ლევან კობერიძე - მმართველი გუნდი თვითკმაყოფილების რეჟიმშია, თავისივე მიწერილი რაც აქვთ სახელმწიფო დეპარტამენტთან, მგონი იგივეს ციტირებენ

ლევან კობერიძე - მმართველი გუნდი თვითკმაყოფილების რეჟიმშია, თავისივე მიწერილი რაც აქვთ სახელმწიფო დეპარტამენტთან, მგონი იგივეს ციტირებენ

access_time2020-09-11 17:30:11

მმართველი გუნდი მგონი თვითკმაყოფილების რეჟიმშია, თავისივე მიწერილი რაც აქვთ დეპარტამენტთან, მგონი იგივეს ციტირებენ და ჰგონიათ, რომ ეს კარგი შეფასებაა,- ასე ეხმიანება ლელოს წევრი ლევან კობერიძე აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე მმართველი გუნდის შეფასებებს. კობერიძე ამბობს, რომ მმართველი გუნდის შეფასებები არაადეკვატურია.

ჩემი მხრიდან ვიტყვი, რომ ყველაზე მთავარი პრობლემა რაც არის და ხაზგასმულია ანგარიშში, ეს არის სასამართლო სისტემა, ბიზნესში სასამართლო პროცესების დაგვიანებით და არაკვალიფიციურად წარმოება. ყველაზე მთავარი პრობლემა სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან არის სწორედ ის, რაზეც ჩვენ დიდი ხანია ვსაუბრობდით, სწორედ ამ მიზეზით დავტოვე „ქართული ოცნება“ - ეს არის ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს არარსებობა. რაც შეეხება 20 ივნისს, ჩემთვის ძალიან მკაფიოა, რომ არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული მომიტინგეთა მიმართ, რამაც გამოიღო შედეგი, რომ გვყავს ახალგაზრდები ღია ჭრილობებით, რომლებმაც თვალი დაკარგეს, ასევე 48 ჟურნალისტს აქვს მძიმე დაზიანებები მიღებული პროფესიული საქმიანობის დროს. ამიტომ 20 ივნისიც ძალიან ცალსახად არის შეფასებული როგორც საზოგადოების, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდანაც, ამის შემდეგ გახარიას პრემიერად გადასვლა არათუ პოლიტიკურ, ადამიანური ზნეობის ფარგლებშიც არ ჯდება. ინვესტიციების ნაწილზეც ანგარიშში რაიმე დადებით კონტექსტში არ ამომიკითხავს, თუ ”ქართული ოცნება“ იმ მონაცემს აფრიალებს, რომ შარშანდელ იგივე პერიოდთან შედარებით 0.5 პროცენტით არის გაზრდილი იმ დროისათვის მინიმუმზე არსებული ინვესტიცია, აქ უკვე საქმე გვაქვს იმასთან, რომ ქართული ოცნება“ ყველაფრის კადრებაზე გადავიდა ,- განაცხადა კობერიძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2020 წლის ანგარიში გამოაქვეყნა.

„საერთო ჯამში, ბიზნეს და საინვესტიციო პირობები მყარია. თუმცა, ზოგიერთმა კომპანიამ გამოთქვა ნდობის მზარდი ნაკლებობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ, კომერციული საქმეების კომპეტენტურად, დროულად ან დამოუკიდებლად განხილვის თვალსაზრისით. ზოგიერთი ბიზნეს დავები სასამართლო სისტემაში წლების მანძილზე ჭიანურდება“, - წერია ანგარიშში.



IPN.GE 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up