ლევან რატიანი: ამ ეტაპზე საქართველოს მედიცინამ კოვიდინფექციაზე გაიმარჯვა

ლევან რატიანი: ამ ეტაპზე საქართველოს მედიცინამ კოვიდინფექციაზე გაიმარჯვა

access_time2020-05-10 12:14:53

„ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, - ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა POSTV-ის ეთერში განაცხადა.

„ძალიან გული მწყდება ყოველთვის, როცა საერთაშორისო კონფერენციაზე დავდივარ, საქართველოს მედიცინა წინა პლანზე არ დგას. ჩვენ ქვეყანას ძალიან ბევრი, კარგი, განათლებული ექიმი ყავს და ვოცნებობ, რომ ჩემი ქვეყანა მოწინავე რიგებში იდგეს, რადგან ეს ქვეყანა ამას იმსახურებს, პირველ რიგში წარსულით. ძალიან მინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ დარგში პირველი გამოჩნდეს. ყოველთვის უნდა გვქონდეს უკან დასახევი სიტყვა, მაგრამ ამ ეტაპზე შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს მედიცინამ კორონაინფექციაზე გაიმარჯვა“, - განაცხადა ლევან რატიანმა. 

მისი თქმით, საუნივერსიტეტო კლინიკაში სულ კორონავირუსით ინფიცირებული 150 პაციენტი მოხვდა. ლევან რატიანმა აღნიშნა, რომ ინფექციის საწყის ეტაპზე ექიმები დაბნეულები იყვნენ, თუმცა შემდეგ ისწავლეს 

„28 თებერვალს დამიბარეს სამინისტროში და მითხრეს, რომ კოვიდინფექციის ცენტრად უნდა გადავკეთდეთ, ძალიან რთულია, აშენებული კლინიკის დანგრევა, მაგრამ იქედან გამომდინარე, რომ ეს ქვეყანას სჭირდებოდა, გადავწყვიტეთ, პირველი გავმხდარიყავით ამ ბრძოლაში. გადავკეთდით კოვიდინფექციის ცენტრად - ეს იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და დიდი შრომა, ნერვიულობა. ამ ინფექციაზე ბევრი გვქონდა წაკითხული, თუმცა როდესაც პირველი პაციენტი მივიღეთ, არ ნიშნავდა, რომ ჩვენ ეს ვიცოდით. პირველმა პაციენტმა, რომელიც 10 მარტს შემოვიდა, თავიდან ბოლომდე დაგვაბნია, მაგრამ დღეს დავწყნარდით, მოვლაც ვისწავლეთ, მკურნალობაც და ტაქტიკაც. ასე რომ, შემიძლია გითხრათ, რომ ამ ეტაპზე სხვა ქვეყნებსაც ვუზიარებთ გამოცდილებას. ჩვენმა კლინიკამ ამ დრომდე 150 პაციენტი გაატარა. ამ ეტაპზე, ომი მოვიგეთ“, - აღნიშნა ლევან რატიანმა.


საქართველოში კორონავირუსი 635 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 309 უკვე გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია ვებგვერდ StopCov.ge-ზე გამოქვეყნდა.

Imedinews 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up