ლევან კობერიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს

ლევან კობერიძე - კორონავირუსთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს

access_time2020-11-17 14:07:09

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მიღებული უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს, - ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ლევან კობერიძემ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, საკოორდინაციო საბჭო სამთავრობო ერთპარტიული რეჟიმიდან უნდა გამოვიდეს. კობერიძე მიიჩნევს, რომ აუცილებელია შეიქმნას ეროვნული პლატფორმის ფორმატი.

„უახლოესი გადაწყვეტილებები გვაჩვენებს, რომ ისინი უკვე დაქვემდებარებულია „ქართული ოცნების“ პარტიულ დღის წესრიგს. მაგალითისთვის, ღია სივრცეში პირბადის ტარება, რომელსაც ჩვენ ვითხოვდით, რომ შემოეღოთ არჩევნებამდე, რადგან ვხედავდით ინფიცირების მზარდ სტატისტიკას, ამ შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტრომ და საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ჩემი აზრით, ძალიან ვიწროპარტიულია, ეს წესი შემოიღო არჩევნების მეორე დღეს, წინა დღეს არ შემოიღეს, რადგან თვლიდნენ, რომ ამომრჩეველს გააღიზიანებდნენ. რაც შეეხება „ლოქდაუნს“, ვხედავთ, რომ ინფიცირებულთა რაოდენობა არის გაზრდილი, მაგრამ ვერ ვხედავთ კონკრეტულ გეგმას, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას კონკრეტული პარამეტრების შემთხვევაში უახლოესი ერთი თვის განმავლობაში. ეს არის დიდი პრობლემა. მე, როგორც ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა, დიდი ხნის წინ გავგზავნე სადეპუტატო შეკითხვა, კოვიდ ფონდთან დაკავშირებით, როგორ ხდება მისი გახარჯვა და პასუხი არ მიმიღია, ანუ გაუგებრობა და გადაწყვეტილებების ერთპარტიულ დღის წესრიგზე დაქვემდებარება არის ყველაზე დიდი პრობლემა,“- განაცხადა კობერიძემ.



IPN.GE






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up