ლევან კობერიძის განცხადებით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, წამლის ფასი გაიზრდება

ლევან კობერიძის განცხადებით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით, წამლის ფასი გაიზრდება

access_time2020-07-08 16:25:22

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრის, ლევან კობერიძის განცხადებით, „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებით ბაზარზე წამლის ფასი გაიზრდება.


როგორც კობერიძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და ევროინტეგრაციის გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, კანონით რთულდება და იზრდება ბარიერები, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციაში მეტი სუბიექტი შევიდეს.


„ჩემი აზრით, ამ კანონპროექტის სულისკვეთება ახლა რაც ჩვენ გვაქვს, რამდენადაც არასასიამოვნო მოსამსენი არ უნდა იყოს, მიმართულია კონკურენციის შემცირებისენ და ფასების აუცილებლად მოსალოდნელი ზრდისკენ, კანონის მიღების შემთხვევაში. თავის დროზე, როდესაც იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ მეტი კონკურენცია ყოფილიყო ფარმაცევტულ ბაზარზე, დაშვებული იქნა აღიარებითი ქვეყნებიდან ე.წ. პარალელური იმპორტი. როდესაც ხარისხიანი მწარმოებელი ქვეყანა სხვადასხვა სიხშირით, სხვადასხვა ბაზარზე აჩენს გაცილებით უფრო იაფად თავისსავე პროდუქციას, ამ დროს ჩვენი ტიპის ქვეყნის კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა ჩავიდნენ და წამალი იყიდონ და ჩამოიტანონ. მსხვილმა იმპორტიორებმა საქართველოში ყოველთვის იცოდნენ, რომ თუ არაადეკვატურად მაღალ ფასს დააწესებდნენ, გამოჩნდებოდა პარალელური იმპორტი, რომელიც აიძულებდა მათ ფასები დაეწიათ. 5-7 დღე იყო ტრანსპორტირების ვადა, ყიდვიდან საქართველოში ტრანსპორტირებამდე. 2014 წლიდან დაიწყო ხელოვნური ბიუროკრატიის შექმნა იმ იმპორტიორებისთვის, რომლებსაც შემოჰქონდათ ასეთი ტიპის პროდუქცია. რამაც განაპირობა, რომ 5-7 დღეში ჩამოტანილი ხარისხიანი, იაფიანი მედიკამენტები დაყოვნდა საბაჟოზე. 2015 წელს 2 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების პროდუქცია იყო გაჩერებული საბაჟოზე ამ დავების გამო და ვერ მოხვდა ბაზარზე. ეს ტენდენცია სამინისტროში გაგრძელდა და მიიღო ისეთი სახე, რომ დავები 2-3 წელი გაიწელა. 400-ზე მეტი ოპერატორი იყო და წლიდან წლამდე ეს მონაცემი მცირდება. თქვენ როდესაც ვადების გახანგრძლივებას ითხოვთ, მეწარმეები ამას არ ითხოვენ. ეს ცვლილება გამოიწვევს, რომ მოთამაშეების რაოდენობა, რომლებსაც იაფიანი მედიკამენტების შემოტანა უნდათ, შემცირდება. თქვენ თუ გინდათ მოქალაქეებზე იზრუნოთ ხარისხთან და ფასებთან მიმართებაში, ამ კანონპროექტს მხარი არ უნდა დაუჭიროთ. ამ კანონით ართულებთ და ზრდით ბარიერებს, რომ კონკურენციაში მეტი სუბიექტი შევიდეს. მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ფარმაცევტულ ბაზარზე აუცილებლად მოიმატებს ფასები. ჩემი წინადადებაა დაბრუნდეს ის ვადები, რაც არის, 5-7 დღე და არა 30 და თუ გინდათ შევიტანოთ სააგენტოს მუშაობასთან დაკავშირებული დათქმა, რომ თუკი ცვლილებებია საჭირო ბიუჯეტში, ან სააგენტოს გაძლიერებასთან დაკავშირებით, მხარს დავუჭერ.



თუ უხარისხო წამალთან გვაქვს საქმე ბაზარზე, მაშინ დასჯილი ადამიანები მაჩვენეთ, კომპანიები და საჯარო მოხელეები, ვინც ამას ხელი შეუწყო. მოსახლეობას აინტერესებს შედეგი, რაც გაზრდილი ფასები იქნება. ეს კანონი ხელს უშლის კონკურენციას, სადაც კონკურენცია არ არის ოლიგოპოლია, მონოპოლია და კონცენტრირებული ბაზარია“, - განაცხადა კობერიძემ.


კობერიძის აღნიშნულ განცხადებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია გამოეხაურა. როგორც გაბუნიამ თქვა, კანონპროექტს არ აქვს პოტენციალი, რომ დღეს გააუარესოს ან სრულად აღმოფხვრას ის პრობლემები, რაც ფარმაცევტულ ბაზარზეა.


„ისტორიულად თუ შევხედავთ ფარმაცევტული ბაზრის განვითარების ტენდენციებს, მიუხედავად იმისა, რომ ვადები 5-7 დღე იყო, წამლის ფასის თავიდან აცილება ჩვენ ვერ შევძელით, ამიტომ არის ერთიანი კომპლექსური რეფორმა წამალთან მიმართებაში, რაზეც მიმდინარეობს მუშაობა. ვადების გახანგრძლივება უკავშირდება იმ პროცედურულ საკითხს, რომ დღეს ჩვენ წამლის ხარისხის უზრუნველყოფას ვახორციელებთ მხოლოდ და მხოლოდ დოკუმენტური მიმოხილვის საფუძველზე. ანუ მარეგულირებელს უნდა ჰქონდეს დრო იმისთვის, რომ თავად იყოს დარწმუნებული მისი დოკუმენტური მიმოხილვის სისწორეში. იმ ქვეყნებში, საიდანაც წამლები საქართველოში შეიძლება მოხვდეს აღიარებითი რეჟიმით, მრავლად არის წამლის ფალსიფიცირების, ფარმაკოზედამხედველობით გამოვლენილი დარღვევების შემთხვევები. სწორედ ამის მოკვლევა უნდა მოახერხოს სააგენტომ, ვიდრე უპირობოდ გასცემს რეგისტრაციის ნებართვას ამა თუ იმ მედიკამენტზე. როდესაც გვექნება მეტად გამართული წამლის ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა, მაშინ საერთოდ მოიხსნება 15, 20 და 30 დღის თემა“, - განაცხადა გაბუნიამ.


bpn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up