ლევან კობერიძე - ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სფეროს, აუცილებლად მედპერსონალთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს

ლევან კობერიძე - ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ეხება სამედიცინო სფეროს, აუცილებლად მედპერსონალთან და სპეციალისტებთან შეთანხმებით უნდა გაკეთდეს

access_time2020-10-29 17:26:01

„ლელოს“ ჯანდაცვის ჯგუფი მხარს უჭერს სამედიცინო ასოციაციების ინიციატივას კლინიკებისა და სამინისტროს დონეზე კლინიკური ეთიკის კომიტეტების შექმნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას „ლელო საქართველოსთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.



როგორც „ლელოს“ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და პარტიის ჯანდაცვის ჯგუფის წევრი, ლევან კობერიძე აცხადებს, ყველა გადაწყვეტილება, რომელიც ჯანდაცვის მიმართულებით იქნება მიღებული, აუცილებელია შეთანხმებული იყოს დარგში მომუშავეებთან და სპეციალისტებთან.



„მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება დარგში სიტუაციის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ხდებოდეს არა ისე, როგორც დღეს ხდება - ვიწრო პოლიტიკურ პარტიული დღის წესრიგიდან გამომდინარე, არამედ რეალურად რაც სჭირდება ჯანდაცვის სისტემას. მნიშვნელოვანია, პოლიტიკოსებმა მოვისმინოთ სამედიცინო პერსონალის მოსაზრებები, თუ რა სჭირდება დარგს განვითარებისათვის. სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების პოზიცია მისაღებია, „ლელოსთვის“ რომელსაც გათვალისწინებული გვაქვს დაახლოებით იგივე ნაბიჯი პარტიის მარშალის გეგმაში. ჩვენ ვხედავთ, რომ დარგი ითხოვს ცვლილებებს, რაც აუცილებელია ჯანდაცვის სექტორში ბევრი საკითხის დასარეგულირებლად. ხელი უნდა შეუწყოთ მოსახლეობისათვის ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისის მიწოდებას,“ - განაცხადა კობერიძემ.



სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 2020 წლის 24 ოქტომბრის ყრილობის რეზოლუცია



მოკლევადიან პერსპექტივაში ითვალისწინებს:




ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმას, რითაც უნდა გაიმიჯნოს სამედიცინო შეცდომა სამედიცინო დანაშაულისგან.



კერძოდ, ყველა კლინიკის და ჯანდაცვის სამინისტროს დონეზე უნდა შეიქმნას კლინიკური ეთიკის კომიტეტები შესაბამისი დარგობრივი ასოციაციების მონაწილეობით და განისაზღვროს ამ კომიტეტების რეგლამენტი. ნებისმიერი სამედიცინო შემთხვევის შეფასება და შემდგომი საქმის აღძვრა ან ექიმის პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს მხოლოდ ამ კომიტეტებზე საქმის განხილვის შემდეგ.



რეზოლუციის გრძელვადიანი პერსპექტივა ითვალისწინებს:



სავალდებულოდ უნდა გატარდეს საკანონმდებლო ცვლილებები, რაც გახდება საფუძველი, რომ გაძლიერდეს დარგობრივი ასოციაციების როლი და იმგვარი ფუნქციები მიენიჭოს მათ, რასაც პროფესიული ასოციაციები ასრულებენ სხვა განვითარებულ ქვეყნებში. ამ მიზნით, სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება გამოთქვამს მზადყოფნას, შესთავაზოს მთავრობას და პარლამენტს, რათა გააქტიურდეს ურთიერთთანამშრომლობა და შეიქმნას რამდენიმე მიმართულებით თემატური ჯგუფები, როგორიცაა: მედიცინის მუშაკებისა და პაციენტების უსაფრთხოების და უფლებების დაცვა; სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლი და უწყვეტი პროფესიული განათლება.



სამედიცინო პერსონალს ღირსეული ხელფასი უნდა ჰქონდეს! სამედიცინო პერსონალის მინიმალური ხელფასი გათვალისწინებული იყოს ისევე, როგორც ეს ხდება ოჯახის ექიმის გუნდის ხელფასის შემთხვევაში, რაც პირველადი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამაშია ასახული.



უნდა მოხდეს ახალგაზრდა ექიმებისა და რეზიდენტებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამების შექმნა, რათა სამედიცინო რესურსები იყოს მუდმივად და ხარისხიანად განახლებადი.



NS 











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up