იცით, რომ რეანიმაციაში გვყავდა კრიტიკული პაციენტი, 62 წლის ქალბატონი. 11 პაციენტი კი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განუცხადა.
მისი თქმით, ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და ამჟამად კლინიკაში ორი კრიტიკული პაციენტი ჰყავთ.
„ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად, ერთი პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და გადაყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. პაციენტი მწვავე რესპირატორული უკმარისობის გამო გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე. ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ორი კრიტიკული პაციენტი გვყავს, ხოლო 10 პაციენტი ინტენსიური მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება“, - განაცხადა ლევან რატიანმა.
მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტები მკაცრ საკარანტინო რეჟიმზე მას შემდეგ გადავიდა, რაც მარნეულში კორონავირუსით ქალი დაინფიცირდა, რომლის ინფიცირების წყაროს დადგენაც ვერ მოხერხდა.
imedinews.ge