ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

access_time2019-12-13 22:47:07

საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა: 


-საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის თანამდეობიდან, მაშინ როდესაც 5 წლის ვადით იყო დანიშნული). ჩემი შეფასებაა, რომ ბატონი ლევანი ძალიან მაღალი კლასის პროფესიონალია, კეთილსიდისიერად მუშაობდა და ასრულებდა თავის მოვალეობას, არ მჯერა იმ ვერსიის, რომ ის თავისი სურვილით არის წასული ამ თანდებობიდან. მგონია, რომ მას აიძულეს გადაედგა ეს ნაბიჯი. მაინტერესებს თქვენი პოზიცია,ეს რამდენად დააზიანებს ნდობას საპენსიო რეფორმის მიმართ?



-ქვეყანაში ინფლაციაზე პასუხსმგებელი საქართველოს ეროვნული ბანკია. ყველაფერი გაძვირებულია, ინფლაციის მაჩვენებელი დიდი ხანია 3%-ს გასცდა. ეროვნული ბანკის და თქვენი, როგორც მისი ხელძღვანელის პასუხისმგებლობა მხოლოდ სიტყვიერად პასუხისმგებლობის აღებაა?რაში გამოიხატება ეს პასუხისმგებლობა?



- ინფლაციის ინდექსის დათვლის მეთოდი რეალობას არ ასახავს და დასახვეწია. ხომ არ აპირებთ მის შეცვლას?




- ცნობილია, რომ ბანკები არაპროფილურ ბიზნესში მონაწილეობენ. თვლით თუ არა, რომ ეს არის ეკონომიკისათვის შემაფერხებელი ფაქტორია?


ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ  დეპუტატს  სესიაზე უპასუხა და განმარტა, რომ ინფლაციასთან დაკავშირებით მარეგულირებლის  პასუხისმგებლობა არის ის, რომ მოხდეს  კარგი  და მაღალი ხარისხის  ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა და რატომ არის ფაქტობრივი ინფლაცია გადახრილი მიზნობრივი მაჩვენებლისგან, ამავე დროს იმაში, თუ რა გეგმა და ხედვები აქვს ეროვნულ ბანკს, რა ხედვები აქვს და ქმედებებს ახორციელებს ამასთან დაკავშირებით.


 „მიზნობრივი მაჩვენებელი ეს არ არის ლიმიტი და დროის ნებისმიერ მომენტში შეიძლება ის  გადახრილი იყოს, მაგრამ მთავარია, რომ ეროვნული ბანკის მოქმედებებით საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივი მაჩვენებლისკენ იმოძრავებს ინფლაცია.


რაც შეეხება ინფლაციის დათვლას, ამას ახორციელებს სტატისტიკის დეპარტამენტი, ეს მისი პრეროგატივაა. საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან შესაბამისობით ხდება ინფლაციის დათვლა საქართველოში და ეროვნული ანგარიშების გადათვლა მოხდა გარკვეული პრინციპით. იმ შემთხვევაში თუ არის შესაცვლელი (ინფლაციის დაანგარიშების მეთოდოლოგია) იმისთვის, რომ ის საერთაშორისო მეთოდოლოგიასთან მიმართებაში მოვიდეს, ვფიქრობ, ესეც სტატისტიკის დეპარტამენტის პრეროგატივაა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ.


 




„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა

„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა
access_time2020-01-28 21:30:47
„კომერსანტის“ 28 იანვრის TOP 10 თემა 1.„არჩევნების წინ ბიუჯეტში უფრო მეტი სახსრების მობილიზებას ცდილობენ“ – „საქსტატი“ ჩრდილოვანი ეკონომიკის დარგების აღრიცხვას იწყებს 2.„ქართული ოცნების“ პრემიებზე დახარჯული მილიონები და 112-ის გაუმართავი...

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე

„ხალხი ცდილობს თავი შეიკავოს როგორც ჩინური პროდუქციისგან, ასევე დაწესებულებებში სტუმრობისგანაც“-კორონავირუსის გავლენა ჩინურ რესტორნებზე
access_time2020-01-28 18:15:26
ჩინეთში დაფიქსირებული კორონავირუსი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. რამდენიმე ქვეყანამ ჩინეთიდან პროდუქციის შეტანაც კი აკრძალა. ინტენსიურად მოწმდება აეროპორტებში მგზავრების მდგომარეობაც. საქართველოში ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველის შემოყვანა აიკრძალა. აკრძალვების ფონზე „კომერსანტი“ დაინტერესდა რა მდგომარეობაა საქართველოში არსებულ ჩინურ რესტორნებში. შემცირდა თუ არა სტუმრების რაოდენობა ან შეჩერებულია თუ არა დაწესებულებების იმ ნედლეულით მომარაგება, რომელიც ჩინეთიდან...

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა

ჩინეთის კორონავირუსმა iPhone-ის წარმოება საფრთხის წინაშე დააყენა
access_time2020-01-28 20:20:26
ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსი, რომელმაც უკვე 100 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, iPhone-ების წარმოებას აფერხებს.  Bloomberg-ის მონაცემებით,  ჩინეთის ხელისუფლების მიერ მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებამ Apple-ის საწარმოო ჯაჭვში რღვევები შეიტანა. „ვერ წარმომიდგენია სცენარი, რომლის შემთხვევაშიც მიწოდების ჯაჭვი არ გაირღვევა, ამისთვის საკმარისია ნედლეულის, წარმოების, ტესტირებისა და მიწოდების მცირე სერიოზული შეფერხებაც კი“ - განუცხადა Bloomberg-ს ანალიტიკოსმა...

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება

ბათუმში Ibis Styles-ისა და Novotel living-ის სასტუმროები გაიხსნება
access_time2020-01-28 17:15:35
ბათუმში, კახაბრის დასახლებაში მრავალფუნქციურ კომპლექსში სასტუმროების 2 საერთაშორისო ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ბრენდების შემოყვანაზე Ibis Styles-სა და Novotel living-თან კომპანია „ეიერ-მერიდიანსმა“ მოლაპარაკებებს უკვე მიაღწია. ამ დროისთვის გაფორმებულია 20 წლიანი ხელშეკრულება Ibis Styles-თან, Novotel living-თან კი გაფორმებულია მემორანდუმის თანახმად, 20 წლიანი ფრანშიზა უახლოეს 3 თვეში გაფორმდება. ეს ორი შეთანხმება გახდა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის...

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“

მაია ცქიტიშვილი: „მსოფლიოში მესამე ადგილზე ვართ საგადასახადო ტვირთის სიმცირის მიხედვით“
access_time2020-01-28 17:00:05
ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო ტვირთის შესაფასებლად გამოიყენება მაჩვენებელი, რომელიც საგადასახადო შემოსავლების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობას ზომავს. მაია ცქიტიშვილი საწარმოს კომერციულ მოგებაში პირდაპირი გადასახადების ფარდობით მაჩვენებელს გულისხმობს, რომელიც მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგის ერთ-ერთი კომპონენტია. რადგან გამოსვლისას პოლიტიკოსი ბიზნეს-კონიუნქტურაზე საუბრობდა, აღნიშნული მაჩვენებლის გამოყენება მიზანშეწონილია, თუმცა საბოლოო ჯამში, კონკრეტიკა არასაკმარისია და განცხადება...


მსგავსი სიახლეები

up