„ენგურჰესი“ მუშაობას 1-ელ მაისს გამთენიისას განაახლებს.
„სპუტნიკის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრთან და „ჩერნომორენერგოს“ ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას „ენგურჰესის“ მმართველობის თავმჯდომარე ლევან მებონიამ განაცხადა.
მისი თქმით, ჰესზე მიმდინარე სამუშაოები ათი პროცენტით წინ უსწრებს გრაფიკით გათვალისწინებულს. „დარწმუნებით შეიძლება უკვე იმის თქმა, რომ 30 აპრილის ღამით და 1-ელ მაისს გამთენიისას სადგური ამუშავდება“, - განაცხადა მებონიამ.
„ენგურჰესის“ მუშაობა 20 იანვარს სადერივაციო გვირაბში სარემონტო სამუშაოების გამო შეჩერდა.
IPN.GE