ლევან კობერიძე სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებით ქობულიას ეთანხმება - საპარტნიორო ფონდის მუშაობა წამგებიანია, ამიტომ აუცილებელია პარლამენტში მოვიწვიოთ და მოვისმინოთ

ლევან კობერიძე სახელმწიფო კომპანიებთან დაკავშირებით ქობულიას ეთანხმება - საპარტნიორო ფონდის მუშაობა წამგებიანია, ამიტომ აუცილებელია პარლამენტში მოვიწვიოთ და მოვისმინოთ

access_time2019-05-15 20:00:18

პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას  პარლამენტში დღევანდელი ვიზიტი შეაფასა. მან რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის სახელმწიფო კომპანიების არაეფექტიან მუშაობაზე. კობერიძე გიორგი ქობულიას ეთანხმება იმ ნაწილში, რომ  სახელმწიფო კომპანიები წაგებაზე მუშაობენ და საჭიროა მათი ანგარიშების გადახედვა.



„სახელმწიფო კომპანიები ნამდვილად წაგებაზე მუშაობენ და ამ მხრივ საინტერესოა, მაგალითად საპარტნიორო ფონდის მუშაობა. ფაქტია, ფონდი დღეს მუშაობს წაგებაზე და ზარალზე. მე პირადად, აქამდეც არაერთხელ დავსვი დღის წერიგში ის საკითხი, რომ მოგვეწვია პარლამენტში საპარტნიორო ფონდი და დასმულ შეკითხვებზე მიგვეღო პასუხი. მნიშვნელოვანია გავეცნოთ მის ანგარიშებს, მუშაობის შედეგებს და გავიგოთ რა ხდება. ამის შემდეგ გვეცოდინება რამდენად საჭიროა ფონდმა საქმიანობა  განაგრძოს“, - განმარტავს კობერიძე.


ლევან კობერიძემ „კომერსანტთან“ ასევე ყურადღება გაამახვილა ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მიერ არაფორმალურ მმართველობაზე გაკეთებულ განცხადებაზე:


„საჭიროა შეიქმნას ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რაც გამორიცხავს არაფორმალურ მმართველობას. 1999 წლიდან მოყოლებული დღემდე, ქვეყნის პოლიტიკამ ვერ მოახერხა რომ  სიღარიბიდან ამოსულიყო. 21-ე საუკუნეში, 2019 წელს ისევ გაჭირვებაზე ვლაპარაკობთ.  მთელ ამ ისტორიას თუ გადავხედავთ,  თქვენ გეკითხებით იყო თუ არა არაფორმალური მმართველობა?! თუ პასუხი დადებითია, მაშინ გეთანხმებით“.



პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი გიორგი ქობულიას დაეთანხმა იმ ნაწილშიც,  რომ საჯარო უწყებებში არაკვალიფიციური კადრებია დასაქმებული, რაც ს სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.ხელს უშლი.საერთო ჯამში, გიორგი ქობულიას პარლამენტში ვიზიტი კობერიძემ დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი საკითხები მოისმინა:


„მოვისმინეთ საკმაოდ მკაფიო დიაგნოზი ქართულ ეკონომიკასთან მიმართებაში თუ საიდან უნდა დავიწყოთ; საიდან უნდა იყოს ათვლის წერტილი იმ სწრაფი განვითარების, რაც ქვეყანაში აუცილებელია. მაგალითად, როცა ქობულია ამბობს, რომ ქვეყანაში არის რეალურად 50%-იანი უმუშევრობა და არა 12%-იანი, როგორც ეს სტატისტიკის სამსახურის ციფრებშია ხოლმე მოცემული. ჩემთვის ეს უკვე ნიშნავს რეალური პრობლემების დანახვას და პროცესის დაწყებას“,- განაცხადა კობერიძემ.


შეხვედრის ბოლოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა მედიასთან სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განუმარტა, რომ პოლიტიკაში დარჩენას არ გამორიცხავს. ეს ინფორმაცია ლევან კობერიძისთვის სიახლე აღმოჩნდა:


„პოლიტიკაში ქობულიას შემოსვლასთან ან აქტივობასთან დაკავშირებით არანაირი კონსულტაცია მასთან არ მქონია“,- აღნიშნა კობერიძემ.


გიორგი ქობულია პარლამენტში დეპუტატების კითხვებს 3 საათს პასუხობდა. მანამდე საკუთარი ეკონომიკური ხედვებისა და შედეგებიც პრეზენტაცია გამართა, სადაც ყველა სფეროზე გაამახვილა ყურადღება.



სალომე ლემონჯავა






ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“

ივა ჭყონია: „იმპორტიორ კომპანიებს გეზ-ში დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ - მარაზმში ვართ“
access_time2019-06-17 18:00:06
„იმპორტიორ კომპანიებს გაფორმების ეკონომიკურ ზონაში(გეზ-ი) დღგ-ს გადახდას მომენტალურად სთხოვენ,“— ამის შესახებ „კომერსანტს“ საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ განუცხადა.   „2 თვეა უკვე, როდესაც ტვირთი გეზ-ში შემოდის, ყვითელ დერეფანში ხვდება. ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანიების უმრავლესობა, მნიშვნელობა არ აქვს “ოქროს სიაში“ არის თუ არა, იძულებულია თანხა მომენტალურად გადაიხადოს. აქამდე ჩვეულებრივ...

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს

ჰაბ ჯორჯია: სახელმწიფო ხორბლის ტექნიკური რეგლამენტის მიღების/დამტკიცების დროს აჭიანურებს
access_time2019-06-17 17:00:57
ქვეყანაში სტრატეგიული მნიშვნელობის ტვირთების, და განსაკუთრებით ხორბლს საეჭვო მოძრაობასთან დაკავშირებით ჰაბ ჯორჯია ხშირად აკეთებს განცხადებას, თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს ცვლის. ორგანიზაციის მკვლევარი და ანალიტიკოსი მაია კაციტაძე ხორბლის იმპორტთან დაკავშირებულ პრობლემებზე „კომერსანტთან“ საუბრობს და აცხადებს, რომ  ქვეყანაში ეკონომიკური ქაოსის დარეგულირებას კერძო ბიზნესები...

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას

პრემიერი - დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულების ვადას
access_time2019-06-17 14:35:38
ჩვენ დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას და წლის ბოლომდე გავუხანგრძლივებთ კონსორციუმს საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ვადას,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ფინანსური დახურვის ვადას წლის ბოლომდე გაუხანგრძლივებს. „დღეს მთავრობა იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას „ანაკლიის...

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს

თუ საბანკო და სამშენებლო რეგულაციები არ შერბილდება, შეიძლება, სამსახურის გარეშე დარჩენილი ადამიანების რაოდენობა 20 ათასამდე გაიზარდოს
access_time2019-06-17 13:30:58
 „დღეს, რომ მშენებლობის სექტორში 4000 ადამიანით ნაკლებია დასაქმებული, ზუსტად 6 თვეში იგივე დანაკლისი გვექნება სარემონტო სამუშაოებში , შემდეგ ტექნიკის მაღაზიებში, რადგან ეს ჯაჭვური პროცესია“, - ასე აფასებს მენაშენეთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც მიმდინარე წლის 1-ელ კვარტალში მშენებლობის სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  4 175 კაცით...

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“

ივანე მაჭავარიანი: „იმედი მაქვს, რომ საბანკო რეგულაციები შერბილდება“
access_time2019-06-17 12:00:20
ერთ თვეში ზუსტად ერთი წელი გავა, რაც ფინანსთა მინისტრის პოსტი ივანე მაჭავარიანმა დაიკავა. ის გიორგი ისაკაძის საავტორო გადაცემაში იმყოფებოდა და Forbes Georgia-ს მთავარი რედაქტორის კითხვებს გასცა პასუხი. 18-წუთიანი ინტერვიუ ოთხ ძირითად საკითხს - “ოქროს სიის” შეღავათების გაუქმებას, ეროვნული ბანკის რეგულაციებს, ხორბლის ავტომობილებით ტრანსპორტირების აკრძალვის...


მსგავსი სიახლეები

up