ლევან კობერიძე:  „მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა“

ლევან კობერიძე: „მევენახე ყურძნის ნაცვლად ,ერთწლიანი კულტურების გაშენებას დაიწყებს და მერე გვიანი იქნება თავში ხელის შემორტყმა“

access_time2019-09-20 11:00:12

 „გლეხს არანაირად არ უნდა უჭირდეს რქაწითელის ჯიშის ყურძნის ჩაბარება გაცილებით უფრო მაღალ ფასად,  ვიდრე 70 თეთრია.  მაქვს მოსაზრება, რომ ვიღაცეებს აწყობთ, რომ რქაწითელის ფასი იყოს შედარებით დაბალი . მსხვილ კომპანიებს, რომელთაც საბრენდე მასალად ან საკონიაკე მასალად უნდათ იაფიანი ნედლეულის შესყიდვა, მათ ხელში უვარდებათ რქაწითელი იმაზე იაფად ვიდრე გლეხს აქვს სურვილი,  ვიდრე შრომა დახარჯა და ვიდრე მისი რეალური ღირებულება შეიძლება იყოს ბაზარზე.“ - ასე აფასებს საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე, დღეს ყურძნის ბაზარზე არსებულ სიტუაციას, რომელიც მევენახეებისთვის უკვე წლებია პრობლემურია და მიიჩნევენ, რომ ყველაზე გავრცელებული ყურძნის ჯიში რქაწითელი მათი შრომისა და ჩადებული რესუსრსების გათვალისწინებით 70 თეთრზე ბევრად მეტი უნდა ღირდეს.


როგორ უნდა გახდეს ყურძნის ფასი გლეხის შრომის ადეკვატური?  რა ძირითადი პრობლემები არსებობს დღეს ტრადიციულ მეურნეობაში და რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ გლეხისთვის ყურძნის წარმოებას აზრი ჰქონდეს? ამ საკითხებზე „კომერსანტის“ შეკითხვებს ლევან კობერიძემ ვრცლად უპასუხა. დეპუტატი ორ ძირითად პრობლემას გამოჰყოფს იმის ხაზგასასმელად, თუ რატომ დგება დღეს ქართული ყურძნის ბაზარი იმ ძირითადი გამოწვევის წინაშე, რასაც გლეხების მიერ ტრადიციული მეურნეობის მიტოვება და მევენახეობის დაბალი მოტივაცია ჰქვია.


მისი თქმით ძირითადი საკითხი ღვინის ხარისხის კონტროლის არარსებობას უკავშირდება. საუბარი ეხება ჩამოსასხმელ ღვინოს, რომლის მთავარ  ნედლეულს სწორედ საქართველოში უხვად მოყვანილი რქაწითელი წარმოადგენს. თუმცა რქაწითელის სიუხვე მაინც ვერ აანაზღაურებდა ღვინის იმ მოცულობას, რაც ყოველწლიურად საქართველოში მოიხმარება, რომ არა ამ ღვინის ე.წ. გაბევრება და ფალსიფიცირება. შესაბამისად, დეპუტატი ხაზს უსვამს, რომ ღვინის ხარისხის კონტროლის  გზით რქაწითელის ფასის გადარჩენა შეიძლება, თუმცა, დღემდე ამას არავინ აკეთებს.


„ხელისუფლება რთველის პერიოდში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე იწყებს იმპულსურად მოქმედებას, თუმცა, საჭიროა მიუდგეს ამ საკითხს სისტემურად და გონივრულად. მთავარია შევხედოთ ციფრებს, რომელსაც ყველა უგულებელყოფს და მათი ანალიზი გავაკეთოთ.  ჯაჭვი ასეთია - რქაწითელი, რომელიც არის ჩასაბარებელი, სად მიდის, სად იყიდება, რაში სჭირდება მყიდველს და ვინ იყენებს?  ჩაბარების შემდეგ ერთერთი მთავარი არხი არის ჩამოსასხმელი ღვინის ბაზარი, ანუ ვგულისხმობ რესტორნებსა და კაფეებს საქართველოს მასშტაბით. საქართველოს ბაზარზე ჩამოსასხმელი სახით ერთი ლიტრი ღვინო ღირს დაახლოებით 5-დან  7 ლარამდეც კი. ამ ღვინოში ძირითად შემთხვევაში გამოიყენება რქაწითელი.  საქართველოში რქაწითელის ყურძნისგან დამზადებული ჩამოსასხმელი ღვინის  მოხმარება არის დაახლოებით 70-80 მილიონი ლიტრი.  ამ რაოდენობის ღვინო რომ დამზადდეს, პრაქტიკულად რთველზე რაც არის რქაწითელი ჩასაბარებელი, ის მასალა შეიძლება არც კი ეყოს. რეალურად, ესე იგი ხდება ფალსიფიკაცია და დასამალი არ არის, რომ ქართულ რესტორნების უმრავლესობაში არის სავარაუდოდ ფალსიფიცირებული ან უვარგისი ან როგორც ეძახიან გაბევრებული ღვინო. წინააღმდეგ შემთხვევაში, გლეხს წესით ხელიდან უნდა სტაცებდნენ რქაწითელსაც ისევე, როგორც საფერავს. უბედურება სწორედ ის არის, რომ ამას არავინ არ უყურებს. აბა დაიწყოს სახელწიფომ რეალური კონტროლი რესტორნებსა და კაფეებში, მაშინ უკვე დეფიციტი იქნება რქაწითელის ჯიშის ყურძენი. ამაზე არავინ არ საუბრობს და გლეხებს მერე უხვევენ თვალს და ამბობენ, რომ თურმე 20 ივნისის ღამემ იქონია გავლენა და ა.შ. ჩვენ მოგვიწოდებენ პოლიტიკოსები ნუ ერევითო რთველის საკითხში და ამ დროს თვითონ გამოდიან ოფიციალური სტრუქტურები და ამბობენ, რომ 70 ძალიან კარგი ფასია ყურძნისთვის. ჩარევაა აბა რა არის, როცა თვითონ ისინი განსაზღვრავენ თავისი საუბრით ყურძნის ფასს. რეალობა კი არის სულ სხვა. მე ამაზე ვსაუბრობდი წინა ხელისუფლების დროსაც, რადგან მაშინაც იდგა ფალსიფიკაციის პრობლემა და  იგივე გრძელდება დღესაც.“ - აცხადებს ლევან კობერიძე.


აქვე აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რასაც წლებია ყველა მომხმარებელი და გლეხი ხედავს ყურძნის ფასების სხვაობაში ჩაბარებისას და მაღაზიებში გაყიდვისას. მაშინ, როდესაც ყურძენი ბარდება 70 თეთრად, იგივე ყურძენი მაღაზიაში იყიდება 2-დან 2,5 ლარად. როგორ რეგულირდება ეს ფასწარმოქმნა და რასთან აქვს საქმე მოსახლეობას?



დღეს გადამყიდველებს მიაქვთ ყურძნიდან მოგების მეტი წილი და ეს არის მთავარი პრობლემა. გლეხი რჩება ყველაზე მეტად წაგებული. ე.წ. ყურძნის ბირჟების შექმნა აუცილებელია,  როგორიც არის საფრანგეთში, იტალიაში და სხვა ტრადიციული მეღვინეობის ქვეყნებში. ამ ბირჟებზე  ჩვეულებრივ მოქალაქეებს, გლეხებს შეუძლიათ თავიანთი მოსავალი ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე მიიტანონ და იქ ჩააბარონ. მათ ეცოდინებათ, რომ მათი პროდუქტი დადგენილი საბაზრო ფასით ავტომატურად გაიყიდება.


ქართული ოცნება ამბობდა 1 ლარზე  ნაკლები არ უნდა  იყოსო ყურძენი და ვეთანხმებოდი.  მათი ხელისუფებაში მოსვლის დროს კურსი იყო 1,65 და გადათვალეთ დოლარზე რამდენია.  ახლა არის კურსი 3 ლარამდე. ქიმიკატები და მოსავლელი მასალა ვენახისთვის, ყველაფერი შემოდის იმპორტით და შესაბამისად ,უძვირდება გლეხს მოწეული ყურძნის ღირებულება.  70 თეთრსა და 2,5 ლარს შორის 300 პროცენტი არის მოგება, ვის მიაქვს ეს მოგება?  უბრალოდ იმას ვისაც ჩამოაქვს? გამოდის, რომ ის ყოფილა ყველაზე ჭკვიანი ბიზნესმენი, როცა არც ყურძენს უვლის და არც არაფერი , მაგრამ მაინც გლეხსა და მაღაზიას შორის იღებს სამმაგ მოგებას.


გლეხს უნდა მისცე საშუალება მან შეძლოს ყურძნის გაყიდვის ადგილამდე ისე მიტანა, რომ არ დასჭირდეს ამდენი შუამავალი რგოლი.  წელს კახეთში ყველა ღვინის ქარხანასა და გლეხს შორის არის უამრავი შუამავალი და ადამიანი, რომელთანაც დარწმუნებული ვარ ის მოგება მიდის, რის მესამედსაც არ იღებს გლეხი.  თუ ეს სასაქონლო ბირჟები იარსებებს,  ეს რგოლი ამოვარდება და რეალურად გლეხს მიეცემა საშუალება, რომ უნდა ქარხანას მიჰყიდოს თავისი მოსავალი, უნდა კერძო პირს. მათ მიეცემათ საშუალება, რომ ნაკლებ დროში მიაწოდონ იმ სტრუქტურას ყურძენი, რომელიც უზრულველყოფს გაცილებით უფრო მაღალ ფასს.


როდესაც ვსაუბრობთ, რომ ქვეყანას და მთავრობას უნდა ჰქონდეს ხედვები ინფრასტრუქტურულ და რეგიონალურ განვითარებასთან დაკავშირებით, მათ ეს  მხოლოდ გზების დაგება ჰგონიათ.  რეგიონული განვითრების კონცეფციაში უნდა შედიოდეს ის, რომ მეღვინეობის მხარეებში შეიქმნას მევენახეთა გაერთიანებებიც.  - აცხადებს ლევან კობერიძე.

 

დეპუტატი მიიჩნევს,რომ  იმ ხარჯების გათვალისწინებით, რაც ყურძნის მოყვანას სჭირდება და ჩაბარების ფასის გათვალისწინებით, გლეხების უმეტესობა ერთწლიანი კულტურების გაშენებას ამჯობინებს. ეს კი, ხელისუფლების არაგონივრული პოლიტიკის პირდაპირი შედეგი იქნება.

 

 მარიამ მორგოშია

 





სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია

სუპერმარკეტებში რძის პროდუქტების დეფიციტია
access_time2020-01-17 20:00:46
სუპერმარკეტების ქსელებში ახალი წლის პირველივე რიცხვებიდან რძის პროდუქტების დეფიციტი შეიმჩნევა, მომხმარებლები ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში დახლებზე იმაზე ბევრად ნაკლები მაწონი, ხაჭო და სხვა რძის პროდუქტებია, ვიდრე აქამდე.  „კომერსანტი“ თემასთან დაკავშირებით რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციას გაესაუბრა. კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხდება იმ მოთხოვნის დაკმაყოფილება, რაც ბაზარზეა ასოციაციის პრეზიდენტი პასუხობს, რომ საწარმოები არ აღმოჩნდნენ მზად ახალი წლის პერიოდში...

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი

საპრივატიზაციოდ გამოტანილი ქონებიდან  18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა - საყოველთაო პრივატიზაციის 7-კვირიანი შედეგი
access_time2020-01-17 19:00:02
ბიზნესისთვის შეთავაზებული 100 საინვესტიციო ობიექტიდან 38 უკვე გაიყიდა, საიდანაც 18 ფიზიკურმა პირმა შეიძინა. კერძოდ, ამ დროისთვის გაყიდული ქონების საერთო მოცულობამ 47 მლნ ლარს გადააჭარბა, საიდანაც 8 მლნ ლარზე მეტი (8 387 700 ლარი) კერძო პირებმა გადაიხადეს. ამასთან ერთად, ყველაზე ძვირად თბილისში ხოშარაულის ქუჩაზე მდებარე შენობა/მიწის ნაკვეთი და მესტიაში პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია გაიყიდა. შეგახსენებთ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი...

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა

გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი თბოელექტროსადგური გაიხსნა
access_time2020-01-17 13:00:43
გარდაბანში უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი, 230 მეგავატი დადგმული სიმძლავრის მქონე „გარდაბნის თბოელექტროსადგური 2“  გაიხსნა.  მაღალი ეფექტიანობითა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით გამორჩეული ობიექტი საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის  180 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტიციით  აშენდა. თბოელექტროსადგურის სამშენებლო ფაზა 2018 წლის თებერვლიდან 2019 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა და ელექტროენერგიის გენერაციას მიმდინარე წლის ზამთრის...

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს

მთავრობის ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე წყალგაყვანილობის პრობლემას აღიარებს
access_time2020-01-17 17:00:50
ზამთრის კურორტებს წელს რთული სეზონი ჰქონდათ. უჩვეულოდ თბილი და უთოვლო ზამთრის გამო,საქართველოს სამთო კურორტები  ტურისტების შემცირებულ რაოდენობას მასპინძლობენ. თოვლის გარდა, მთის კურორტები სხვა გამოწვევის წინაშეც იდგნენ, უწყლობის გამო, ბაკურიანსა და გუდაურში ტურისტები ან არ ჩადიოდნენ ან უკვე დაჯავშნილ სასტუმროებს ტოვებდნენ. კერძო სექტორის თქმით, უწყლოდ დარჩენილ კურორტზე ზამთრის სეზონი...

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება

ვანის ღვინის ქარხანა „არგონავტები“ სავარაუდოდ, 2021 წელს გაიხსნება
access_time2020-01-17 15:35:47
ბიზნესმენმა, „ჯიდიჯი ჯგუფის“ დამფუძნებელმა  ბეჟან წაქაძემ  ვანში, ღვინის ქარხანა „არგონავტების“ გახსნა 1 წლით გადადო. ამის შესახებ „კომერსანტს“ თავად ბიზნსმენმა განუცხადა. მისი ინფორმაციით,ქარხანა 2021 წელს გახსნება,შესაბამისად, ყურძენს მომავალი წლის ოქტომბერში მიიღებს. მიზეზი, რის გამოც პროექტის განხორციელება დროებით გადაიდო, ადგილზე არსებული სამუშოებია.  „როდესაც ეს ქარხანა ვიყიდე, მეგონა, რომ სხვა მოცემულობა დამხვდებოდა. როგორც აღმოჩნდა,...


მსგავსი სიახლეები

up