა სისტემურად არ იქნა უზრუნველყოფილი, მუდმივად ფორსმაჟორულ სიტუაციაში ვიქნებით.


„2008 წლის მსოფლიო კრიზისის შემდეგ გაერო-მ ქვეყნების მიმართ დადო რეკომენდაცია, რომ მათ ხორბლის მოხმარების ორი თვის მარაგი მაინც უნდა ჰქონდეთ, რათა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ. შესაბამისად, ეს არის თემა, რომ სტრატეგიული მარაგების არსებობა აუცილებლად იყოს და ამას ქვეყნებში უშიშროების საბჭოები და მასთან გათანაბრებული ლეგიტიმური ორგანოები აკონტროლებენ. ანუ, ეს უნდა იყოს ძალიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ორგანოს მიერ გაკეთებული და მუდმივი მონიტორინგის ქვეშ“, – განაცხადა სილაგავამ.


„ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა მედიასაშუალებებს მოუწოდა, ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია ჰქონდეთ.


„მინდა, კმაყოფილება გამოვხატო თქვენ მიმართ, რადგან ეკონომიკური გადაცემები და ასეთი მსჯელობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა სწორად დავინახოთ ის ძირითადი პრობლემები, რომელიც ქვეყანაში ამა თუ იმ კუთხით არის, რადგან შემდეგ ფორსმაჟორულ სიტუაციაში გვიხდება ხოლმე ამ პრობლემების განხილვა. შესაბამისად, მოვუწოდებ ყველა ტელევიზიას და საინფორმაციო საშუალებას, ამასთან დაკავშირებით მეტი კომუნიკაცია და ბიზნესთან მეტი ურთიერთობა ჰქონდეთ“, – განაცხადა ლევან სილაგავამ.


1tv.ge






დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up