ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც  არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან თეთრიც არ არის ათვისებული

access_time2019-10-23 18:15:39

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეკონომიკის მინისტრს, ქალბატონ ნათია თურნავას რამდენიმე დღის წინ სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე - რომელ პროექტებში აითვისეს 2019 წლის ბიუჯეტიდან ის 20 მლნ ლარი, რომელიც ჩემი და პარლამენტარი კოლეგების, ჯერ კიდევ წინა ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ინიციატივით და ჩართულობით შექმნილი საკრედიტო-საგარანტიო ფონდში ჩაიდო სპეციალურად ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის და განვითარებისათვის .


▶️ მინისტრისგან მივიღე პასუხი, რომ 2019 წლის გასული 10 თვის განმავლობაში 20 მლნ ლარიდან არცერთ პროექტზე თეთრიც არ აქვს ათვისებული და გაცემული გარანტიის სახით !


▶️ მინისტრის არგუმენტი ასეთია - ბიზნესმენებმა საკრედიტო-საგარანტიო ფონდს დახმარებისთვის არ მიმართეს: „ამ ეტაპზე, აღნიშნული სქემის ფარგლებში, არ არის გაცემული საკრედიტო გარანტია. ასევე, არ არსებობს წინასწარი ინფორმაცია დაგეგმილი პროექტების თაობაზე, რადგან ორივე ზემოაღნიშნულს კერძო სექტორის მიმართვიანობა განაპირობებს“.


▶️ ფაქტობრივად, მინისტრი თავის მართლების მიზნით თავის უმოქმედობას იქეთ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს აბრალებს და ამბობს, რომ მისთვის არ მიუმართავთ და ამიტომ გარანტიები არ არის გაცმეული.


▶️ მივმართავ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს: გაუადვილეთ მინისტრს მუშაობა და მოითხოვეთ საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში აკუმულირებული 20 მლნ ლარი თქვენივე ბიზნესის სასარგებლოდ.


▶️ პირადად მე, როგორც პარლამენტარი მზად ვარ ჩავერთო ამ მიმართვიანობის შესრულების კონტროლში და შეგიძლიათ პარალელურად იგივე მიმართვა ჩემთანაც გამოაგზავნოთ და ჩვენ მოვითხოვთ პასუხს მინისტრისაგან შემდგომ არ შესრულებაზე“-წერს კობერიძე. 


შეგახსენებთ,საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 2019 წლის 1-ლი აპრილიდან ახალ პროგრამას „საკრედიტო საგარანტიო სქემა“-ს ახორციელებს, რომელიც 2019 წლის 28 მარტის მთავრობის სხდომაზე დამტკიცდა.


პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. საკრედიტო საგარანტიო სქემა ხელს შეუწყობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში ან ბაზარზე, რომელიც საბანკო სექტორში არსებული საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკთან.


საკრედიტო საგარანტიო სქემა დაფუძნებულია პორტფელის გარანტიებზე. სესხის შეფასება ხორციელდება კომერციული ბანკის მიერ. საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, საკრედიტო გარანტია გაიცემა კომერციული ბანკის მიერ გაცემულ თითოეულ სესხზე, სესხის ძირი თანხის არაუმეტეს 70%-ის ოდენობით და თითოეული კომერციული ბანკისთვის პროგრამის ფარგლებში არსებული სასესხო პორტფელის არაუმეტეს 15%-ის ოდენობაზე.


საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში, გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარში აღებულ სესხებზე. მეწარმე სუბიექტს შეეძლება არანაკლებ 50 ათასი და არაუმეტეს 2 მლნ ლარის მოცულობის სესხის აღება. ამასთანავე, მსესხებლის ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში საშუალოდ არ უნდა აღემატებოდეს 20 მლნ ლარს და მისი მთლიანი სასესხო ვალდებულებები სესხის აღების მომენტისთვის არ უნდა აღემატებოდეს 8 მლნ ლარს. საკრედიტო გარანტიის მაქსიმალური ვადა შეადგენს 10 წელს.


საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის ამოქმედების მიზნით მთავრობამ წელს ბიუჯეტში 20 მლნ ლარი გამოყო.


„კომერსანტი“





იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე

იპოთეკური სესხის სუბსიდირება მეორად ბინებს არ შეეხება-ვახტანგ ბუცხრიკიძე
access_time2020-05-28 19:16:24
ახალი, სუბსიდირებული იპოთეკური სესხებით სარგებლობას მოქალაქეები „თიბისიში“ ივნისის შუა რიცხვებიდან შეძლებენ. ამის შესახებ „თიბისის“ დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, სესხების გაცემის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი, რასაც დაახლოებით, 1-2 კვირა დასჭირდება, შესაბამისად, ივნისის შუა რიცხვებში ბანკი მზად იქნება, რომ სესხები გასცეს. „ბოლო 3 კვირის განმავლობაში...

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

28 მაისი - ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-05-28 19:00:55
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.    ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 28 მაისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი მცირედით გამყარდა და ერთი აშშ დოლარის...

„ნატახტარი“ ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს

„ნატახტარი“  ბაზარზე 1 კვირაში მწვანე ლაიმის შეცველობის ლუდს გამოიტანს
access_time2020-05-28 18:45:57
„ნატახტარი“ პროდუქციის ასორტიმენტს აფართოებს. კომპანია დაახლოებით ერთ კვირაში ბაზარზე მწვანე ლაიმის შემცველობის ლუდს გამოიტანს. როგორც „კომერსანტს“   „ნატახტარის“ კორპორატიულმა   დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა,ლუდის სეზონზე მნიშვნელოვანი იქნება ისიც, რომ „ნატახტარი“  არსებულ სასმელებზე, კომპანია  ფასებს დააკორექტირებს.    „განახლებული პროდუქციით  ვგეგმავთ გამოვჩნდეთ ბაზარზე და დავიწყოთ ლუდის სეზონი, წინა წელს...

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის

ირაკლი ბურდილაძე - უძრავ ქონებაზე ფასების გაზრდა ან გაყიდვების შემცირება მოსალოდნელი არ არის
access_time2020-05-28 16:38:06
მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული, – ამის შესახებ კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელმა, ირაკლი ბურდილაძემ განაცხადა, რომელიც გეგმის პრეზენტაციას დაესწრო. მისი თქმით, ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება. „მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა...

ფრონტერა მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია

ფრონტერა  მოქმედებს როგორც არაკეთილსინდისიერი ბიზნეს სუბიექტი-ნავთობის და გაზის კორპორაცია
access_time2020-05-28 16:15:17
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია (სნგკ/კორპორაცია) ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოსთან (ნგსს/სააგენტო) ერთად მოუწოდებს ,,ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია კორპორეიშენს“, თავი შეიკავოს არაკეთილსინდისიერი ქმედებებისგან, საარბიტრაჟო განხილვის რეალური შედეგების საწინააღმდეგო ცნობების გავრცელებისგან და ამ გზით სამართლებრივი დავისთვის პოლიტიკური სახის მიცემისგან. აქვე, „ფრონტერამ“ პატივი უნდა სცეს მხარეთა მიერ შეთანხმებული დავების განმხილველი ინსტიტუტის -...


მსგავსი სიახლეები

up