ლევან ქისტაური: სასიამოვნოა რომ სსფ და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს წარმატებას აღიარებენ

ლევან ქისტაური: სასიამოვნოა რომ სსფ და სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები საქართველოს წარმატებას აღიარებენ

access_time2019-10-29 13:27:31

საბიუჯეტო და ფისკალურ სფეროში საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში მართლაც შთამბეჭდავი რეფორმები განახორციელა და შედეგებიც სახეზეა-ასე აფასებს ეკონომიკის დოქტორი ლევან ქისტაური სსფ-ს ანგარიშს, რომლის მიხედვით საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი საქართველოში 2003 წლის შემდგომ საგადასახადო და ფისკალური კუთხით განხორციელებულ რეფორმებს წარმატების მაგალითს უწოდებს. მისი თქმით, ყველას გვახსოვს, რომ მუდმივად იყო საუბარი პრობლემებზე ბიუჯეტის შემოსავლების კუთხის, საბიუჯეტო ასიგნებების კუთხით, ბიუჯეტის სეკვესტრი კი ,,ტრადიციად“ იყო ქცეული. იგეგმებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი და წინასწარვე იყო ცნობილი რომ საბიუჯეტო წელი სეკვესტრით დამთავრდებოდა.


„ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები განახორციელა ფისკალური პოლიტიკის ეფექტიანობის, ფისკალური ინსტიტუტების გაძლიერების, საბიუჯეტო დისციპლისნის განმტკიცების, საგადასახადო-საბაჟო სფეროს მოწესრიგების და ბიზნეს-კლიმატის გაუმჯობესების მიმართულებით.


შედეგი სახეზეა და სასიამოვნოა რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, სხვა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები ამას აღიარებენ. „ფისკალური რეფორმების გაკვეთილები საქართველოში“ სხვა განვითარებადი და გარდამავალი ქვეყნებისათვის შეიძლება ითქვას ქრესტოპმატიული სახელმძღვანელოს სახეს ატარებს“-განაცხადა ლევან ქისტაურმა.


მისი თქმით, აუცილებელია რეფორმები უნდა გაგრძელდეს, ეს მუდმივი და უწყვეტი პროცესია. „დღეს კი ვართ ლიდერები ამ მიმართულებით, მაგრამ გაჩერება უკან სვლის ტოლფასი იქნება. კიდევ არის ბევრი სამუშაო საგადასახადო-საბაჟო კანონმდებლობის და პროცედურების გამარტივების კუთხით, პროგრამული ბიუჯეტირების კუთხით, სახელმწიფო ვალის მართვის კუთხით, მუნიციპალური ბიუჯეტების დაგეგმის და აღსრულების კუთხით, ანალიზის და პროგნოზის გაუმჯობესების მიმართულებით და ა.შ_“-აღნიშნა ქისტაურმა .



შეგახსენებთ, რომ სსფ-ს ანგარიშში, რომელიც ცენტრალური აზიის, ჩრდილოეთ აფრიკისა და კავკასიის რეგიონს ეხება, “ქეის სთადის” სახით საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები წარმატებულად არის შეფასებული.


„კომერსანტი“




მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა
access_time2020-07-10 20:20:38
საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო. საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა: თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი - 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%; რეგიონული განვითარების...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-10 17:58:59
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების "სიგიჟე" კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, "მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?", - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ...

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია

გიორგი რამიშვილი: ამ რედაქციით კანონის მიღება არასწორია
access_time2020-07-10 17:55:51
„სილქნეტისა“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტს მოუწოდებს, არ იქნას ისეთი გადაწყვეტილება მიღებული, რაც სატელეკომუნიკაციო სექტორს დააზარალებს. მისი თქმით, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების ამ რედაქციით კანონში შეტანა არ იქნება მართებული. „ამ რედაქციით ამ კანონის მიღება უბრალოდ არ იქნება სწორი და მართებული. მე ვფიქრობ, რომ ემოციები უნდა გავწიოთ...

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ

ეს სიგიჟეა და კრეტინიზმია, გიჩივლებთ
access_time2020-07-09 17:50:11
კითხვები იმდენია რაც მეტს კითხულობ მეტი კითხვა ჩნდება, მე ვარ მაგთის მოწილე, - კომუნიკაციების ბაზრის რეგულირების კანონში ცვლილებების სიგიჟე კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლის რუხაძემ დააზუსტებინა. ცვლილების მუხლის დაშვებით, თუ საკომუნიკაციო ბაზრის ოპერატორის საქმიანობა შელახავს მომხმარებლის ინტერესს, მაგთიკომის 54% წილს ჰყიდით საქართველოში, თუ რა ხდება ?, - მაგთის მინორიტარმა მფლობელმა ბექაურს უთხრა, რომ მაჟიორიტარ გია ჯოხთაბერიძესთან ურთიერთობებს ქვეყნის გარეთ გაფორმებული...

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო

თურქეთის სასამართლომ აია-სოფიას მეჩეთად გადაკეთება დასაშვებად ცნო
access_time2020-07-10 17:42:03
თურქეთის მთავარმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ – სახელმწიფო საბჭომ გააუქმა აია სოფიას მუზეუმად გამოცხადების შესახებ 1934 წლის გადაწყვეტილება. ამის შესახებ თურქული სააგენტო „ანადოლუ“ იტყობინება. ამგვარად, სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილება გზას უხსნის სტამბოლის მთავარი ღირსშესანაშნაობის მეჩეთად გადაკეთებას.„სიენენ თურქის“ ინფორმაციით, აია სოფიას გარშემო ჯებირები უკვე განათავსეს. აია სოფიას ტაძრის სტატუსის გადახედვისა და მისი მეჩეთად გადაკეთების...


მსგავსი სიახლეები

up