ლევან სილაგავა:

ლევან სილაგავა: "ეკონომიკის მინისტრი სახელმწიფო შესყიდვებში წახალისებას დაგვპირდა"

access_time2019-03-07 20:08:16

საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის ორგანიზებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან შეხვედრა გაიმართა.

 

ერთ-ერთი საკითხი, რაც კერძო სექტორმა მინისტრთან მოთხოვნებს შორის დააყენა, სახელმწიფო შესყიდვებში ადგილობრივი მწარმოებლებისთვის შეღავათებს ეხება.

 

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენთან შექმნილი კომპანიები, როგორც „აწარმოე საქართველოა“ და სოფლის მეურნეობის პროგრამებში მიღებული წახალისებით მიღებული პროდუქცია, გარკვეული პრეფერენციებით ისარგებლონ. ეს სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებასთან. ჩვენ წინაზეც გვქონდა შეხვედრები სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან, მათ შორის, კონსოლიდირებულ ტენდერებზეც იყო ლაპარაკი და მთლიანობაში, ახალი კანონი იქმნება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“, რომელშიც ეს ჩაიდება. ამაზე მიდის მუშაობა“, - განაცხადა სილაგავამ და აქვე განმარტა, რა სახის შეღავათებს ითხოვს კერძო სექტორი.

 


მისი თქმით, იმ სახელმწიფო შესყიდვებში, რომელთა ღირებულება 150 ათას ევრომდეა, ადგილობრივ მწარმოებლებს წახალისების მექანიზმი უნდა ჰქონდეთ. კერძოდ, თუ იმპორტიორი ტენდერში ადგილობრივ მწარმოებელთან შედარებით 10%-მდე დაბალ ფასს წარმოადგენს, აღნიშნული თანხის კომპენსირება ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა უზრუნველყოს.

 

150 ათასი ევროს მონეტარული ზღვრის ქვემოთ, სახელმწიფო შესყიდვებისთვის შეუძლია გადაწყვიტოს ადგილობრივმა მუნიცპალიტეტმა შესყიდვების თემა. აქედან გამომდინარე, ეს არის საკმაოდ დიდი რეზერვი. ეს არის თითქმის ნახევარი მილიონი ლარი და შესაბამისად, ეს არის საკმაოდ დიდი რეზერვი იმისთვის, რომ ადგილობრივმა კომპანიებმა არა მხოლოდ ექსპორტზე ორიენტირებულად გაიტანონ თავიანთი პროდუქცია, არამედ ადგილობრივ ბაზარზეც ჰქონდეთ ეს ყველაფერი. ეს არ არის ზუსტად 10%. ეს შეიძლება იყოს 10%-მდე. ეს არის აპრობირებული მეთოდი არა მხოლოდ ევროკავშირის ქვეყნებში, არამედ აშშ-ში, თურქეთში, კანადასა და ავსტრალიაში.

 

მივიღეთ პასუხი, რომ ეს არის სწორი პოზიცია. მათ იციან ამის შესახებ და ამაზე მუშაობენ, ანუ ახალი კანონის მიღების დროს ეს მექანიზმი იქნება ჩადებული“, - განაცხადა სილაგავამ და დასძინა, რომ „ეს შექმნის სამუშაო ადგილებს, ადგილობრივ წარმოებას წაახალისებს და ვალუტის კურსზე დადებითად იმოქმედებს“.





დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი

დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი
access_time2021-08-04 21:00:25
დღის TOP 10 მნიშვნელოვანი ამბავი:   1. ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონი მეორედ გახდა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს პირველი შემთხვევაა. ოლიმპიურ ოქროსთან ერთად ტალახაძემ ტოკიოში 3 მსოფლიო რეკორდიც (ატაცი 223 კგ, აკვრა 265 კგ, ორჭიდის ჯამი 488 კგ) მოხსნა.   2. სებ–მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი...

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს

ნათია თურნავას ობიექტების 1 ლარად გაყიდვის იდეა არ მოსწონს
access_time2021-08-04 17:00:28
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას თქმით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია არამარტო ერთჯერადი ეფექტი, რომელიც სჭირდება ბიუჯეტს, არამედ ის, თუ რა ინვესტიციას განახორციელებს ბიზნესი და რამდენ ადამიანს დაასაქმებს. “იმ პირობებით, რომლითაც ჩვენ დღეს ვყიდით ობიექტებს უპრეცედენტო ციფრზე გავედით 6 თვეში, თანაც პანდემიის ფონზე. ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება, რადგან ყოველდღე მიმდინარეობს აუქციონები, თუმცა უკვე 240 მლნ ლარს გადავაჭარბეთ. უამრავი შემთხვევაა აუქციონების, სადაც...

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა

რეფინანსირებაზე მიბმული 140 ათასზე მეტი სესხი გაძვირდა
access_time2021-08-04 14:00:38
ეროვნული ბანკის მონეტარული კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ით 10%-მდე გაიზარდა, რითაც 140 000-ზე მეტ პირს ლარში აღებული სესხი გაუძვირდა. 2008 წლის ოქტომბრის შემდეგ რეფინანსირების განაკვეთი ორნიშნა არასდროს ყოფილა. ლარში გაცემული იპოთეკური სესხები ძირითადად რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. წლის დასაწყისიდან დღემდე განაკვეთი სამ ეტაპად ჯამში 2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის ზრდამდე 1 დღით ადრე ცნობილი...

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია

ლუკაშენკომ ევროკავშირს ათასობით აზიელი ლტოლვილი შეასია
access_time2021-08-04 20:00:48
2 აგვისტოს მონაცემებით, ლიეტუვივს მესაზღვრეებმა 3832 არალეგალი მიგრანტი აღმოაჩინეს, რომლებიც ბელარუსის საზღვართან იმპროვიზირებულ კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ. მათ შორის 2555  - ერაყელი იყო.   ეს ოპონენტების წამებით განთქმული მინსკელი დიქტატორის მხრიდან ევროკავშირის მიმართ შურისძიების ახალი ხერხია.   2021 წელს ერაყიდან ბელარუსის მიმართულებით ავიარეისები აღდგა, რომლებიც მოთხოვნის არარსებობის გამო გაუქმდა. მარგამ მოხდა საოცრება და ერაყელებმა...

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია

ოლიმპიადამ ტოკიოში პანდემიის მძლავრი ტალღა გამოიწვია
access_time2021-08-04 19:00:31
როდესაც მომავალში ისაუბრებენ ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, პირველი რასაც გაიხსენებენ, იქნება ის, რომ ერთი კვირის მანძილზე ქალაქში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 217%-ით გაიზრდა და დღიურმა დაინფიცირებამ 10 000-ს გადააჭარბა.   ხელისუფლება შექმნილ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება  - იაპონიის პრემიერ-მინისტრის ესუხიძე სუგის გამოსვლები ამ საკითხზე ნაკლებად შთამბეჭდავია, მოსაწყენი, მონოტონური და არავის არაფერში არ არწმუნებს.   პარალელურად...


მსგავსი სიახლეები

up