საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან კობერიძემ სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს რომელსაც რუს ტურისტებთან მიმოწერა ახლავს თან, მიმოწერაში ჩანს, რომ ტურისტები გუდაურში წყლის დეფიციტისა და არასათანადო პირობების გამო კურორტში ჩამოსვლაზე უარს ამბობენ.
"ეს არის გუდაურში ტურიზმის მიმართულებით როგორ ზარალობენ რეალურ თანხებს ჩვენი მოქალაქეები!!! ვინ აუნაზღაურებს მათ ამ ზარალს???
დანარჩენი არის ბლა ბლა ბლა, რომელიც უკვე ყელშია ამოსული... მთავრობამ ატაროს ეხლა ლამაზი გაპრანჭული “პაკაზუხა” პრ თათბირები და შეხვდეს ზამთრის სეზონს როგორც “მთის კურორტებს შეეფერება” .. წყალმომარაგების კომპანიამ კიდევ ავრცელოს თავის გასამართლებელი გალამაზებული პრესრელიზები ... წარმომიდგენია ესეთი რამ მომხდარიყო ავსტრიის ნებისმიერ ზამთრის კურორტზე სეზონის დასაწყისში, ზოლდენში, იჟგლში რა მოხდებოდა ( დასაწყისი ძალიან მნიშვნელოვანია) ეს რომ ბუნების რაიმე სტიქია ყოფილიყო კიდევ მესმის ..
ეს საკითხი უნდა იქნეს გამოძიებული და დამნაშავეები დასჯილი !!! დამნაშავემ ასევე უნდა აუნაზღაუროს ზარალი ყველა ესეთ დაზარალებულს!!!"— წერს ლევან კობერიძე.