ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: „ქართული ღვინო საშუალო და საშუალოზე მაღალი ხარისხისაა“

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი: „ქართული ღვინო საშუალო და საშუალოზე მაღალი ხარისხისაა“

access_time2019-02-18 16:00:07

„სახელმწიფო არ არის ღვინის ხარისხის გარანტი, სახელმწიფო არის ხარისხის შესაბამისობის გარანტი და მაკონტროლებელი,“ - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან მეხუზლამ „კომერსანტთან“ საუბრისას განაცხადა.


„კომერსანტი“ ღვინის ხარისხის კონტროლის თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა დავით საგანელიძემ ღიად განაცხადა, რომ  ღვინის მწარმოებლები ექსპორტის დროს ერთმანეთთან საფასო კონკურენციაში შედიან და ღვინის ფასს დაბლა სწევენ. მისი თქმით, უცხოურ ბაზარზე შესვლისას ქართველმა მეღვინეებმა ფასთა კონკურენციით კი არ უნდა იჭიდაონ, არამედ პირიქით - მაღალხარისხიანი პროდუქციითა და ბაზრების მოძიებით.


ამ საკითხის შეფასებისას ღვინის მწარმოებელმა კომპანიებმა “კომერსანტთან“ საუბარში ღიად ისაუბრეს  ქართული ღვინის ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებზე.


როგორც  ღვინის მწარმოებელი კომპანია „ვაზიანის“ ხელმძღვანელი ირაკლი იაშვილი “კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს,  ბოლო 2 წელიწადია, ფასებით „ჭიდაობა“ განსაკუთრებით ტრადიციულ ბაზრებზე შეინიშნება, ოღონდ ეს ხარისხის სერიოზული გაუარესების ხარჯზე ხდება.


 ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი  ლევან მეხუზლა “კომერსანტთან“ საუბარში განამრტავს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმები ბოლო პერიოდში კიდევ მეტად გამკაცრდება. თუმცა, ხარისხის გამოსწორებაზე მხოლოდ სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს და ეს, პირველ რიგში, მწარმოებლების საზრუნავია.

 

“ამჟამად თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ღვინო საშუალო და საშუალოზე მაღალი ხარისხისაა,“ —  განაცხადა ლევან მეხუზლამ. 


რაც შეეხება რაოდენობრივად ღვინის ექსპორტზე გატანის საკითხს, ლევან მეხუზლას განცხადებით, თუ ზრდის ტენდენცია გაგრძელდა, შესაძლებელია, მალე ქართული ღვინო რაოდენობრივად ექსპორტზე გატანის მაქსიმუმს მიუახლოვდეს.

 

ლევან მეხუზლას ინფორმაციით, ბოლო წლების მონაცემებით, ღვინის ექსპორტი ევროპასა და ამერიკაში მზარდია. 2017 წელს ევროპაში 6 მილიონ ბოთლამდე ღვინო გავიდა, ხოლო 2018 წელს 7 მილიონ ბოთლ ღვინოზე მეტი. რაც შეეხება ამერიკას, 2017 წლის მონაცემით - 440 ათასი ბოთლი, ხოლო 2018 წელს 470 ათასი ბოთლი ღვინო გავიდა.

 

 

 ლიკა გურაბანიძე






დღეს გახსნილ „თბილისი მოლს“ ბევრი მომხმარებელი სტუმრობს

დღეს გახსნილ  „თბილისი მოლს“ ბევრი  მომხმარებელი სტუმრობს
access_time2020-06-01 14:30:10
„დღეიდან „თბილისი მოლი“ გაიხსნა და დილის 10 საათიდან მომხმარებლების ძალიან დიდი ნაკადი შეინიშნება, ჩვენს მოლოდინებსაც კი გადააჭარბა“, - ამის შესახებ „კომერსანტს“ „თბილისი მოლის“ კომერციული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნატა გოგოლაძემ განუცხადა. ნატა გოგოლაძის ინფორმაციით, „თბილისი მოლმა“ მუშაობა სრული დატვირთვით განაახლა და არც ერთი მაღაზია არ დახურულა. „ყველაფერი ძალიან მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, მაქსიმალურად ვიცავთ...

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი

ველოდებით რეკომენდაციებს - ბევჯერ მივმართეთ ხელისუფლებას, თუმცა არ ისმის არაფერი
access_time2020-06-01 15:30:30
„ფიტნეს დარბაზების რეგულაციებთან დაკავშირებით არის ყველაზე ნაკლები ინფორმაცია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ სნეპ ფიტნესის-ის დირექტორმა სოფო სოლოღაშვილმა განაცხადა. “ჩვენ მივმართეთ მთავრობას, რომ წინასწარ მაინც მოგვცენ რეკომენდაციები რათა მოვემზადოთ. უცხოეთის მაგალითზე, შეიძლება ვისაუბროთ, დაახლოებით რა წესების დაცვა შეიძლება იყოს საჭირო. მაგალითად, ამერიკაში ზოგ შტატში უკვე გაიხსნა ფიტნეს-ცენტრები და ზოგან...

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს

არეულობა აშშ-ში – თეთრ სახლთან აქციის გამო ტრამპი ბუნკერში გადაიყვანეს
access_time2020-06-01 12:40:52
უკვე რამდენიმე დღეა, აშშ-ის არაერთ ქალაქში საპროტესტო აქციები არეულობის ფონზე მიმდინარეობს – არბევენ და წვავენ მაღაზიებს, პოლიციის მანქანებსა და შენობებს. დემონსტრანტები აპროტესტებენ მინესოტის შტატის დედაქალაქ მინეაპოლისში პოლიციის მიერ უაიარაღო აფროამერიკელის, ჯორჯ ფლოიდისადმი ძალადობრივ მოპყრობას, რომელსაც შესაძლოა მისი სიკვდილი გამოეწვია და უფრო ფართო პრობლემას — პოლიციის მიერ აფროამერიკელებისადმი სასტიკ მოპყრობას. პოლიციის ერთ-ერთმა ოფიცერმა — დერეკ ჩაუვინმა...

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო

Bloomberg-ის სისტემაში ლარმა მკვეთრი გამყარება დაიწყო
access_time2020-06-01 11:55:07
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში დილიდან ვაჭრობა $1/3.1531-ით დაიწყო, 12:00 საათისთვის 1 დოლარი 3.1045-ის ნიშნულზეა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 29 მაისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.1761 ლარი შეადგინა. შედარებით განსხვავებულია კომერციულ ბანკებში არსებული კურსი. „თიბისი ბანკში“ 1 აშშ დოლარის ყიდვა 3.1180 ლარადაა შესაძლებელი, ხოლო მისი გაყიდვა - 3.0820 ლარად. „საქართველოს ბანკში“ 1 დოლარის ყიდვა 3.1450 ლარადაა...

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ

ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ
access_time2020-06-01 10:50:10
2019 წელი ფინკა ბანკისთვის ახალი ინიციატივებისა და შესაძლებლობების წელი იყო. ბანკისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა 2018 წლის მეორე კვარტალში მაკროეკონომიკური ცვლილებები და ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ღონისძიებები აღმოჩნდა. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ფინკა ბანკის 2019 წლის წმინდა მოგებამ 6 792 588 ლარი შეადგინა და დადებითი ინდიკატორებით დასრულდა საფინანსო წელი: მოგება კაპიტალზე (ე.წ. უკუგება საშუალო კაპიტალზე) - ROE 13.19%, ხოლო მოგება აქტივებზე (ე.წ. უკუგება აქტივებზე) - ROA...


მსგავსი სიახლეები

up