ლევან კობერიძე:“ ეკონომიკის  სამინისტროს არ აქვს მკაფიოდ გამოხატური სტრატეგიები და ინდიკატორები “

ლევან კობერიძე:“ ეკონომიკის სამინისტროს არ აქვს მკაფიოდ გამოხატური სტრატეგიები და ინდიკატორები “

access_time2019-09-08 10:00:34

„ეკონომიკის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხდებები იყო არა  მწყობრი ეკონომიკიური სისტემის მაჩვენებელი, არამედ იყო ეკონომიკური აჯაფსანდალი.  უბრალოდ ამ სიტყვებს ერთად მოიშველიებენ და დაუფიქრებლად საუბრობენ. რა ინკლუზიურობაზეა საუბრები, ესენი ვერ ხვდებიან, რომ ეკონომიკაში დიდი პროებლემა არის ლარი.  ეროვნული ვალუტა ვერ გახდა დაგროვების საშუალება, რაც მისი მთავარი ფუნქციაა. არადა სწორედ იგია  პროდუქციის შეძენის საშუალება.  ხალხს რაც ჰქონდა  დაგროვილი, ისიც დოლარში, კურსის მერყეობამ საერთოდ გამოაცალა.“


ასე შეაფასა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის ნათია თურნავას მოხსენება საქართველოს პარლამეტში. 


მოგეხსენებათ, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში მინისტრობის კანდიდატმა რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მათ შორი სწრაფ ინკლუზიურ ზრდასა და იმპორ-ექსპორტის ზრდაზე, ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე, ინდოეთთან და დიდ ბრიტანეთთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე, დღგ-ს გადასახადზე და სხვა. 


ლევან კობერიძის თქმით, ყველა ეს საკითხი მნიშნლოვანია, თუმცა ნათი თურნავა არასწორ აქცენტებს სვამს და არასწორი მიდგომები აქვს, ამიტომ ეკონომიკა არ ვითარდება და ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვები, რომ ხელისუფლებაში ელიტური კორუფცია მოქმედებს. აღნიშნულს ადასტურებს საკრედიტო-საგარანტიო სისტემაც. კერძოდ:


„კომერსანტთან“ დეპუტატმა ვრცლად ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელიც დღეს საქართველოს ეკონომიკის დღის წერიგში დგას და რომლის მოგვარების გზებს კობერიძე ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროსგან ითხოვს.


ლევან კობერიძე საკრედიტო-საგარანტიო სისტემაში კორუფციის რისკებზე საუბრობს. უფრო ზუსტად, ფონდისთვის კუთვნილი თანხის უმიზნო გადანაწილება ფონდის დაარსების მთავარ იდეას საფრთხეს უქმნის და სწორედ ამ კითხვებზე პასუხებს ითხოვს ეკონომიკის სამინისტროსგან, თუმცა თურნავასგან ეს პასუხები ვერ მოისმინა:


„საკრედიტო  საგარანტიო ბიუროს შექმნის იდეა ის იყო, რომ ეს თანხა მცირე და საშუალო მეწარმეებს უნდა მოხმარებოდათ.  მხოლოდ და მხოლოდ მათთვის ფინანსურ რესურსსზე ხელმისაწვდომობა გაეუმჯოებესბინა, იმიტომ რომ ეს არის მთავარი პრობლემა ბიზნესში. მექანიზმი უნდა ყოფილიყო არა პირდაპირ თანხის გაცემა და სესხების დაფარვა, არამედ კომპანიის კაპიტალში შესვლა იმისათვის, რომ შემდგომში ამ კაპიტალის გაზრდით ისინი უკვე ისეთი მაჩვენებლებით ხასიათდებოდნენ, რომ ბანკებს თავისუფლად შეეძლოთ მათთვის სესხების გაცემა. ნებისმიერ ბიზნესს სჭირდება გარკვეული დახმარება, მაგრამ სწორი დახმარება არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამ შემთხვევაში მათ უბრალოდ მოკიდეს ამ ფონდის თანხას ხელი და კეთილშობილურად გამოაცხადეს  ჩვენ ჩამოგირიგებთ თანხებს მათ ვინც დაზარალდით რუსული ავიაემბარგოს შედეგადო.


თურნავა ფიქრობდა, ვინ უნდა იყოს ამის წინააღმდეგიო. მაშინ ასევე ავიღოთ ბიუჯეტის ფული და დავურიგოთ ნებისმიერ კომპანია, ამას ჰქვია ბიუეჯტის ფლანგვა. ამაზე იყო ჩემი აქცენტი. კითხვის ნიშნები ისმის იმაზე, თუ ვინ არჩევს ამ სასტუმროებს და რა კრიტერიუმით არჩევენყველაფერს აკეთებენ მთავრობაში, იმისათვის რომ ეს კრიტერიუმები იყოს სუბიექტური. ასე იყო მაგალითად აირზენას შემთხვევაში, სახელმწიფომ  დაფინანსება გამოყო მილიონ  200 ათას ევროზე, რაც მათი სუბიექტური გადაწყვეტილება იყო. როცა ბიუჯეტს შესაძლებლობა არ აქვს, ასეთი პოპულისტური ნაბიჯები მას ანადგურებს


მე კითხვა დავუსვი ქალბატონ მინისტრსრომ თუ ტურიზმის ემბარგომ დააზარალა მცირე და საშუალო ბიზნესმენები და ამიტომ  ურიგებთ  ფულს,  მაშინ იგივე პრინციპით კახელ  გლეხს რომ ყურძნის ჩაბარება უნდა და მისი ყურძნის ფასი არის დაწეული, ამ გლეხებსაც მისცენ დახმარება“ .


ამ გარემოების გათვალისწინებით, ლევან კობერიძე დარწმუნეულია, რომ ეკონომიკის  სამინისტროს არ აქვს მკაფიოდ გამოხატური სტრატეგიები და ინდიკატორები, როგორ უნდა მართოს თავისი ფინანსები ქვეყანამ.  მსგავსი ტიპის მიდგომები და პოპულისტური ურაპატრიოტიზმი ზრდის კორუფციის რისკებს. მისივე თქმით, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარების სურვილის გაცხადების ფონზე შესაძლებელია ძალიან ბევრი კორუფციული გარიგება მოხდეს, რადგან გადაწტვეტილებები გარკვეულწილად უკონტროლოა.


“მსგავს მოცემულობაში, პარლამენტის ვალდებულება ზედამხედველობაა, თუმცა როდესაც ოპოზიცია კითხვებზე პასუხს ითხოვს, მმართველ ძალას დისკომფოტი  ექმნება და  გადაბრალების პრინციპით მოქმედებს.  თითქოს სწორედ ოპოზიციას არ სურს დახმარება“  ამბობს დეპუტატი. 


ლევან კობერიძემ ნათია თურნავას მიერ ექსპორტისა და იმპორტის ზრდის ტენდენციაზეც გაკეთებულ განცხადებებზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ზოგადად ეს დადებითი მოვლენაა. თუმცა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის ცოდნა უკეთესი მომავლის შექმნის იმედს უკარგავს და მიიჩნევს, რომ ელემენტარული ეკონომიკური პრინციპები ქვეყნის კეთილდღეობისთვის დღესდღეობით უწყებას გააზრებული არ აქვს.


„როდესაც ღია სავაჭრო ურთიერთიობებში შედის ქვეყანა მეორე ქვეყანასთან, მთავარი ბენეფიტი ამათ ექსპორტი ჰგონიათ. ექსპორტი კი არა იმპორტია. იმპორტირებული პროდუქცია შენთან შემოდის და შემდეგ შენ გინდა თუ არ გინდა იძულებული ხარ განსაზღვრო, თუ რა არის შენი კონკურენტული უპირატესობა მსოფლიო რეგიონალურ ეკონომიკურ ჭრილში და კონცენტრირება გააკეთო იმ პროდუქციაზე რაც არის შენი ყველაზე ძლიერი მხარე;  რა შეგიძლია ექსპორტზე გაიტანო. სწორედ კონკურენცია უწყობს ხელს იმას, რომ შენ ყალიბდები, როგორც ქვეყანა. ეს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბენეფიცია.  ვერც ერთი ქვეყანა ყველაფერს თვითონ ვერ აწარმოებს. როგორც ჩანს, ნათია თურნავა ვერ ერკვევა ამ საკითხებში როგორც ეკონომიკის მინისტრი და ეს ძალიან ცუდია იმიტომ, რომ ამაზე ეწყობა მთელი სტრატეგიები.


რაც უფრო მეტი იქნება ექსპორტი ეს კარგია, ბუნებრივია, და იმპორტი ნაკლები უნდა იყოს, მაგრამ უნდა იყოს დაბალანსებული. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა გვაქვს. ექსპორტირებული პროდუქცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის უფრო ძვირია, ვიდრე ის რაც არ გადის. რაც გადის ექსპორტზე ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პროდუქტს თავის ბაზარი უკვე ნაპოვნი აქვს და, შესაბამისად, ადგილზეც უფრო ძვირად ყიდის. ეს არის ეკონომიკის ანა-ბანა. ამ თემაზე საუბრისას, დავინახე, რომ მინისტრი ვერ ერკვევა  საკითხებში.“ - აღნიშნავს ლევან კობერიძე


კიდევ ერთი საკითხი, რაზეც კობერიძე ნათია თურნავას აკრიტიტებს ეს დამატებითი ღირებულების გადასახადია. მისი თქმით, დღეს უკვე აქტიურად მოქმედებს პოლიტიკური და ელიტური კორუფცია, რასაც არაერთი ფაქტი ადასტურებს. მათ შორის:


„ჩვენ გვაქვს დღეს ორი მთავარი საკითხი:  ეს არის პოლიტიკური კორუფცია - ტელევიზიებთან დაკავშირებული, დღგს -არ გადახდევინების ფაქტი, ეს არის პოლიტიკური კორუფცია, ანუ როდესაც მმართველი პოლიტიკური გუნდი იყენებს ტელევიზიებთან მიმართებაში ფინანსურ მექანიზმს. სხვათა შორის, დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელიც, რომელიც ბიუჯეტის თანხიდან ფინანსდება იგივე ტრენდზეა, როგორიცაა იმედი.


რაც შეეხება ელიტარულ კორუფციას, ამის მაგალითია 100- მილიონიანი ყალბი დღგ-ს ათვისება. 100 მილიონი რომ მოიპარო ელიტარული მფარველობის გარეშე და მმართველ ეშელონების მფარველობის გარეშე ეს არ მოხდებოდა.  თუ მოელაპარაკე, გაურიგდი და თვალი დაგიხუჭეს, ესე იგი შენ შეგიძლია, რომ დღგ არ გადაიხადო.


ყველა ამ საკითიდან გამომდინარე, ნათია თურნავა არის მინისტრი, რომელიც რელაურად ვერ ერკვევა ქვეყნის რეალურ საჭიროებებში. მას არ აქვს ხედვა და ადეკვატური სამოქმედო გეგმა ჩამოყალიბებული. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ის ემსახურება კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს.“ 



მარიამ მორგოშია




„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...


მსგავსი სიახლეები

up