ლევან კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით

ლევან კობიაშვილი: წინა ხელისუფლებამ ერთადერთი რაც გლდანს გაუკეთა - ააშენა ციხე და გაავსო იგი ჩვენი მოქალაქეებით

access_time2020-10-30 22:39:08

პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველომ“ საარჩევნო კამპანიის შემაჯამებელი შეხვედრა გლდანის რაიონში გამართა, რომელზეც რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატი, ლევან კობიაშვილი წარადგინეს. შემაჯამებელ შეხვედრაზე გლდანის მოსახლეობას და ქართველ საზოგადოებას სიტყვით ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ და მაჟორიტარი დეპუტატის კანდიდატმა, ლევან კობიაშვილმა მიმართეს.



„ძალიან დიდი მადლობა ჩვენ გუნდს. გუნდმა, რომელმაც მეორედ გამომიცხადა ნდობა და დამასახელა გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატად. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი და უდიდესი პასუხისმგებლობა და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი გასული ოთხი წლის განმავლობაში. ოთხი წელი, რომელიც ჩვენ ერთად, გლდანელებთან ერთად შევქმენით და მე ძალიან გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ გლდანი დღეს არის იმაზე უკეთესი ვიდრე ეს იყო ოთხი წლის წინ და დარწმუნებული ვარ მომდევნო ოთხი წლის შემდეგ კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ ჩვენი გუნდის წევრის მხარდაჭერით. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში იმ რაიონის, რომელ რაიონშიც დაიბადე და გაიზარდე. რაიონს, რომელსაც ძალიან დიდი დამსახურება და დიდი პატივი აქვს ჩემთვის პირადად, როგორც ადამიანისთვის ჩემი ჩამოყალიბებისთვის. ჩემი ახლობლები, ჩემი მეზობლები, ჩემი უბანი, ჩემი სკოლა პედაგოგები და ყველა ის ადამიანი, ვისთანაც ერთად წლების განმავლობაში მე ვცხოვრობდი. და ძალიან კარგად მესმის ასევე თუ რას ნიშნავს გუნდურობა ვინაიდან ჩემი წარსული საფეხბურთო კარიერიდან გამომდინარე ყოველთვის ვიყავი კარგი გუნდის კარგი მოთამაშე და პოლიტიკაში ზუსტად ამ არაჩვეულებრივი და ძალიან ძლიერი და მაგარი გუნდის კარგი წევრი. მე მიხარია და ვამაყობ ამით და ვამაყობ იმით თუ ჩვენ ერთად რა გავაკეთეთ გლდანისთვის. ნამდვილად ძალიან კარგად იცის თითეულმა გლდანელმა რა იყო წინა ხელისუფლების დროს, როდესაც მათთვის გლდანი არ იყო მნიშვნელოვანი და ერთადერთი რამ რაც გლდანს გაუკეთეს - ააშენეს ციხე და გაავსეს ციხე ჩვენი მოქალაქეებით. ჩვენ ციხეების აშენება არ გვჭირდება და არც მისი გავსება. ჩვენ ვაკეთებთ და ვაშენებთ სკოლებს, ვაშენებთ ბაღებს, ვაშენებთ უნივერსიტეტებს, ვაშენებთ სკვერებს და ვაშენებთ სტადიონებს და ზუსტად სიმბოლურად ვართ იმ ადგილას, სადაც სულ რამოდენიმე დღის წინ გაკეთდა არაჩვეულებრივი პროექტი, ერთ-ერთი მართლაც ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ფეხბურთის სტადიონი აშენდა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდა თაობებისთვის. თაობებისთვის, რომელიც არის ჩვენი მომავალი მათი განათლება, მათი ჩართულობა სპორტულ აქტივობაში და ეს არ ხდება მხოლოდ გლდანში. ამ ქვეყანაში ნამდვილად აღარ დაბრუნდება ის დრო, როდესაც სტადიონებს ანგრევდნენ და სტადიონებს ყიდიდნენ, არა ჩვენ პირიქით, ვაშენებ და ავაშენებთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ვინაიდან ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა და მივდივართ ამ სწორ გზაზე და ვერავინ, ვერცერთი ძალა ამ ქვეყანაში ვერ შეუშლის ხელს ამ გზის წინსვლაში. ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი და მე ვამაყობ ნამდვილად რომ გუნდის წევრი ვარ და ნამდვილად დიდი პატივია ეს ჩემთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კიდევ უფრო უკეთეს გლდანს ვიხილავთ და უკეთესი ქვეყანა გვექნება და ყველა ჩვენთაგანი ვიცხოვრებთ ამ ძალიან მაგარ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა და გლდანის მოსახლეობას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.








საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up