ლევან კობერიძე - პარლამენტმა თავისი თავი არდადეგებზე წასულად გამოაცხადა - პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ დასვენება უფრო მეტი გვჭირდებოდა, ვიდრე - მუშაობა

ლევან კობერიძე - პარლამენტმა თავისი თავი არდადეგებზე წასულად გამოაცხადა - პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ დასვენება უფრო მეტი გვჭირდებოდა, ვიდრე - მუშაობა

access_time2020-05-18 14:24:46

პარლამენტმა თავისი თავი რატომღაც არდადეგეზე წასულად გამოაცხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ გადაწყვიტა, რომ დასვენება უფრო მეტი გვჭირდებოდა, ვიდრე - მუშაობა, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა ლევან კობერიძემ ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.


მისი თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ, პარლამენტის სამოქმედო გეგმა უნდა დამტკიცებულიყო, რის ნაცვლადაც ბიუროს დადგენილებით, საკანონმდებლო ორგანოს მუშაობის თაობაზე გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ საკუთარი შეხედულებებისამებრ მიიღო.



„გაუგებარია, რატომ თქვა პარლამენტმა სამუშაო რეჟიმზე უარი, მათ შორის კომიტეტშიც არ შეინიშნებოდა აქტიურობა. პარლამენტმა თავისი თავი, რატომღაც, არდადეგებზე წასულად გამოაცხადა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების დროს საგანგებო სხდომაზე იკრიბება პარლამენტი და ამ დროს, ბიურომ უნდა დაამტკიცოს სამოქმედო გეგმა. ბიურომ რატომღაც მიიღო უცნაური დადგენილება, სამოქმედო გეგმის ნაცვლად, რომელიც უნდა ყოფილიყო ორიენტირი პარლამენტის, კომიტეტების, ცალკეული პარლამენტარების სამუშაო პროცესის, ამის ნაცვლად ერთსულოვნად დაუჭირა მხარი იმას, რომ პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს გადაეცა სრული უფლებამოსილება თვითონ, მისი შეხედულებისამერ განესაზღვრა პარლამენტის მუშაობა - არმუშაობა. ბატონმა არჩილმაც გადაწყვიტა, რომ ამ პირობებში უფრო მეტი დასვენება გვჭირდებოდა, ვიდრე მუშაობა და მხოლოდ, როდესაც უმრავლესობა ჩათვლიდა, რომ მისთვის სასურველი კანონპროექტებია გამოსატანი, ამ დროს ხდება ხოლმე შეკრება, რაც სამწუხაროა. დარჩა აღქმა, რომ პარლამენტი არდადეგებზეა და დღეს დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში კომიტეტი, რაც ინსტიტუციონაურ განვითარებას არ უწყობს ხელს“,- განაცხადა კობერიძემ.


ipn.ge





მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს

მერია რესტორნებსა და კლუბებს ღია სივრცეებს უსასყიდლოდ დაუთმობს
access_time2020-07-15 12:19:11
კულტურის სფეროში არსებული კრიზისის დასაძლევად, თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა აღნიშნული სფეროს დაფინანსებას ზრდის, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   მისი თქმით, გაფართოვდა შემოქმედებითი ინდუსტრიების ჩამონათვალიც და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დარგის მდგრადი განვითარებისთვის შესაძლებელი გახდება, საკონკურსო პროექტის ფარგლებში, ხელოვანების საქმიანობისთვის საჭირო მოწყობილობების დაფინანსება.   „ჩვენ...

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-07-14 21:30:35
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი 1. ავტომანქანების გაქირავების კომპანიები კორონავირუსის პანდემიის გამო გაკოტრების წინაშე არიან კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ პრობლემები მანქანების  გაქირავების კომპანიებსაც შეუქმნა, ნაწილმა მანქანების  გაყიდვაც გადაწყვიტა. როგორც „კომერსანტთან“ ერთ-ერთი ასეთი კომპანიის შპს...

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა

ივნისში თბილისის ბინების ტრანზაქციების ბაზრის 70% აღდგა
access_time2020-07-15 11:00:57
უძრავი ქონების სერვისების გლობალურმა კომპანია Colliers international Georgia-მ  პანდემიამდე, პანდემიის პერიოდსა და რეაბილიტაციის ეტაპზე უძრავი ქონების ტრანზაქციების კვლევა ჩაატარა. როგორც კვლევაში ჩანს, თბილისში უძრავი ქონების ტრანზაქციების მაჩვენებელი მარტის პირველივე კვირიდან დაიწყო, ტრანზაქციების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი აპრილის ბოლო კვირას დაფიქსირდა. 6 მაისიდან, როდესაც იუსტიციის სახლები სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდნენ, ბინების ტრანზაქციების...

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა

უკრაინაში სათამაშო ბიზნესი ლეგალური გახდა
access_time2020-07-14 19:20:13
უკრაინის უმაღლესმა რადამ ქვეყანაში კაზინოების საქმიანობა და აზარტული ონლაინ თამაშები ლეგალურად დაუშვა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს. გადაწყვეტილება უკრაინის რადამ, დღეს მიიღო და შესაბამის კანონპროექტს უყარა კენჭი. პროცედურაში 248 დეპუტატი მონაწილეობდა. ახალი კანონით დაშვებულია აზარტული თამაშები კაზინოში და ონლაინ, საბუკმეკერო საქმიანობა, ასევე ლატარეის გამოშვება და სათამაშო ბიზნესის სხვა სახეობები. ასევე დაშვებულია კაზინოების განთავსება კიევში და...

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს

შემზღუდავი ღონისძიების გახანგრძლივება წლის ბოლომდე ქართულ ბიზნესს და ინვესტიციებს ერთდროულად დააზარალებს
access_time2020-07-15 10:00:20
მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, შემზღუდავი ღონისძიების გამოყენების უფლება 2020 წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა. პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი 79 ხმით დაამტკიცა. აღნიშნული ცვლილებებით, მთავრობას საკარანტინო ღონისძიებების გატარების უფლება, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან, 15 ივლისის ნაცვლად, 2021 წლის 1 იანვრამდე...


მსგავსი სიახლეები

up