ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს  გამოყოფილი 20 მილიონიდან ერთი ლარიც არ არის ათვისებული

ლევან კობერიძე - საკრედიტო-საგარანტიო ფონდისთვის წელს გამოყოფილი 20 მილიონიდან ერთი ლარიც არ არის ათვისებული

access_time2019-10-09 20:20:26

2020 წლის ბიუჯეტის პროექტი ქვეყნის განვითარებაზე არ არის მიმართული, ეს ბიუჯეტი არის იმისთვის, რომ მიაგოროთ არჩევნებამდე ქვეყანა, არაფერი ისეთი, რომ ხედვა იყოს ჩადებული, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ პარლამენტის ჯანდაცვისა და ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტზე იმსჯელეს.


მისი თქმით, ბიუჯეტი მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული.


ამასთან დეპუტატმა, საკრედიტო-საგარანტიო ფონდზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისთვის გამოყოფილი თანხიდან არც ერთი ლარი არ არის ათვისებული



„ამ ბიუჯეტის ყველაზე დიდი ნაკლი არის, რომ თქვენ ამბობთ, მოქალაქეზე უნდა იყოს ორიენტირებული. დიახ, მოქალაქეზე უნდა იყოს სახელმწიფო ბიუჯეტი ორიენტირებული, აბა, ვისზე უნდა იყოს ისედაც და ასედაც, მაგრამ რით გინდათ მოქალაქემდე სიკეთე მიიტანოთ, ეს არის თემა. რაში ავითარებთ ეკონომიკას? საკრედიტო-საგარანტიო ფონდი ჩავდეთ ეკონომიკის განვითარებისთვის, ერთად ვიწვალეთ. 20 მლნ ლარი იყო გამოყოფილი ამ წლის ბიუჯეტში. ერთი ლარი მაინც არის ათვისებული იქიდან? არ არის ათვისებული, რადგან ბოდიშით და ფეხებზე დაიკიდა ვიღაცამ ან სათავისოდ ვერ მოირგო ის ბიუჯეტი. შემდეგ ეკონომიკის მინისტრი გამოვიდა და თქვა, რომ პატარა სასტუმროების მშენებლობებზე სესხები უნდა გადავუფაროთ, პროცენტი დავუფინანსოთო. ამისთვის იყო საკრედიტო-საგარანტიო ფონდი შექმნილი? არა, სულ სხვა მექანიზმისთვის იყო შექმნილი“, – განაცხადა დეპუტატმა, ლევან კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე.


1tv.ge




საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა

საქართველოში პირველი ტურისტები გამოჩნდნენ - ნათია თურნავა
access_time2020-08-05 13:30:13
„როგორც ეკონომიკის მინისტრს არ შემიძლია სიხარულით არ ავღნიშნო, რომ ქუჩაში უკვე გამოჩდნენ პირველი უცხოელი ტურისტები“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე განაცხადა. მან აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული მგზავრების ¾ ტურისტები არიან, რადგან საქართველო მიმზიდველობასთან ერთად უსაფრთხოებითაც გამოირჩევა. თურნავას განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ეპიდ სიტუაციის გათვალისწინებით აგვისტოსა დ ა სექტემბრის...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - ბეირუთის პორტში სელიტრა აფეთქდა, რომელიც ბათუმიდან მოზამბიკში მიმავალ გემს ჩამოართვეს
access_time2020-08-05 12:10:50
„კომერსანტმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ბეირუთის ტელევიზიის მასალა. ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება, რომელსაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი ჰყავდა 2 750 ტონა „სელიტრას“ (ამონიუმის ნიტრატის) დეტონაციის გამო მოხდა, რომელიც 2014 წელს Rhosus-ის გემიდან იყო ჩამოტვირთული. ეს ინფორმაცია, ლიბანის თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ LBCI არხმა (ბეირუთის ტელევიზია) გადმოსცა. როგორც Rhosus-ის მეზღვაურები ამტკიცებენ, გემის მფლობელი ბიზნესმენი იგორ გრეჩუშკინი იყო. 2014...

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე

შპს თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს თანამშრომლების დაკავების თაობაზე
access_time2020-08-05 11:35:43
2020 წლის 03 აგვისტოს, შპს „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს“ თანამშრომლების დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, სამედიცინო დაწესებულება ერთმნიშვნელოვნად და სრულადუარყოფს დაკავებულ პირთა მიმართ, პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებებს (სამსახურეობრივი გულგრილობა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობა, უკანონო საექიმო საქმიანობა) და მიიჩნევს, რომ ბრალდების საფუძვლად მოყვანილი არგუმენტაცია არის აბსურდული და სრულებით არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ...

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი

სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს დაიწყება - მიხეილ ჩხენკელი
access_time2020-08-05 11:45:34
განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სასწავლო წელი 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება. მისივე თქმით, ასევე ჩვეულ რეჟიმში განახლდება სწავლა უნივერსიტეტებშიც. „დღევანდელი ეპიდისტუაციის გათვალისწინებით, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებშიც. დღევანდელი მონაცემებით, სასწავლო წელი დაიწყება ჩვეულ რეჟიმში და სასწავლო ოთახებში, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ყველანაირი სცენარისთვის...

BAG-ის წევრი კომპანიების საინვესტიციო გეგმები შეცვლილია - 2020 წელს დაგეგმილზე ნაკლები ინვესტიცია განხორცილედება

BAG-ის წევრი კომპანიების საინვესტიციო გეგმები შეცვლილია - 2020 წელს დაგეგმილზე ნაკლები ინვესტიცია განხორცილედება
access_time2020-08-05 11:30:59
BAG ინდექსის ფარგლებში გამოკითხული კომპანიების 43% აცხადებს, რომ 2020 წელს მათ მიერ განხორციელებული ინვესტიციები 2019 წელთან შედარებით ნაკლები იქნება, ზრდას კი გამოკითხულთა 29% პროგნოზირებს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის მეორე კვარტლის ბოლოს ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება 2019 წლის ბოლოს არსებულ გეგმებთან შედარებით. კერძოდ, 2019 წლის ბოლოს, რესპონდენტთა 59% გეგმავდა ინვესტიციების გაზრდას 2020 წელს. კორონა ვირუსის გავრცელების ფონზე შექმნილი...


მსგავსი სიახლეები

up