ლევან კობერიძე: „თუ გინდა, რომ შეცვალო პოლიტიკა, ჯერ თავად უნდა შეიცვალო"

ლევან კობერიძე: „თუ გინდა, რომ შეცვალო პოლიტიკა, ჯერ თავად უნდა შეიცვალო"

person access_time2016-09-30 17:40:52

პოლიტიკაში მოსვლის მთავარ მოტივად, ლევან კობერიძე ადამიანებზე ზრუნვის სურვილს ასახელებს. სხვებზე ზრუნვის გამოცდილება თემქის მეხუთე სამშობიაროში, მეან-გინეკოლოგად მუშაობისას დაუგროვდა. 

 



"ამაყი ვარ იმით, რომ თემქაზე მდებარე მეხუთე სამშობიარო სახლში მუშაობის განმავლობაში ჩემს ხელში უამრავი ახალი სიცოცხლე დაიბადა. ჩემს ამ პროფესიას ყველაზე მთავარ გრძნობას ვუმადლი, რაც გამაჩნია - ეს სიცოცხლის სიყვარულია! კარგად ვიცი, როგორ უნდა გავუფრთხილდეთ თითოეულ სიცოცხლეს, რომელსაც გარშემომყოფებისთვის უამრავი სიხარული და ბედნიერება მოაქვს. ამ პროფესიამ, პირველ რიგში, ადამიანებზე ზრუნვა მასწავლა".


90-იანი წლები, სრული ქაოსი და გაურკვევლობა. ცხოვრებისეული სირთულეების გამო, იძულებული გახდა საყვარელ პროფესიაზე უარი ეთქვა. უკვე 15 წელია მის მთავარ საქმიანობად ბრენდინგი იქცა. ფიქრობს, რომ ამ სფეროში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება, ახლა უკვე პოლიტიკოსს, საშუალებას მისცემს საქართველოს, როგორც ბრენდის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს.

 



„ბრენდინგში ყველაზე საინტერესო ისაა, შექმნა ბრენდი, რომელიც საკუთარ თავზე თავად ლაპარაკობს. მინდა, ასეთ ბრენდად საქართველო იქცეს და თანაბარად მიმზიდველი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, ტურისტებისა და უცხოელი ინვესტორებისთვის. სამუშაო ადგილებს რაც შეეხება, მათ ვქმნი არამარტო ჩემს სფეროში, არამედ ჩემი კომპანიის საშუალებითაც - ჩვენ ვეხმარებით სხვა კომპანიებს, გახდნენ უფრო წარმატებულები. წარმატებული ბიზნესი კი, მეტ სამუშაო ადგილს, სტაბილურ და მაღალანაზღაურებად დასაქმებასა და ცხოვრების ღირსეულ პირობებს ნიშნავს."


ლევან კობერიძე კენჭს გლდანისა და მუხიანის 22-ე საარჩევნო ოლქში იყრის. წარმატებაში დარწმუნებულია და ისიც იცის, პოლიტიკოსის რანგში პირველად რას გააკეთებს.


„მინდა, აქ ცხოვრება საინტერესო იყოს, ადამიანები ცენტრალური უბნებიდან ჩვენთან საცხოვრებლად, გასართობად და დასასვენებლად მოდიოდნენ. მუხიანი უნდა იქცეს ერთ-ერთ ცენტრალურ უბნად და ყველა დანარჩენს ღირსეულ კონკურენციას უწევდეს".


რატომ „ქართული ოცნება"? მისი აზრით, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელმაც თითოეული ადამიანი მთავარ საზრუნავად აქცია და მთელი ძალისხმევა მოქალაქეების გადაუდებელი პრობლემების მოგვარებისკენ მიმართა.

 

 



მიაჩნია, რომ „ქართულმა ოცნება" ის პოლიტიკური ძალაა, რომელმაც ძალადობრივ, რეპრესიულ მანქანადქცეული სახელმწიფო ადამიანებზე მზრუნველ მწყობრ სისტემად აქცია, უმნიშვნელოვანესი რეფორმები განახორციელა ჯანდაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის მიმართულებებით და ქვეყანა განვითარების სწორ გზაზე დააყენა. სწორედ ამიტომ სჯერა, რომ „ქართულ ოცნებასთან" და ხალხთან ერთად უნდა ააშენოს თბილისი, ქალაქი, რომლითაც ყველა იამაყებს და რომლის ყველა უბანი ერთნაირად ხელმისაწვდომ, თანაბარ შესაძლებლობებს შექმნის ყველასთვის.

 



„ჩემი მაჟორიტარად წარდგენის მეტად საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაც ამ სურვილმა მიმაღებინა, რადგან მინდა, ჩემი ადამიანური რესურსი, პროფესიული თუ ცხოვრებისეული გამოცდილება ჩემს ქალაქში ამ განსხავებების გაქრობასა და თბილისის სწრაფ განვითარებას მოვახმარო.

 



დარწმუნებული ვარ, ხალხის სურვილიც ეს არის და მჯერა, რომ ჩვენ ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ - გლდანსა და მუხიანს გამართული ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილი ბაგა-ბაღების, მოწესრიგებული და დაცული სკოლების, გართობისა და დასვენების უსაფრთხო სივრცეებისა და ახალგაზრდობისთვის საინტერესო გარემოდ ვაქცევთ!"


ამბობს, რომ ეს მხოლოდ სურვილი და ფუჭი დაპირება არ არის, რადგან იმ პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, რომელსაც დღეს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ალტერნატივა არ აქვს.


„ეს ხმამაღალი ნათქვამი სიტყვები არ არის, რადგან „ქართული ოცნებაა" ის ერთადერთი ძალა, რომელსაც აქვს ქვეყნის მართვის პოზიტიური გამოცდილება, ჰყავს წარსულის პოლიტიკური ცოდვებისგან თავისუფალი განახლებული გუნდი, აქვს ქვეყნის სწრაფი განვითარების მკაფიო გეგმა და ერთადერთი, ვის წინაშე პასუხისმგებლობის საპატიო და მძიმე ტვირთიც აკისრია, ჩვენი ამომრჩეველია", - ამბობს ლევან კობერიძე.


კიდევ ერთი, რასაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს, ეს პოლიტიკაში სრულიად ახალი სტანდარტების დამკვიდრებაა. ამიტომაცაა „ქართული ოცნების" განახლებული გუნდის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკუთარი უბნისთვის, ქალაქისთვის, ქვეყნისთვის სასიკეთო ცვლილებები ჯერ თითოეული მოქალაქიდან უნდა დაიწყოს. ყველაზე ხშირად იმეორებს ფრაზას - თუ გინდა, რომ შეცვალო პოლიტიკა, ჯერ თავად უნდა შეიცვალო და ახლებური ხედვებითა და ინოვაციური იდეებით ხვდება თითოეულ ამომრჩეველს.

 



მუხიანელებისა და გლდანელების პრობლემებს უკვე იცნობს, ადგილობრივებს ინტენსიურად ხვდება, პირადად დადის ოჯახებში და ადგილზე ეცნობა ყველა იმ საკითხს, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. შემუშავებული აქვს ამ პრობლემების გადაჭრის გზებიც და მუხიანისა და გლდანის მოსახლეობას სრულიად ახალი სტანდარტის პოლიტიკას ჰპირდება - მისი მთავარი დაპირება ხალხთან დიალოგის გაძლიერება და მაჟორიტარის ბიუროს რეალური ამოუშავებაა, მიზანი კი - გლდანი-მუხიანის სწრაფი განვითარება და თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა:

 



მაჟორიტარობის კანდიდატი აქცენტს გლდანსა და მუხიანში თანამედროვე ინფრასტრუქტურების შექმნაზე აკეთებს და აცხადებს, რომ ცოტა ხანში, ეს უბნები შშმ პირებისთვის ყველაზე ადაპტირებულ ადგილად უნდა იქცეს დედაქალაქში; გეგმავს ბიზნესიდეების ლაბორატორიის, „სტარტაპ 22"-ის შექმნას, რაც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, თავიანთი იდეები შემოსავლის რეალურ წყაროდ აქციონ; მიაჩნია, რომ მუხიანსა და გლდანს განსაკუთრებული ეკოსისტემა აქვს, რომელსაც მოვლა და შენარჩუნება სჭირდება; კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი მუხიანისთვის, რომელიც უკვე მიმდინარეობს, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სარაგბო კომპლექსის მშენებლობაა. ეს კომპლექსი 4 მოედანს მოიცავს და მომავალ წელს, 20 წლამდე ასაკის მორაგბეთა შორის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს.


პარალელურად, გლდანი-მუხიანის მაჟორიტარობის კანდიდატს ზურგს „ოცნების" მიერ გაკეთებული საქმეები და სამომავლო დაპირებები უმაგრებს: სკოლის მასწავლებელთა ხელფასების ზრდა; საპენსიო რეფორმის ამოქმედება და სახელმწიფო პროგრამა „ცხოვრება გრძელდებას" მეშვეობით პენსიონერეთა დასაქმების რეალური შესაძლებლობები; პირველადი მედიკამენტების დაფინანსება სახელმწიფო მიერ; ახალი სასკოლო პროგრამებისა და სახელმძღვანელოების დანერგვით, სწავლის ხარისხის გაუმჯობესება, ასევე, სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარება; განსაკუთრებულად მოსწონს პროფესიული განათლების გერმანული მოდელის დანერგვაც, რომლის მიხედვით, კადრების გადამზადებაში კერძო სექტორიც ჩართულია, რადგან თავადაა დაინტერესებული, მეტი პროფესიონალი თანამშრომელი ჰყავდეს; მიაჩნია, რომ ერთ-ერთი საშური საქმე შშმ პირების დასაქმებისთვის ხელშეწყობაა, რასაც „ქართული ოცნების" გუნდიც ჰპირდება ამომრჩეველს...

 

 


„დარწმუნებული ვარ, ჩვენს მოსახლეობას აქვს რესურსი და პოტენციალი, რომელიც ამ სურვილს რეალობად აქცევს. ეს შესაძლებლობები სწორი კუთხით უნდა მივმართოთ. შემდეგ საკანონმდებლო დონეზე დავაყენოთ და შესაბამის ინიციატივებად ვაქციოთ. კიდევ ერთი დიდი პროექტი, რომლის განხორციელებასაც ვაპირებ, ეს ინოვაციური იდეების ცენტრის გაკეთებაა. ახალგაზრდებისთვის გაკეთდება ინოვაციური იდეებისა და პროგრესის ცენტრი," სტარტაპ 22". შეიქმნება იდეების ბანკი და მე, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მათ ინვესტიციების მოზიდვაში დავეხმარები", - აყალიბებს სამომავლო გეგმებს და ამბობს, რომ საამისოდ ჩატარდება იდეების კონკურსი, სადაც გამარჯვებულს დაფინანსება და იდეის რეალიზების შანსი მიეცემა. „სტარტაპ 22" ეს იქნება თანამედროვე ბიზნესლაბორატორია, რომელშიც არამარტო გლდანისა და მუხიანის, არამედ მთელი თბილისის, საქართველოს მოსახლეობა ჩაერთვება.

 



"ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი დღე იყო ჩემი ქალიშვილის, სესილის დაბადება და დღეს ორმაგად ამაყი ვარ იმით, რომ მომავალ წელს სესილი აბიტურიენტი იქნება. ძალიან მიხარია, რომ ჩვენი მომავალი თაობა საბჭოთა პერიოდში არ დაიბადა, უფრო ლაღები და თავისუფლად მოაზროვნეები არიან და მჯერა, დიდ წარმატებას მიაღწევენ. ამიტომ როცა პოლიტიკაში მოვდიოდი, ერთ-ერთი პირველი, ვისაც დაპირება მივეცი, ჩემი შვილი და მისი მეგობრები იყვნენ - მათი სახით მთელს ახალგაზრდობას ახლაც ვპირდები, რომ მათი სრულფასოვანი განათლების, განვითარებისა და თვითრეალიზებისთვის ყველაფერს გავაკეთებ!"

 

 



კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ

კომპანიები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის დროს თითქმის ან სრულიად გაკოტრდნენ
access_time2020-07-05 20:00:36
კორონავირუსის პანდემიამ მსოფლიოს მასშტაბით არნახული ეკონომიკური კრიზისი გამოწვია და მასშტაბებიდან გამომდინარე 2008 წლის ეკონომიკურ კრიზისსაც გადააჭარბა. პანდემიის გამო მსოფლიოს...

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები

რა წესები უნდა დაიცვან ტურ-ოპერატორებმა, გიდებმა და მძღოლებმა - განახლებული რეკომენდაციები
access_time2020-07-05 18:30:55
სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, განახლდა და დამტკიცდა ახალი რეკომენდაციები. მათ შორისაა რეკომენდაციები ტურ-ოპერატორებისთვის, გიდებისთვის და...

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში

გიორგი კაპანაძე – აზარტული თამაშების ბრუნვა 14 მილიარდამდე იყო, საიდანაც 200 მილიონამდე თანხაა გადახდილი ბიუჯეტში
access_time2020-07-05 11:30:02
აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, თუკი ამ ბიზნესს ჩავკეტავთ, იგი იატაკქვეშ გადაინაცვლებს და გაცილებით უფრო მძიმე მაფიოზური სიტუაცია შეიქმნება. როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან მსგავსი სიტუაცია, რომ...


მსგავსი სიახლეები

up