ლევან სილაგავა: ადგილობრივი მწარმოებლების აბსოლუტური უმრავლესობა ბანკებს რისკჯგუფში ჰყავთ გადაყვანილი

ლევან სილაგავა: ადგილობრივი მწარმოებლების აბსოლუტური უმრავლესობა ბანკებს რისკჯგუფში ჰყავთ გადაყვანილი

access_time2016-04-17 16:05:54

ქართულმა კომპანიებმა ახალი ბიზნესგაერთიანება “საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია” შექმნეს. ფედერაციის დამფუძნებლების თქმით, დღეს თითქმის ყველა დარგს, დაახლოებით, ერთი და იგივე პრობლემა აქვს, – ეს არის ადგილობრივი მწარმოებლების დაცვა არასამართლიანი იმპორტისგან. ფედერაციის შექმნის მთავარი მიზანი არის ის, რომ სწორი კონკურენციის პირობების ჩამოყალიბებით ადგილობრივი წარმოება განვითარდეს და მოხდეს იმპორტის ჩანაცვლება. “საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია” ამ ეტაპზე 50-მდე მსხვილ კომპანიას აერთიანებს, მათ შორისაა: ფქვილის, კვერცხისა და ხორცის, მინის, კაბელების, არმატურის, ფოლადისა და ცემენტის მწარმოებელი კომპანიები.


“საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის” შექმნის მიზნებსა და უახლოეს გეგმებზე “ბანკები და ფინანსები” ბიზნესგაერთიანების ერთ-ერთ დამფუძნებელ ლევან სილაგავას ესაუბრა.


– რა გარემოებებმა განაპირობა მეწარმეთა ფედერაციის შექმნა, რა არის ამ ორგანიზაციის მიზანი?

 

– როდესაც არსებული ბიზნესგარემო გავაანალიზეთ აღმოჩნდა, რომ ყველა დარგს, ფაქტობრივად, ერთი და იგივე პრობლემა აქვს – ადგილობრივი მწარმოებლები და იმპორტიორები არიან არათანაბარ მდგომარეობაში. ბევრი წარმოება გამოდის ცალ-ცალკე ან ასოციაციების სახით და საუბრობს თავის პრობლემებზე, თუმცა, მათი წუხილი, ქვეყანაში კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბების გამო, ხშირად ერთ სივრცეში არ ისმის. ეს პრობლემა უნდა მოგვარდეს ცივილურად, საკანონმდებლო დონეზე. დღეს ჩვენ გვაქვს კანონი კონკურენციის შესახებ, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. საჭიროა მივიღოთ კანონი ვაჭრობაში დაცვის ღონისძიების შესახებ. ამ კანონების საფუძველზე, შესაძლებელი იქნება ქართულ ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნა. სწორედ არაჯანსაღი კონკურენტული გარემოა ის პრობლემა, რომელიც შემდგომ სხვა პრობლემებს წარმოშობს. სწორედ ამ პრობლემების მოგვარების მიზნით, შეიქმნა “საქართველოს მეწარმეთა ფედერაცია”, რომელიც საკმაოდ ბევრ ასოციაციასა და მწარმოებელს აერთიანებს. აქ წარმოდგენილნი არიან “ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია”, “ფრინველის და კვერცხის მწარმოებელთა ასოციაცია”, “ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია”, “თაფლის მწარმოებელთა ასოციაცია”; ასევე “საქკაბელი”. ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს მინის მწარმოებლებმა და “არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციამ”. ჩვენ ყველა ვერ მოვიცავით, მაგრამ ინფორმაცია ფედერაციის შექმნის შესახებ მივაწოდეთ ყველა იმ მწარმოებელს, ვისაც მსგავსი პრობლემები ჰქონდა.


– დღეისთვის საქართველოში არსებობს მსხვილ ბიზნესმენთა გაერთიანება “საქრათველოს ბიზნეს ასოციაცია”. რეალურად, ორივე ორგანიზაცია მსხვილი ბიზნესის ინტერესებს იცავს და საერთო მიზანი აქვს. რა განსხვავება იქნება ამ ორ გაერთიანებას შორის?

 

– დეკლარირებული მიზანი “ბიზნეს ასოციაციასაც” იგივე აქვს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მისი წევრების უმეტესობას იმპორტიორები წარმოადგენენ. მიზეზი ისაა, რომ ქვეყანაში არსებული პროდუქტის 80% იმპორტირებულია. შესაბამისად, ეს თანაფარდობა, ასე თუ ისე, აისახა ასოციაციის წევრთა შემადგენლობაზეც. თუმცა, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს ორგანიზაცია არ მუშაობს. დღეს საჭიროებამ მოიტანა, რომ ცალკე ჩამოყალიბდეს ადგილობრივი მწარმოებლების ფედერაცია, რომელიც გახდება პრობლემების კონსოლიდირებულად მოგვარების გზა.



 – რას გულისხმობთ არასამართლიან იმპორტისგან დაცვაში?

 

– ხშირად შემოდის პროდუქცია, რომელსაც განზრახ შემცირებული ან მწარმოებელი ქვეყნის მიერ სუბსიდირებული ფასი აქვს. ეს ჩვენს ბაზარზე ქმნის არაჯანსაღ გარემოს. როდესაც ჩვენ შევუერთდით “მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციას”, ავიღეთ იმ კანონების მიღების ვალდებულება, რომლებზეც ზემოთ ვსაუბრობდი. ეს კიდევ ერთხელ შეგვახსენა ევროპამ, როდესაც გაფორმდა ასოცირების ხელშეკრულება. თავად ევროპული ეკონომიკაც ეყრდნობა დაცვის ამ მექანიზმს. ამის მაგალითია ის, რომ უკრაინისთვის მას დაწესებული აქვს გარკვეული სატარიფო კვოტები, რათა ევროპული წარმოება იყოს დაცული არასწორი იმპორტისგან. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში იმპორტირებული პროდუქტის დიდი ნაწილი უსამართლოდ დაბალ ფასად შემოდის განვითარებადი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ეს კი ჩვენ ძალიან გვაზარალებს.


– საკანონმდებლო რეგულაციები ხომ არ გამოიწვევს იმპორტის ხელოვნურად შემცირებას, ხომ არ გახდება ეს ქართველი მწარმოებლების მხრიდან ბაზრის მონოპოლიზების მიზეზი?


– ჩვენ არ ვსაუბრობთ იმპორტის ხელოვნურად შემცირებაზე. ჩვენ ვითხოვთ ჯანსაღ კონკურენტულ გარემოს. თუკი იმპორტიორებს საქონელი განზრახ შემცირებულ ფასად შემოაქვთ ან მწარმოებელი ქვეყანა მათ გარკვეულ შეღავათებს უკეთებს პროდუქციის გასატანად, ამ დროს კი ადგილობრივ წარმოებას ეს შეღავათები არ აქვს, კონკურენცია არათანაბარია. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ პრობლემის საკანონმდებლო რეგულაციით მოგვარება არის სრულიად ცივილური, ევროპული გამოცდილება.


– გარდა ზემოთქმულისა, კიდევ რა პრობლემები დგას დღეს ადგილობრივი ბიზნესის წინაშე?

 

– ადგილობრივ ბიზნესს სხვადასხვა პრობლემა აქვს. აქამდეც ვთქვი, რომ არაჯანსაღი კონკურენტული გარემო არის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა და მოგვარება ბევრ სხვა საკითხსაც მოაწესრიგებს. მაგალითად, ეს მეტ-ნაკლებად გადაჭრის ინვესტიციების პრობლემას, რომელიც ასე სჭირდება ადგილობრივ ბიზნესს. როდესაც ინვესტორი ქვეყანაში შემოდის, ის პირველ რიგში სწავლობს გარემოს, რათა იცოდეს, რამდენად კონკურენტუნარიანი შეუძლია იყოს საწარმოს დაარსების შემთხვევაში, ან რა შესაძლებლობა ექნება ნაწარმის რეალიზაციისთვის. მაშასადამე, თუკი ქართულ ბიზნესს შევუქმნით გარემოს, სადაც ის სამართლიან კონკურენციაში იქნება ჩაბმული, ეს მოაგვარებს ინვესტიციის საკითხსაც. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლება თავისუფლად ვიფიქროთ იმპორტის ჩანაცვლების სტრატეგიაზეც, რაც მთავრობის მიერაცაა დაანონსებული. იმპორტის 80%-იანი მაჩვენებელი მართლაც სავალალო რიცხვია და აუცილებელიც კია მისი გარკვეულწილად ჩანაცვლება ადგილობრივი წარმოებით. ამასთანავე, საჭიროა ექსპორტის წახალისებაც. ახლა ხორციელდება პროექტი “აწარმოე საქართველოში” და ამით ბევრი ქართული კომპანიაც სარგებლობს, მაგრამ თუკი ბაზარზე არსებული სიტუაცია არ დარეგულირდა, წარმოებული პროდუქტის რეალიზება გართულდება. ასევე, ძალიან კარგი წამოწყებაა იაფი აგროკრედიტის პროგრამაც, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება საკანონმდებლო მხარდაჭერა. ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა მნიშვნელოვანია, რამდენადაც ის ქმნის სამუშაო ადგილებს ქვეყანაში და აძლიერებს ბიუჯეტს მაშინ, როდესაც იმპორტი იმ ქვეყნის ბიუჯეტს ავსებს, საიდანაც პროდუქცია შემოაქვს. მაშასადამე, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, რომ ადგილობრივ ბიზნესს ჰქონდეს კარგი კონკურენტული პირობები. აქ არ ვსაუბრობთ სასათბურე პირობებზე, საქმე ეხება სწორ, ჯანსაღ კონკურენციას.


– ხშირად ისმის, რომ დღეს, წინა ხელისუფლების მმართველობისგან განსხვავებით, ბიზნესი თავისუფალია. თქვენ, როგორც მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი, რამდენად ეთანხმებით ამ აზრს?

 

– თავისუფალი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ პრობლემა არის ის, რომ ადგილობრივ ბიზნესს არ აქვს ხელშეწყობა საკანონმდებლო და სწორი, სამართლიანი საბაზრო პრინციპების კუთხით. ბიზნესის წასახალისებლად ახალი  პროექტები კი იგეგმება და ხორციელდება, მაგრამ საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობა ნაკლებია. ამის მიზეზი ისაა, რომ ბაზარზე არსებული სიტუაციის გამო ადგილობრივი მწარმოებლების აბსოლუტური უმრავლესობა ბანკებს რისკჯგუფში ჰყავთ გადაყვანილი. მე წარმოვადგენ “საქართველოს ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას”, რომელშიც გაერთიანებულია თითქმის ყველა წისქვილ-კომბინატი. ამიტომ შემიძლია ვთქვა, რომ არასამართლიანი იმპორტის გამო ეს კომბინატები ნაკლებად კონკურენტუნარიანები გახდნენ, ბანკებმა ისინი რისკჯგუფს მიაკუთვნეს და კრედიტებზე უარს ეუბნებიან. ამ მიზეზით რამდენიმე კომპანიამ, მათ შორის წისქვილ-კომბინატმა “თბილისმა”, “იბერიამ” და სხვებმა მუშაობა შეწყვიტეს. ასეთივე მდგომარეობაა სხვა დარგებშიც. სწორედ ამიტომ გვინდა ჩვენი ერთიანი ხმა მივაწვდინოთ მთავრობას, მივიტანოთ მათთან სწორი მესიჯი და მივიღოთ პასუხი  იმაზე, თუ რა გავაკეთოთ ხვალ – დავრჩეთ მწარმოებლებად თუ იმპორტის სფეროში გადავიდეთ? თუმცა, მიმაჩნია, იმპორტირებაზე გადასვლა და, ზოგადად, ქვეყნის დამოკიდებულება იმპორტზე არ არის ის გზა, რომელიც ქვეყანას განვითარებაში დაეხმარება.


– პრემიერმა ბიზნესს რამდენიმე სიახლე შესთავაზა, რომელთაგანაც გამოსარჩევია ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაცია და რეინვესტირებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლება, ე.წ. ესტონური მოდელის დანერგვა. როგორც შეაფასებდით ამ ინიციატივებს და როგორ ფიქრობთ, რამდენად გაამართლებს ესტონური საგადასახადო მოდელის საქართველოში დანერგვა?


– ორივე ინიციატივა ძალიან კარგია და ადგილობრივი მწარმოებლები ამას მივესალმებით. თუმცა, ესტონური მოდელი გულისხმობს იმას, რომ კომპანიამ ეკონომიკის განვითარებაში ჩააბრუნოს თავისი მოგების ნაწილი, მაგრამ როდესაც მწარმოებლები შეჩერებულნი არიან და მოგებაც არ აქვთ, ვერც ვერაფრის რეინვესტირებას შეძლებენ. კიდევ ერთხელ მივდივართ იქამდე, რომ თუ ადგილობრივი მწარმოებლების პრობლემებს ვერ გავითავისებთ, ესტონური მოდელი პრაქტიკულად გამოუსადეგარი გახდება.




BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება

BAG ინდექსი: დასაქმების ბარომეტრი მცირედ დადებითია, რაც კომპანიების ოპტიმისტურ მოლოდინებს უკავშირდება
access_time2020-10-21 10:00:15
BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში საქართველოს ბიზნეს ასოციაციის გამოკითხული...

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“

„Covid 19-ის მართვაში დაშვებული შეცდომები ამირან გამყრელიძის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგია“
access_time2020-10-21 11:00:29
ხელისუფლება კორონავირუსის მართვის სადავეებს კარგავს, რასაც „კომერსანტის“ მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული დოკუმენტიც ადასტურებს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის სახელით ჰოსპიტალური სექტორის წერილი გაეგზავნა, სადაც საუბარია ახალი კორონავირუსის რეგისტრაციის დაგვიანების ფაქტებზე, რა დროსაც მოქალქეებისთვის პასუხების მიწოდების პროცესი ფერხდება. წერილით ირკვევა, რომ არეულია ტესტების აღების და დიაგნოზის დასმის დღეები....

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა

20 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი და სომხური დრამი გაუფასურდა
access_time2020-10-20 18:15:11
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 20 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი გაუფასურდა და ერთი აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2222 ლარი შეადგინა. ქართული ლარის...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-20 21:30:45
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ Covid-19 დაგიდასტურდათ - ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმების რჩევები როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, თუ მას კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდა? როდის უნდა მიმართოს სიმპტომიანმა ოჯახის ექიმს და როდის გადაუდებელი დახმარების ცენტრს? საჭიროა თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა? ...

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ

მსხვილი სასტუმრო ქსელები დისტანციურად მომუშავეთა მოზიდვას ცდილობენ
access_time2020-10-20 20:45:26
მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის -  ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.   მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე  გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს. ქსელის კლიენტები შტატებში,...


მსგავსი სიახლეები

up