ლევან სილაგავა - 1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარამდე მოიმატა

ლევან სილაგავა - 1 ტომარა ფქვილის ფასმა 2 ლარამდე მოიმატა

access_time2019-08-05 16:34:59

1 ტომარა ფქვილის ფასმა ბოლო 10-12 დღის განმავლობაში, ლარის გაუფასურებიდან გამომდინარე, 1-2 ლარის ფარგლებში მოიმატა, ჯერჯერობით ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განუცხადა.


როგორც სილაგავა აცხადებს, “ბიზნესმა ვერ დაინახა იმისი ორნიენტირები, სტაბილური იქნებოდა თუ არა ლარის კურსი და გაგრძელდებოდა თუ არა გაუფასურება”.


“დღესდღეობით წისქვილკომბინატებში 1 ტომარა ფქვილის ფასი 50 ლარის ფარგლებშია. ზოგან 49 ლარიც ღირს და 51 ლარიც. ეს ფასი ჩამოყალიბდა ბოლო პერიოდში ლარის კურსის გაუფასურებიდან გამომდინარე და დღეს ამ მოცემულობაში ვართ. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღესდღეობით ლარის კურსი სტაბილიზაციისკენაა, ჩვენ მოლოდინის რეჟიმში ვართ. ჯერჯერობით, ალბათ, შემდგომი გაძვირება არ იქნება, თუ ლარმა ისევ არ დაიწყო გაუფასურება. ძირითადი უარყოფითი ფაქტორი ჩვენთან ეს არის ლარის კურსის ტენდენცია, რადგან დაახლოებით 2.75 კურსზე იყო ფასები დაგეგმილი. გარკვეული გარდამავალი მარაგები ქვეყანაში არის, მაგრამ პროდუქტის ყოველი შემდგომი შემოტანა უფრო ძვირი ჯდება,” - აცხადებს ლევან სილაგავა.


ლევან სილაგავა კონკურენციის სააგენტოს მიერ ბიზნესასოციაციებისა და კომპანიების მხრიდან ფასების შესაძლო ზრდის დაანონსებით დაინტერესებასაც ეხმაურება და აცხადებს, რომ კონკურენციის შეზღუდვას ადგილი არ აქვს და საქმე ქვეყანაში არსებულ უარყოფით ტენდენციას ეხება, რომელიც ლარის გაუფასურების სახით ყველა კომპანიაზე აისახა.



„არამარტო ჩვენთან მოხდა ფასების კორექტირება, არამედ მოგეხსენებათ, ბევრმა ბიზნესასოციაცაიმ, ბევრმა კომპანიამ განაცხადა, რომ ლარის კურსიდან გამომდინარე პრობლემები შეექმნათ ფასებთან მიმართებაში. ამასთან დაკავშირებით შემდეგ იყო კონკურენციის სააგენტოს განცხადებაც. რა თქმა უნდა, კონკურენციის სააგენტო ლეგიტიმური ორგანოა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია ბაზრის კვლევა ან მონიტორინგი განახორციელოს და ჩვენ მზად ვართ ამისთვის, მაგრამ ეს რომ მხოლოდ ერთი დარგის საკითხი იყოს, კიდევ შეიძლება არსებობდეს კითხვის ნიშნები, თუმცა როდესაც ამ საკითხზე რამდენიმე ასოციაცია, არაერთი კომპანია საუბრობს და გვაქვს ისეთი გაცვლითი კურსი, როგორიც დღესაა, ეს უკვე ტენდენციაა. უფრო ფართოდ უნდა შეხედონ ამ პრობლემას, ეს მხოლოდ ერთი დარგის პრობლემა არაა,“ - აცხადებს სილაგავა.


მისივე თქმით, დეკემბრიდან მოყოლებული ხორბლისა და ფქვილის მწარმოებლები კონკურენციის სააგენტოს მხრიდან ისედაც აქტიური მონიტორინგის პროცესში არიან და თუ დამატებითი კითხვები იქნება, მზად არიან თანამშრომლობისა და სწორი კომუნიკაციისთვის.


„ეს მხოლოდ ეროვნული ბანკის, კონკურენციის სააგენტოს ან რომელიმე სამინისტროს თემა არაა, სისტემური მუშაობაა ამ კუთხით საჭირო. ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ ყველა დაინტერესებული ორგანიზაციის, სამინისტროების, კონკურენციის სააგენტოს, ეროვნული ბანკის ჩართულობით გაიმართოს შეხვედრები. გვინდა, რომ ერთიანი პოლიტიკა დავინახოთ, ჩვენ ბიზნესის პროგნოზირებადი გარემო გვინდა,“ - განაცხადა სილაგავამ.



IPN






„არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“ უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე

 „არავინ არ მისცემს „ქართულ ოცნებას“  უფლებას, რომ გზას გადაუხვიოს და ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე არ გადავიდეს“ - ლევან კობერიძე
access_time2019-11-12 20:10:35
„საეჭვოა ის, რომ „ქართული ოცნება“ ამ ხალხის მოთხოვნას მხარს დაუჭერს და ბოლომდე მიიყვანს. რა პროცესი მიდის უმრავლესობის შიგნით, გაურკვეველია. თავიანთი შიდა სამზარეულოს პრობლემები, ქვეყნის რეალურ პრობლემებად იქცა.  ამიტომაა მნიშვნელოვანი გუნდში გამჭვირვალობა იყოს.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე დღეს პარლამენტში განვითარებულ...

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი

ოპოზიციის კანონპროექტი ჩავარდა, ჩავარდება თუ არა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ვარიანტი
access_time2019-11-12 19:16:27
საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლის მიხედვით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება, მხარი არ დაუჭირა. ახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს უმრავლესობის მიერ მომზადებული კანონპროექტი, რომელიც პროპორციული არჩევნების ნულოვანი ბარიერით ჩატარებას გულისხმობს. კენჭისყრამდე კი ქართული ოცნების დეპუტატებმა საკითხის დამატებით განხილვა მოითხოვეს.   საპარლამენტო ოპოზიციამ იმ განცხადებებს, რომელიც სხდომათა...

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა

„არ გაბედო ჩვენი გადაგდება! არ გაბედო კანონის ჩაგდება“ - პარლამენტთან აქცია დაიგეგმა
access_time2019-11-12 18:51:39
საპარლამენტო უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რის გამოც გაჩნდა ეჭვი, რომ „ქართული ოცნება" კანონპროექტის ჩაგდებას აპირებს.   „დღეს პროპორციულის კენჭისყრაა - არ გაბედო ჩაგდება! - ამ ტიპის განცხადებით გამოდიან ფეისბუქზე პროპორციული სისტემაზე გადასვლის მომხრეები, რომლებიც 20:00 საათზე პარლამენტთან გამაფრთხილებელი აქციის გაიმართვას გეგმავენ.   „პარლამენტში დღეს საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო, რომლის...

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება

თავისუფლების მოედანზე სასტუმრო „მონოგრაფი“ დეკემბერში გაიხსნება
access_time2019-11-12 17:50:48
თავისუფლების მოედანზე  5-ვარსკვლავიანი სასტუმრო “მონოგრაფი“, რომლის გახსნა  აგვისტოში იგეგმებოდა პირველ სტუმარს დეკემბერში მიიღებს.  ამის შესახებ „კომერსანტს“ „მონოგრაფის“ პრესსამსახურში განუცხადეს.სასტუმროს ფასადი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს, რის გამოც სარესტავრაციო სამუშაოების დასრულება გაჭიანურდა. როგორც ცნობილია, სასტუმროში  100 ადამიანი დასაქმდება. პროექტის განმახორციელებელი  დეველოპერული  კომპანია Well House-ია. მაღალი...

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“

გიორგი კერპულაძე-„შემოსავალი რაშიც გვაქვს, იმ ვალუტაში დავზოგოთ“
access_time2019-11-12 17:30:57
„ანაბრების არსებობა მნიშვნელოვანია ეკონომიკისთვის. ბანკი ანაბრებს იზიდავს და შემდგომ გასცემს სესხებს, შესაბამისად, რაც უფრო მეტი თანხა იზოგება ლარში, მით უფრო მეტი საშუალებაა,რომ ეკონომიკა დაკრედიტდეს და უცხოეთიდან არ შემოვიტანოთ თანხა,“ - აღნიშნავს რადიო კომერსანტის რუბრიკა ფინანსურ მრჩეველში გიორგი კეპულაძე. მისი ინფორმაციით, არსებობს რამდენიმე ტიპის ანაბარი, მათ შორისაა, ვადიანი ანაბარი, როცა დიდ თანხას ვდებთ ბანკში და მას გარკვეული დროის შემდეგ პროცენტი...


მსგავსი სიახლეები

up