ლევან კობერიძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II- ს თხოვნით მიმართავს

ლევან კობერიძე საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, ილია II- ს თხოვნით მიმართავს

access_time2020-04-14 19:50:22

საზოგადოების ნაწილის მტკიცებით, ეკლესიაში ჩატარებული ღვთისმსახურების, სააღდგომო ლიტურგიაზე მრევლის დასწრების გამო კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზრდება.  საპატრიარქოს გადაწყვეტილებით კი,  19 აპრილს სააღდგომო წირვა ჩატარდება.  

 

ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ ლიდერმა  ლევან კობერიძემ    tv პირველის ეთერიდან საქართველოს კათალიკოს პატრიარქს ილია II თხოვნით მიმართა, რომ დაიცვას ქართველი ერი და მათი სიცოცხლის დაცვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღოს.

 

 ლევან კობერიძის თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით დღეს ყველაზე დიდი ვნებათაღელვაა და  ერი  ძალიან დიდი პრობლემის წინაშე დგას. მთავრობას კი არ აქვს გავლენა მოსახლეობას რამე აუკრძალოს ან სთხოვოს.

 

„დღეს რაც არ უნდა ვთქვათ, თუნდაც კანონი მოვიშველიოთ,  სამწუხაროდ, სიტუაციიდან გამოსავალს ვერ ვხედავ,  რადგან ჩვენი ხელისფულება სამწუხაროდ სუსტია და მრევლის დარწმუნებას, რომ ლიტონიობის ღამეს ტაძრებში არ მივიდნენ, ვერ შეძლებს.  ის  ვერ შეძლებს კანონის აღსრულებას, რადგან ამისთვის არც სიძლიერე აქვს და არც სიმტკიცე.გამოდიან მინისტრები და აცხადებენ, რომ ჩვენ როგორც საზოგადოების ცალკეული წევრები ვიქნებით სახლში და სახლიდან ვადევნებთ თვალყურს სააღდგომა წირვა-ლოცვას. მათ ამ მოწოდებას არანაირი გამოძახილი არ აქვს, რადგან მთავრობას არ აქვს ლეგიტიმაცია და ავტორიტეტი. ეს კი   ქვეყნისთვის არ არის კარგი,  რადგან ასეთ კრიტიკულ მომენტებშია მნიშვნელოვანი, რომ ავტორიტეტი ჰქონდეს ხელისუფლებას.  სწორედ ამიტომ ჩვენ ვხედავთ იმ რეალობას, რომ საზოგადოების ერთი ნაწილი მეორე ნაწილს უპირისპირდება სწორედ ეკლესიასთან დაკავშირებული თემის გამო.


სამწუხაროდ, აქ მხოლოდ კანონის აღსრულება არ დაგვეხმარება. ქართული მართმადიდებლური ეკლესია არის უფრო დიდი და ღრმა ვიდრე, რომელიმე პოლიტიკური პარტია, მას გაცილებით დიდი მისია და ფუნქცია აქვს ვიდრე ერღთად აღებულ ხელისუფლებას.“-ამბობს ლევან კობერიძე და პატრიარქს თხოვნით მიმართავს, რომ მრევლს მისცეს კურთხევა ტაძარში მისვლისგან თავი შეიკავონ.  

 


„მინდა ვთხოვო პატრიარქს, რომ მათ მრევლს მოგვცეს უფლება დავრჩეთ აღდგომის ღამეს სახლში და ილოცონ სახლიდან, ხოლოდ მამაოებმა ილოცონ ეკლესიიდან.  ამის გაკეთება მხოლდო პატრიარქს შეუძლია,  რადგან მას აქვს ყველაზე დიდი ავტორიტეტი და სიბრძნე და ამ პრობლემის გადასაჭრელად არა მთავრობას არამედ სახელმწიფოს დაეხმარება.თუ იგი ჩათვლის საჭიროდ, ეს ნაბიჯი გადადგას, ასეც მოიქცევა.  თუ არა და ამის შემდეგ საზოგადოების  გაავებული ნაწილი, ყოველ ახალ შემთხვევას, რომელიც აღდგომის შემდეგ დაფიქსირდება, ეკლესიას დააბრალებს.


მე როგორც რიგით მოქალაქეს, გამაჩნია სოციალური პასუხისმგებლობა და ვთვლი, რომ ყველა მხარე უნდა დავდგეთ ერთად დავიცვათ ყველა ის წესი, რომელიც ამ მდგომარეობიდან გამარჯვებულს გამოგვიყვანს.შეიძლება კორონავირუსი დავამარცხოთ, მაგრამ ამ აზრთა სხვადასხვაობის გამო ორად გახლეჩილი ერი დაგვრჩება, რომელიც არაკეთილმოსურნეებს უნდათ და მიაღწევენ კიდეც.ძალიან ხშირად შევხვედრილვართ ისტორიაში, მომენტებს როდესაც მხოლოდ კონსტიტუაცია ვერ დაარეგულირებს და გადაჭრის საკითხს.  “-აღნიშნა კობერიძემ.


 

„დამოუკიდებელი დეპუტატების“ ლიდერი იმასაც აცხადებს, რომ  საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის წარმომადგელების განცხადება, თითქოს ისინი კორონავირუსს ამარცხებენ, არის აბსურდი.

 

„გიორგი გახარია და მთავრობის სხვა წარმომადგენლები კი იჩემებენ, რომ კორონავირუსს ისინი ამარცხებენ, მაგრამ ეს ასე არ არის, ამ ვირუსს ყველანი ერთად ვამარცხებთ.ხოლო საპარტიარქოს შეუძლია ეს ყველაფერი უფრო მარტივად მოაგვაროს და ხელი შეუწყოს ვირუსის შეჩერებას, რაც იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი რწმენის გაძლიერების, ქვეყნის გამთლიანების.“-ამბობს  კობერიძე.

 

 

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რატომ სჭირდება ამდენი დრო და რესურსი, საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრას და სააღდგომო ლიტურგიის შეჩერებაზე საუბარს, კობერიძე აღნიშნავს, რომ რწმენაში მყოფი ადანიანის დარწმუნება მეცნიერული ენით  შეუძლებელია, რადგან რწმენაში მყოფ ადამაინს სჯერა იმის, რისიც სწამს და მეცნიერს სჯერა იმის, რასაც იკვლევს.

 

გადაცემის მსვლელობის დროს, კობერიძე იმ რიგ საკითხებსაც შეეხო, რომელსაც კორონავირუსთან საბრძოლველად ხელისუფლება იყენებს და ჟურნალისტის დასმულ კითხვას, საგანგებო რეჟიმის დროს, კორონავირუსთან ბრძოლისას რა შეცდომებს უშვებს ხელისუფლება, დეპუტატი პასუხობს, რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს გამოცდილი ჯგუფების აზრს და მხოლოდ ცალსახად მოქმედებს.

 

„პირველ რიგში, რაც შფოთვას იწვევს ჩვენში, არის ის რომ ხელისუფლება არ ითვალისწინებს,  გავლენიანი და მნიშვნელოვანი ჯგუფების აზრს. იგივე როდესაც 21 აპრილის ჩათვლით ცხადდებოდა საგანგებო მდგომარეობა, მე ვიკითხე იყო თუ არა საკითხი გავლილი ეკლესიასთან რადგან ემთხვეოდა აღდგომის დღესასწაულს და გამოიწვია ის, რასაც ახლა ვხედავთ.  ასევე როდესაც ახლა ვსაუბრობთ, ერთ-ერთი რაც ჩანს მათი გადმოსახედიდან, რომ  მხოლოდ ისინი ამარცხებენ კორონავირუსს. ზედმეტად ჭკვიანური საახეებით, რომლის მიღმაც ნაკლებადაა ეს სიჭკვიანე, გამოდიან და იბრალებენ, რომ მხოლოდ ისინი არიან მთავარნი.  ჩვენ უპირობოდ გადავეცით მათ მართვის უფლება, თუმცა, როდესაც მეორედ დადგა საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების საკითხი, ვერაფრით ვერ დავივიწყებთ  ეკონომიკურ და ადამიანების სოციალურ ბედიღბალს, რომელიც არანაკლებ პრობლემის წინაშე დადგებიან, ვიდრე ეს ვირუსისგან იქნება გამოწვეული.“-აღნიშნა კობერიძემ და საგანგებო რეჟიმის გახანგრძლივების დროს მთავრობის მხრიდან წარსადგენ გეგმასაც შეეხო.

 

„ საჭიროა  წარადგინონ გეგმა რას აპირებენ, მითუმეტეს საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების დროს.  ხელისუფლებას უნდა ქონდეს გეგმა, შეიძლება მასში რადიკალური ცვლილებებიც შევიდეს, მაგრამ ადამიანებს აქვთ უფლება იფიქრონ და იცოდნენ თავისი უკეთესი მომავლის შესახებ, თუ ამ გეგმას ვერ ადგენენ ყველანი დავეხმარებით. თუმცა, ვიცი, რომ ამის რესურსი აქვთ.  ჩვენ დაველოდებით ამ გეგმას და ვიმედოვნებთ, რომ ეს გეგმა იქნება იმდაგვარი, რომ მოგვეცემა ჩვენი წილი პასუხისმგებლობის აღების საშუალება. პირველ რიგში, ეს ეხება ეპიდემიოლოგიურ და ჯანდაცვის სიტუაციას და ასევე არანაკლებ ეხება ეკონომიკურ მდგომარეობას.“-განაცხადა ლევან კობერიძემ.



ნათია ლომიძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up