ლევან მეხუზლა: როდესაც დგება საშიშროება, რომ თავისუფალი ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იყოს, მაშინ სუბსიდიით ინტერვენცია ხდება

ლევან მეხუზლა: როდესაც დგება საშიშროება, რომ თავისუფალი ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იყოს, მაშინ სუბსიდიით ინტერვენცია ხდება

access_time2020-07-11 18:30:09

COVID 19-ის გამო შექმნილი ახალი რეალობის გათვალისწინებით ორ წლიანი პაუზის შემდეგ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რთველი კვლავ დაასუბსიდიროს. ამისთვის მთავრობამ 60 მლნ ლარი გამოყო. ამ ეტაპზე სუბსიდია მხოლოდ რქაწითელის ჯიშის ყურძენზე გავრცელდება. 

როგორც „ბიზნესი იმედზე“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა აცხადებს, გასული წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ მოთხოვნა ამ ჯიშის ყურძენზე უფრო ნაკლებია.

„როდესაც დგება საშიშროება, რომ თავისუფალი ფასი თვითღირებულებაზე ნაკლები იყოს, მაშინ ხდება ხოლმე სუბსიდიით ინტერვენცია. ამის შემდეგ, არცერთი სახელმწიფო არ ტოვებს ერთი-ერთზე თავისუფალ ბაზარზე მოთამაშეებს. რამდენიმე წელია ქართული ღვინო ხუთეულში შედის საერთაშორისო, საექსპორტო ფასით. თუმცა, სამწუხაროდ ამასაც დაატყო პანდემიამ დაღი. არამარტო საქართველოს არამედ მთლიანად, გლობალური მოთამაშეების კუთხით გაიაფდა იტალიური, ესპანური და ა.შ ღვინოები“ , - განაცხადა ლევან მეხუზლამ.

აქვე გეტყვით, რომ 40 მლნ ლარი უშუალოდ კომპანიების თანადაფინანსებისკენ იქნება მიმართული, რათა მათ ფერმერებისგან ყურძენი გარკვეული პირობებით შეიძინონ. ჭარბი მოსავლის შემთხვევაში დარჩენილ ყურძენს კი სახელმწიფო ღვინის ქარხანა „აკურა“ შეისყიდის, რისთვისაც დამატებით 20 მლნ ლარი გამოიყო. წელს, სავარაუდოდ, 20,000-მდე მევენახე მიიღებს სუბსიდიას. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი გადაცემაში აცხადებს, მათი მიზანია არც ერთი კილოგრამი ყურძენი არ დარჩეს ჩაუბარებელი და ფერმერებმა შემოსავალი არ დაკარგონ.


მისი თქმით, წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი ჭარბია და დაახლოებით 300 000 ტონას შეადგენს - რქაწითელი და კახური მწვანე 180 ათას ტონას, საფერავის მოსავალი კი 90 ათასი ტონის ფარგლებში იქნება.


Imedinews 




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up