ლევან კობერიძე - სჯობს იმაზე დაფიქრდეს რომან კაკულია, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამა საერთოდ ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია

ლევან კობერიძე - სჯობს იმაზე დაფიქრდეს რომან კაკულია, რომ „ქართული ოცნების“ პროგრამა საერთოდ ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია

access_time2020-09-25 16:40:46

„ლელოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი ლევან კობერიძე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის რომან კაკულიას განცხადებას პასუხობს, რომლის თქმით, „ლელო საქართველოსთვის ლიდერის მამუკა ხაზარაძის ინიციატივა, რომელიც მევახშეობის აკრძალვას მოიცავს, „მომავალში დასაწერი წიგნის სარჩევს ჰგავს, რომლის შინაარსიც დაწერილი არ არის და თანაც, განძის კუნძულია ალბათ, სადღაც აღმოჩენილი. ლევან კობერიძე რომან კაკულიას დებატებში იწვევს და ურჩევს, დოკუმენტს უკეთესად გაეცნოს. მისი შეფასებით, „ქართული ოცნების გუნდის პროგრამა ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია, რომელსაც სარჩევიც არ აქვს.


„მგონი, დოკუმენტის წაკითხვა ეზარებათ. ამ შემთხვევაში, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადება ცოტა მოსწავლის პოზიციას მაგონებს,ზაფხულის არდადეგებზე წიგნის წაკითხვას რომ დაავალებდნენ, მხოლოდ სარჩევს გადაავლებს თვალს და ამის მიხედვით ცდილობს წიგნზე ისაუბროს. დოკუმენტი შინაარსობრივად აბსოლუტურად სრულყოფილია. კარგი იქნებოდა, თუ ეკონომიკის კომიტეტი და ქართული ოცნების სხვა წევრები ეკონომიკური გუნდიდან, მას წაიკითხავენ, შეისწავლიან და შინაარსობრივად გაეცნობიან. დიდი სიამოვნებით ვიღებთ მის ამ გამოწვევას პარტია ლელო. მზად ვართ ეკონომიკური მიმართულებით დებატებისთვის რომან კაკულიასთან. დაასახელოს მან ადგილი, ტელევიზია, ფორმატი, რომელშიც ის მზად იქნება, რომ შემოვიდეს დისკუსიაში. ჩვენ მზად ვართ საგნობრივი, შინაარსიანი და არა ასეთი ზედაპირული განცხადებებისთვის. ამიტომ მას დებატებში ვიწვევთ, - განაცხადა მან.



ლევან კობერიძემ „ქართული ოცნების გუნდის ეკონომიკური პოლიტიკა გააკრიტიკა. რაც შეეხება „ქართული ოცნების გუნდის პროგრამას, სჯობს იმაზე დაფიქრდეს რომან კაკულია, როგორც ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე და „ოცნების გუნდის წარმომადგენელი, რომ მათი პროგრამა საერთოდ ცალხაზიანი, ცარიელი რვეულია და მას სარჩევიც კი არ აქვს ჯერჯერობით გაკეთებული. დღეს, რაც ეკონომიკაში, ლარის კურსთან მიმართებით ხდება, მათ შორის რომან კაკულიას პასუხისმგებლობაც არის, როგორც ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის. დღეს ყველაზე მეტი პრობლემა სწორედ ეკონომიკასთან მიმართებით არის, ამის შედეგია სწორედ ლარის კურსი, ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი და კორუფციაც, რომელიც ქვეყანაში გვაქვს,-განაცხადა კობერიძემ.


ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up