ლევან რატიანი: პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ის შემთხვევაში ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება

ლევან რატიანი: პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ის შემთხვევაში ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება

access_time2020-04-01 14:43:33

პაციენტი, რომლის მკურნალობა 97%-ის შემთხვევაში ლეტალურად უნდა დასრულებულიყო, გადარჩა და სახლში გაეწერება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა.მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზშია არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა. სწორედ ასეთ პაციენტი გაეწერება ბინაზე.


„ამ ეტაპზე კლნიკაში 83 პაციენტი წევს, აქედან 19 კორონავირუსით ინფიცირებულია, დანარჩენი სატესტო რეჟიმში იმყოფება. მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მძიმე პაციენტი, რომელიც ჩვენს კლინიკაში იწვა, ეს იყო ქალბატონი დამძიმებული ანამნეზით. ყველას მინდა განვუმარტო, რომ დამძიმებული ანამნეზი ნიშნავს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პირველ ადგილზე აყენებს კოვიდინფიცირებას ლეტარულ მაღალ გამოსავალთან, თუ ანამნეზში არტერიული ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა ფიქსირდება. სწორედ ასეთ კატეგორიას მიეკუთვნებოდა ეს ქალბატონი, მას შემოსვლისთანავე დადასტურდა ორმხრივი მწვავე პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მწვავე რესპირატორული სინდრომი. ვინაიდან ვირუსის სტრატეგია ამ ეტაპამდე მედიკოსებისათვის უცნობია, აღნიშნულ პაციენტს ყველანაირი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდა, როგორც ჯანმო-ს მიერ მოწოდებული, ასევე ჩვენ მიერ დანიშნული. პაციენტის მდგომარეობა შემოსვლისთანავე მძიმედ, კრიტიკულად შეფასდა, იმყოფებოდა არაინვაზიურ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, ვინაიდან ძალიან უჭირდა სუნთქვა, იყო ძილიანი. მინდა გითრათ, რომ ეს ქალბატონი ბინაზე ეწერება. ქართული მედიცინის კიდევ ერთ გამარჯვებად მინდა ჩავთვალო ასეთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, ის კოვიდრუსის გარეშე, მე-14 დღეს მიდის ჩვენი კლინიკიდან. ეს ამ კლინიკის ყველა მედპერსონალის დამსახურებაა და მინდა მადლობა გადავუხადო ამ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გუნდში არიან და ყაზარმულ რეჟიმში მუშაობენ.


მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არსებობს გარკვეული შკალები და ასეთი შკალების შეფასებით, ეს შემთხვევა 97%-ში ლეტალობით უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ეს ქალი გადარჩა.



რატიანის განცხადებით, პაციენტი 2 კვირა თვითიზოლაციაში გადავა, რის შემდეგაც „გაარძელებს ისე ცხოვრებას, როგორც მანამდე ცხოვრობდა“.


საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 23 ადამიანი განიკურნა.


imedinews.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up