ლევან სილაგავა: „რაც უფრო გამარტივდება ბიზნესდავები, მით უფრო მარტივი იქნება ბიზნესის წარმოება“

ლევან სილაგავა: „რაც უფრო გამარტივდება ბიზნესდავები, მით უფრო მარტივი იქნება ბიზნესის წარმოება“

access_time2019-10-25 12:00:17

„პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მსგავსი მაღალი ლეგიტიმაციის არბიტრაჟი რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის იმიტომ, რომ დღეს არის საკამოდ ბევრი ბიზნესდავა, რომლებიც  დროში  ჭიანურდება და მათ გადაწყვეტაში წლები გადის“ - ამის შესახებ საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან სილაგავამ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ „კომერსანტს“ განუცხადა.


როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, 2018 წლის დეკემბერში განაცხადა,რომ პარიზში ეწერებოდა ხელი შეთანხმებას, რომლის შედეგადაც საქართველო საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოსთან მიმართებით საკუთარი საკანონმდებლო სისტემის ჰარმონიზაციას დაიწყებდა. ბახტაძისვე განცხადებით, ამ პროცესის დასრულების შემდეგ თბილისში საერთაშორისო კომერციული სასამართლო ამოქმედდებოდა.


ცოტა ხნის წინ „კომერსანტთან“ ინტერვიუში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა ფადი ასლიმ განაცხადა, რომ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო  ამ ეტაპზე მზად არ არის საქართველოში შემოვიდეს.


საერთაშორისო სავაჭრო პალატის მნიშვნელობაზე ბიზნესმენი ფადი ასლი წლებია საუბრობს. „დღეს, ბიზნესისთვის და ინვესტიციებისთვის ყველაზე დიდი დაბრკოლება ქართული სასამართლო სისტემაა ამიტომ საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს შემოსვლა უტყუარი გზავნილი იქნება, რომ მათ შეუძლიათ მშვიდად იყვნენ“ -აცხადებდა საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი ფადი ასლი 2018 წლის ოქტომბერში.



 „ჩვენთან არის მორიგების მექანიზმები, ასევე არის მექანიზმი, რომელიც ბიზნესდავების გადაწყვეტას სასამართლოდან გამოიტანს. თუმცა, ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის სასამართლო, ისეთი როგორიცაა პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო, ბუნებრივია მისაღებია და სჭირდება ბიზნესს. რაც უფრო გამარტივდება ბიზნესდავები, მით უფრო მარტივი იქნება ბიზნესის წარმოება.“- განაცხადა ლევან სილაგავამ

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, ასოციაციის წევრ კომპანიებთან საკითხზე მსჯელობა უკვე მიმდინარეობს და  კომპანიები გაეცნენ პარიზის საარბიტრაჟოს სასამართლოს მუშაობის პრინციპებს, მოგვიანებით კი მათი პოზიციაც გაჟღერდება ემხრობიან ამ სისტემას ბიზნესდავების გადასაწყვეტად, თუ არა.


Feedback გვექნება მას შემდეგ, რაც კომპანიებს დაველაპარაკებით და ზუსტად ჩამოაყალიბებენ თავიანთ პოზიციას. ერთის მხრივ, კომპანიები გაეცნენ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს ფუნქციონირებას , საქმიანობას და თუ რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ სისტემამ.  როდესაც უკუკავშირი გვექნება , გავაჟღერებთ კომპანიების მოსაზრებას, ამ ეტაპზე ნააადრევი იქნება რამე კონკრეტულის თქმა.“ - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

 

პარიზის საარბიტრაჟო სასამართლო, ეს არის ინსტიტუტი საერთაშორისო დავების გადასაწყვეტად. სასამართლო 90 - ზე მეტი ქვეყნიდან 100-ზე მეტ წევრს აერთიანებს. მისი სათავო ოფისი კი საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოზე შემოსული დავების რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. 1923წლიდან დღემდე სასამართლომ 23 000 ზე მეტი დავა გადაწყვიტა.


მარიამ მორგოშია




ლარი მყარდება -Bloomberg-ზე 1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება

ლარი მყარდება -Bloomberg-ზე  1 დოლარი 2.8800 ლარად ივაჭრება
access_time2019-12-10 14:10:15
დღეს Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე, 14:00 საათისთვის ლარი 2,8800 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 9  დეკემბრის  დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9446 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2606 ლარია. ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 2.9300 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 2,8600...

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა

m2-მა საახალწლო საჩუქრების თვე გამოაცხადა
access_time2019-12-10 11:30:00
10 დეკემბრიდან, დეველოპერული კომპანია „m2 დეველოპმენტი“, ახალ აქციას იწყებს და საახალწლო საჩუქრების თვეს აცხადებს. აქცია მშენებარე უბან m3 საბურთალოს ეხება, ბინის ყველა მყიდველი კი დაწესებული სამი საჩუქრიდან ერთ-ერთს მიიღებს. აქციის მონაწილე მომავალი მობინადრეები შეძლებენ აირჩიონ: • ორკაციანი საგზური კუნძულ ბალიზე. (საგზური მთლიანადაა დაფინანსებული და მოიცავს სრულ პაკეტს)• საოჯახო ტექნიკა. (კომპლექტში შედის საუკეთესო ბრენდების ყველა აუცილებელი...

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები

მინისტრებისა და მათი მოადგილეების ბიზნესინტერესები – 2019 წლის მდგომარეობა და აღმოჩენილი დარღვევები
access_time2019-12-10 13:30:53
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს მთავრობას 11 მინისტრი და 53 მინისტრის მოადგილე ჰყავს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ საჯარო მონაცემთა ბაზების გამოყენებით შეისწავლა ამ თანამდებობის პირთა სამეწარმეო საქმიანობა, ასევე, მათ მიერ საკუთარი ბიზნესინტერესების სავალდებულო გამჟღავნების პრაქტიკა და გარკვეული...

ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - ნომინაცია #მევქმნი

ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი ტურიზმის ინდუსტრიაში - ნომინაცია #მევქმნი
access_time2019-12-10 12:05:01
ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან დაჯილდოვების ცერემონიაზე Welcome To Georgia 2019 სასტუმრო „ჯორჯია პალასი“  როგორც ყველაზე წარმატებული ქართული ბრენდი დასახელდა.   სასტუმრო 2008 წლიდან ფუნქციონირებს და ამ ნომინაციის ღირსეული გამარჯვებულია. ისტორიული თვალსაზრისით, სასტუმრო „ჯორჯია პალასი“ განლაგებულია იმ ადგილზე, სადაც ფუნქციონირებდა მე-20 საუკუნეში სახელგანთქმული სანატორიუმი „საქართველო“, რომელიც გავლენიან მაღალჩინოსნებში დიდი პოპულარობით...

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება

ირაკლი ქარსელაძე - 2020 წელს ხაშურისა და ქუთაისის შემოვლითი გზების მშენებლობა დასრულდება
access_time2019-12-10 12:10:27
დღეს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ მეგზევის პროფესიული დღის აღნიშვნის ღონისძიება იმართება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ ირაკლი ქარსელაძემ, 2019 წელს განხორციელებული სამუშაოებისა და 2020 წლის გეგმების შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. მიმდინარე წელს აქტიურად მიმდინარეობს...


მსგავსი სიახლეები

up