საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 38 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 13 წლის მოზარდი. კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია და იმყოფება ინფექციონისტებისა და პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ.
რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ შორის 62 და 80 წლის ქალებს, მკვეთრად დადებითი დინამიკა შეინიშნება. 80 წლის ქალს, რომელიც მართვით სუნთქვაზე იყო, აპარატიდან მოხსნიან. მეორეს კი თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანენ.
ამავე კლინიკაში მკურნალობს ორი ორსული, რომელთა მდგომარეობაც ასევე მკვეთრად გაუმჯობესდა.
Imedinews