ლევან კობერიძე: მთავრობა ციფრებით მანიპულირებით არის დაკავებული

ლევან კობერიძე: მთავრობა ციფრებით მანიპულირებით არის დაკავებული

access_time2019-08-14 09:40:52

პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი ლევან კობერიძე საქართველოს მთავრობის წარმომადგენელთა მხრიდან, ტურიზმის სექტორის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს ციფრებით მანიპულირების მცდელობად აფასებს.


კობერიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა იმის ნაცვლად, რომ სხვა ქვეყნებიდან ტურიზმის ზრდის შესახებ საუბრობდეს, კვლავ რუსეთის ფედერაციიდან არსებულ დანაკლისზე საუბრობს, ხოლო თავად ამ დანაკლისის უფრო მასშტაბურად წარმოდგენისთვის კი, სტატისტიკური მონაცემების არასწორად წარმოჩენასაც არ ერიდება.


ციფრებით მანიპულირებაა, როდესაც საუბარია იმაზე, რომ შემცირება რაც არის რუსი ტურისტების, ეს არის კლება იმ პროგნოზირებულ რიცხვთან მიმართებით, რაც წელს მთავრობას ჰქონდა განსაზრული რომ იქნებოდა. საუბარი არის იმაზე, რომ თურმე ზარალი ჰქვია პროგნოზთან მიმართებით შემცირებას.


რუსეთთან მიმართებით ტურიზმის ბიუჯეტის შედგენის დროს, არ ვითვალისწინებთ პოლიტიკურ რისკებს და ამას არაკომპეტენტურობა ჰქვია, იმიტომ რომ პოლიტიკური რისკი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით ჩვენ, ქვეყანას გაგვაჩნია. ნიშანდობლივია, რომ ძირითადი აქცენტი კეთდება არა იმაზე, რომ ტურიზმის სექტორში ზოგადად არის ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილი, არ არის საუბარი იმაზე, რომ ტურისტების ნაკადი გაიზარდოს სხვა ქვეყნებიდანაც, არამედ არის საუბარი იმაზე, რომ მარტო რუსეთის მხრიდან არის დანაკლისი.



რა თქმა უნდა, ეს არის დანაკლისი, მაგრამ პოლიტიკის მხოლოდ ამაზე აგება არის არაგონივრული. ვთვლი, რომ ეს მანიპულირება ციფრებით დასჭირდა მთავრობას იმისათვის, რომ ლარის კურსი, რომელიც არის ცუდი ეკონომიკური ტენდენციებისა და განწყობების გამო გაუფასურებული, აეხსნა რუსეთიდან ტურისტული ნაკადის “გაპრავებით”. შეეცადნენ, რომ ლარის კურსის ვარდნის “გაპრავება” სწორედ ტურიზმის მეშვეობით გაეკეთებინათ, - ამბობს კობერიძე.


შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ივლისში საქართველოში შემოსული ვიზიტორების მთლიანმა რაოდენობამ 5.8%-ით მოიმატა და 1,099,474 შეადგინა, ხოლო უშუალოდ ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი, 1%-ით 570,482 ტურისტამდე გაიზარდა.


რაც შეეხება რუსეთის მიმართულებას, ივლისში საქართველოში 159,063 რუსი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.4%-ით ნაკლები იყო, აქედან, 50,849 - სატრანზიტო ვიზიტორი, 108,214 კი, ტურისტი იყო.


BMG






მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა

 მილიარდელი დევიდ კოხი გარდაიცვალა
access_time2019-08-23 19:00:32
მილიარდელი, რომელიც ამერიკული პოლიტიკის გარდაქმნას ცდილობდა და ქველმოქმედებაში მილიარდზე მეტი აქვს დახარჯული, 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფაქტის შესახებ კოხის სპიკერმა კრისტიან ნიკოლასმა განაცხადა. ბიზნესმენი, რომლის ქონება 59 მილიად დოლარს შეადგენდა, მსოფლიოში უმდიდრეს  ადამიანებს შორის მეშვიდე ადგილს იკავებდა. შემოსავლის დიდი ნაწილი მან კანზასის ქალაქ ვიჩიტაში დაფუძნებული კომპანია Koch Industries-იდან მიიღო, რომლის წლიური შემოსავალი 110 მილიარდ...

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი

სებ-ი ვალდებულია ხაზარაძის განცხადებით დაინტერესდეს და განმარტება გააკეთოს - აკაკი ჩარგეიშვილი
access_time2019-08-23 17:00:11
„საქართველოს ეროვნული ბანკი ვალდებულია დაინტერესდეს და შესაბამისი განმარტება გააკეთოს მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე, რომელიც ძალიან დამაინტრიგებელია. საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა და საჭიროა ამ კითხვებს დროულად გაეცეს პასუხი. ჩვენ ვართ სხვადასხვა ბანკის მომხმარებელი, ამიტომ ეს უფრო გააღრმავებს საფინანსო ორგანიზაციებსა და საზოგადოებას შორის ისედაც უკვე დიდი ხნის...

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს

სოფელ საყავრესთან ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია - რა რესურსით ებრძვის სახანძრო-სამაშველო დეპარტამენტი ხანძრებს
access_time2019-08-23 15:30:18
გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია. მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. 3 ათასი მეხანძრე, 304 - სახანძრო ავტოტრანსპოტრი, სამაშველო...

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს

ADB საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა - სესხების მოცულობა შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში 2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს
access_time2019-08-23 12:30:39
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დღეს საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია დაამტკიცა. ბანკის ცნობით, 2019-2023 წლების თანამშრომლობის ხუთწლიანი სტრატეგია, მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის განვითარების სტრატეგიას, რომელიც ეფექტურობის გაზრდასა და სიღარიბის შემცირებას ისახავს მიზნად მეზობელ ქვეყნებთან და დანარჩენ მსოფლიოსთან ეკონომიკური ინტეგრაციის გზით. ქვეყანასთან თანამშრომლობის ახალი სტრატეგია მიმართული იქნება სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე,...

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!

ზაზა ფაჩულიამ „არქი“ იყიდა!
access_time2019-08-23 10:55:30
ცცნობილი ქართველი კალათბურთელი, NBA-ს ორგზის ჩემპიონი ზაზა ფაჩულია დეველოპერული კომპანია „არქის“ წილის მფლობელი გახდა. ფაჩულიას “არქისთან” მრავალწლიანი ურთიერთობა აკავშირებს და მისი მონაწილეობით კომპანიამ არაერთი მარკეტინგული აქტივობა განახორციელა. 21 აგვისტოს, კი ზაზა ფაჩულიასა და “არქის” თანამშრომლობამ განსხვავებული ფორმა შეიძინა. გაფორმებული მემორანდუმის მიხედვით ფაჩულიამ კომპანიის წილი იყიდა და ილია წულაიასთან და მენი ბენიშთან ერთად „არქის“ თანამფლობელი...


მსგავსი სიახლეები

up