დეპუტატი ლევან კობერიძე რომან კაკულიას დანაპირებს ახსენებს. „ჯერ კიდევ თვენახევრის წინ, ჩემს მოთხოვნაზე, რომ ეკონომიკის კომიტეტის წევრები პროაქტიულად ყოფილიყვნენ ჩართული ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავებაში, თქვენგან ოპტიმისტური განცხადება მოვისმინე, რომ კომიტეტი იქნებოდა ჩართული ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მიერ გამოყოფილი ფინანსური დახმარების განაწილებასა და კრიზისული ეკონომიკური გეგმის შემუშავებაში მას შემდეგ, რაც დახმარების თანხა იქნებოდა დაზუსტებული... მაშინ თქვენი ოპტიმისტური განცხადება ძალიან კარგად ისმინებოდა... მას შემდეგ თანხაც დაზუსტებულია, მაგრამ კომიტეტი ამ ყველაფერში არანაირად არ არის ჩართული, ყოველ შემთხვევაში ოპოზიციის მონაწილეობა ამ პროცესში არ განხორციელებულა. თქვენ კი ესწრებით საბჭოს, მაგრამ კომიტეტის თავმჯდომარეების იმ საბჭოზე დასწრება არანაირად არ აისახება კომიტეტის წევრების ინფორმირებულობასა თუ სამუშაო პროცესზე. მაინტერესებს თქვენი ეს დაპირება რატომ ვერ შესრულდა ან თუ რაიმე შემდგომში იგეგმება, გთხოვთ ისიც გაგვიზიაროთ-განაცახდა ლევან კობერიძემ.
აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ეკონომიკის კრიზისიდან გამოსვლის გეგმის შემუშავების პროცესში კომიტეტების და პარლამენტის ჩართულობას მოითხოვდა, რის შემდეგაც მან მიიღო დაპირება ეკონომიკის კომიტეტის თანმჯდომარის, ბატონ რომან კაკულიასგან, რომ საერთაშორისო პარტნიორების მიერ გამოყოფილი თანხის ოდენობის განსაზღვისთანავე, გეგმის შემუშავებაში ეკონომიკის კომიტეტი სრულად იქნებოდა ჩართული პროცესში.